სულ რაოდენობა: 13
ბმულის კოპირება1924 წელს აღდგენილ ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიაში
ზუსტად 20 წელი, 1944 წლამდე, ნებადართულად თუ მალულად, მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. 1944 წელს, ეკლესიის წინამძღვრის იოანე გიორგაძის გარდაცვალების შემდეგ კი შეწყდა. ეკლესიის შენობა ადგილობრივ კოლმეურნეობას გადაეცა, რომელიც მას თივის საწყობად იყენებდა. 1962
წელს თივით გავსებულ ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა, რამაც შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა. 1990–იანი წლების დასაწყისში ჯვარისის მოსახლეობამ, სოფლის იმჟამინდელი გამგებლის ქალბატონ ვენერა მაღლაფერიძის თაოსნობით, გადაწყვიტა ეკლესიის აღდგენა. საინიციატივო ჯგუფს გვერდში დაუდგა და აქტიური დახმარება აღმოუჩინა, წარმოშობით ჯვარისელმა, დეკანოზ იოსებ გიორგაძის შვილიშვილმა ბატონმა ფლორენტი გიორგაძემ,
გვ. 25
რომელიც უკვე პენსიაზე იმყოფებოდა და ქუთაისში ცხოვრობდა. ბატონმა ფლორენტიმ სოფლის გადაწყვეტილება ქუთათელ–გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) გააცნო. მეუფე კალისტრატემ მოიწონა მრევლის გადაწყვეტილება და აღუთქვა დახმარება. ეკლესიის აღდგენის ძირითადი სამუშაოები ჩატარდა 1998–2001 წლებში. კერძოდ გაკეთდა ახალი კანკელი, დაიწერა წმინდანთა 12 ხატი, გაკეთდა ხის ტრაპეზი, ახალი კარ-ფანჯარა (2 კარი, 7 ფანჯარა), დაიკიდა ჭაღი, დაიდგა ლითონის ჯვარი, ეკლესიაში შეიცვალა იატაკის დაზიანებული ფილები. ჩამოთვლილი სამუშაოს შესრულებაში დიდი წვლილი შეიტანეს, როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ (წიგნის ფორმატი, სამწუხაროდ პერსონალურად მათი ჩამოთვლის საშუალებას არ გვაძლევს)
ასევე სხვა პირებმაც, კერძოდ: დეკანოზმა შალვა აფხაიძემ, ბიზნესმენებმა ზელიმხან, გაიოზ, ომარ და ნოდარ გიორგაძეებმა. თავად ფლორენტი გიორგაძემ ეკლესიაზე და მასში მოღვაწე მამებზე საინტერესო ბროშურები დაბეჭდა. ასე რომ, 2001 წლის 6 მაისს, წმ. გიორგის დღესასწაულზე აღდგენილ ეკლესიაში დეკანოზმა შალვამ (ანზორ აფხაიძემ), კვლავ აღავლინა ღვთის სადიდებელი ლოცვა. ეკლესია 2003 წლის 18 ივნისს აკურთხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ. ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესია
იმჟამად ქუთაის-გაენათის ეპარქიას ეკუთვნოდა, დღეს კი ტყიბულ-თერჯოლის ეპარქიაშია. ახლად ნაკურთხი ეკლესიის პირველი წინამძღვარი გახდა მღვდელი ფილიპე გობეჯიშვილი, 2011 წლის 4 სექტემბრიდან ეკლესიის წინამძღვარია მღვდელი სტეფანე (მევლუდ) დოღონაძე. იგი დაიბადა 1965 წლის 24 ივლისს ტყიბულის რაიონის სოფელ კოკაში. საერო განათლების მიღების შემდეგ, 2012 წელს, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. ეკლესიის მრევლია 1998 წლიდან. 2015 წლის იანვარში დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.
ჰყავს მეუღლე მარიამ დოღონაძე, რომელიც მედავითნეა, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. მამა სტეფანეს წინამძღვრობისას, ტყიბულ-თერჯოლის
მიტროპოლიტის მეუფე გიორგის ლოცვა–კურთხევითა და მრევლის თანადგომით ბევრი რამ გაკეთდა ეკლესიის კეთილმოწყობისათვის: ხის ტრაპეზი შეიცვალა ეკლარის ქვის ტრაპეზით, ჩაიდგა ახალი კანკელი, ეკლესიის სამხრეთ ხის კარი შეიცვალა ლითონის კარით, შეძენილი იქნა ახალი ზარი და ნოხები, შეკეთდა ეკლესიასთან მისასვლელი გზები.
რაც მთავარია, რწმენას დაუბრუნდა და ტაძარში მივიდა ათეიზმის ეპოქაში აღზრდილი, შიშის და იდეოლოგიის გამო ქრისტიანობის ჩუმად მაღიარებელი, ადგილობრივი მოსახლეობა. ეკლესიის განახლებაში დიდი წვლილი შეიტანეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა: გიორგი, ოთარი, თორნიკე, გოჩა, ავთანდილ, ტარიელ, თემურ, რამაზ, ვაჟა, მურმან, გია გიორგაძეებმა, დავით და მალხაზ დიდბარიძეებმა, ბესო კვირიკეიშვილმა, ავთანდილ და გოგიტა მანაგაძეებმა,
ელდარ ბაბუხადიამ... მამა სტეფანეს კიდევ ბევრი რამ სასიკეთო აქვს ჩაფიქრებული, რომელთა განხორციელებას იმედია უფლის შეწევნით შეძლებს და საუკუნეგადაცილებული ეკლესიის ისტორიას მრავალ ლამაზ ფურცელს შემატებს.
მერაბ კეზევაძე;
1879 წელს მოინათლა 34 ბავშვი, ჩატარდა 12 ჯვრისწერა
1886 წელს მოინათლა 31 ბავშვი, ჩატარდა 14 ჯვრისწერა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
![]() |
|
|
|
|
|
|
![]() |
![]() 2003-2011წ. მდგომარეობით დეკანოზი სრულად ნახვა |
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |