სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გიორგაძე იოვანე იოსების 1873-1944წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ჯვარისა ტყიბული. მოღვ. სოფ. ჯალაურთა, საჩხერე გიორგაძე იოვანე იოსების 1873-1944წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ჯვარისა ტყიბული. მოღვ. სოფ. ჯალაურთა, საჩხერე

1873-1944 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გიორგაძე სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

375       ბეჭდვა

გიორგაძე იოვანე იოსების 1873-1944წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ჯვარისა ტყიბული. მოღვ. სოფ. ჯალაურთა, საჩხერე

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

გიორგაძე იოვანე იოსების ძე 1910-1917წწ ჯალაურთის წმ. გიორგის ეკლესია. საჩხერე  გარდ. 1944



იოანე გიორგაძე დაიბადა 19 თებერვალი, 1873 წელს  ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჯვარისაში დეკანოზის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც ავადმყოფობის გამო მეორე კლასიდან გამოვიდა.


1891 წელს ჯვარისას სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგად დაინიშნა, იმავე წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგი ალადაშვილმა დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლალდ დაასხა ხელი და ჯვარისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა.

მღვდელი იოანე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. საკუთარ სახლში სამრევლო სკოლა გახსნა, სადაც ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა. შთამომავლების გადმოცემით მოძღვარი მაღალი ტანის, ძლიერი აღნაგობის, კარგი მოსაუბრე და სახით სასიამოვნო გამომეტყველებისა ყოფილა. ოკრიბაში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. უყვარდა ბავშვებთან თამაში და მათთან ურთიერთობას დიდ დროს ანდომებდა. შვილიშვილებს წიგნის კითხვის სიყვარულს უნერგავდა.

მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, ეკლესიების ნგრევისა და სამღვდელოების დევნის პერიოდში, ანაფორა არ გაუხდია და აღასრულებდა საეკლესიო წესებს. ჰყავდა მეუღლე მარიამ ნიკოლოზის ასული ყიფიანი (მღვდლის ქალიშვილი) და ქალიშვილი ნადეჟდა, რომელმაც ქუთაისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი დაამთავრა და დამსახურებული პედაგოგი გახლდათ.

1928 წელს, მღვდელმა იოანემ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჯვარისას ტაძარი დაიკეტა და მამა იოანე სახლში ჩუმად განაგრძობდა მსახურებას. 

მამა იოანე გარდაიცვალა 1944 წელს და დაკრძალულია ჯვარისას ეკლესიის ეზოში, მშობლების გვერდით.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1928 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია

გიორგი მაჩურიშვილი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.06.2023
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0