სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგაძე იგორ პანტელეიმონის ძე (1950) საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. კორმაღალი, სამტრედია
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გიორგაძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

340       ბეჭდვა

გიორგაძე იგორ პანტელეიმონის ძე (1950) საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. კორმაღალი, სამტრედია

იგორ პანტელეიმონის ძე გიორგაძე (დ. 23 ივნისი1950ზაისანიყაზახეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (1993-1995); უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი (1994). 1995 წლიდან ბრალდებულია ტერორიზმში. 1995–2016 წლებში იძებნებოდა ინტერპოლის მიერ.დაბადების ადგილი: ქ. ზაისანი, ყაზახეთი.



დაიბადა სსრკ-სა და ჩინეთის საზღვარზე მესაზღვრის ოჯახში. დაამთავრა საშუალო სკოლა 1967 წელს; მიიღო მუსიკალური განათლება ვიოლინოს განხრით; სიყმაწვილეში აქტიურად მისდევდა სპორტის მრავალ სახეობას (ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი); დაამთავრა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ი) უმაღლესი სკოლა მოსკოვში 1973 წელს.


1973-1995წწ. რესპუბლიკის უშიშროების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა; 1980-1981წწ. მონაწილეობდა სსრკ სუკ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმ "კასკადის" საბრძოლო ოპერაციებში ყანდაარში, ავღანეთში; 1991-1992 წწ. სამოქალაქო ომში მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა მხარეს; 1993-1995წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრი; 1995 წელს  პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა; იმავე წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ღია წერილის შემდეგ იგი ფაქტობრივად გადავიდა ღია კონფრონტაციაზე; საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძეზე ძებნა გამოცხადდა. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია "სამართლიანობა" და ორგანიზაცია "ანტისოროსი". მიღებული აქვს 15 სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის მედალი "საბრძოლო მიღწევებისათვის".

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია., ტ. 2. - თბ., 2012 . -გვ.14

მამა პანტელეიმონ გიორგაძე ივანეს ძე 1925-2009წწ გარდ. 84 წლის, საბჭოთა გენერალი დაბ. სოფ. კორმაღალი, სამტრედია იმერეთი


მადლობა გალაქტიონ (გოგიტა) თემურის ძე გიორგაძეს, მცხოვრები სოფ. გორმაღალი, სამტრედია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.10.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0