
ჩხაიძე არტემ მღვდელი მღვდელი 1913 წლიდან სურამის იტრიის ღვთიმშობლის ტაძრის წინამძღვარი 1900წ. აცანა (ლანჩხუთი) მთავარანგელოზის ეკლესია 1888წ. კაპანი (აბაშა) მაცხოვრის ეკლესია 1911წ. ოქროსქედი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია 1913წ. იტრია (სურამი, ხაშური) ღვთიმშობლის მიცვალების ეკლესია
1934 წლის 29 იანვარს იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არტემ ჩხაიძე დახმარებას ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლების უსამართლო საქციელიდან გამომდინარე. საქმე ისაა, რომ ტაძრის დღესასწაულზე, 28 აგვისტოს მრევლმა ეკლესიას შესწირა ხუთი ფუთი ხორბალი სეფისკვერის გამოსაცხობად, რომელიც მამა არტემმა ტაძარში შეინახა. 1933 წლის 21 სექტემბერს სტალინარის რაიონის (ეხლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) თავჯდომარე არჩილ ხვედელიძე მილიციელ შალიკო გაჩეჩილაძის თანხლებით მივიდა ეკლესიაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მღვდელს გასაღები, გააღეს ტაძარი და წაიღეს აღნიშნული ხორბალი, რისი მომსწრენიც სურამის თემის მცხოვრებნი გახდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოძღვარმა ადგილობრივ მთავრობაში საქმე აღძრა, მაგრამ ოთხი თვის ძიების შემდეგ მას განუცხადეს, რომ პურის ეკლესიიდან გატანა კანონიერი გზებით მოხდა. შეშფოთებული და დამცირებული მღვდელი სამართლის აღდგენას ითხოვდა. ეპარქიაში იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საეკლესიო საბჭოს ჩაგდებული ჰქონდა ხელში ეკლესიის შემოსავალ-გასავალი, შეთანხმებულად მოქმედებდნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არ ემორჩილებოდნენ საეკლესიო მმართველობას.