სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12096

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ბიქტორ იოანეს ძე გიორგაძე XVIII ს-ის II ნახ. - 1847 დაბ. სოფ. სვირი (ზესტაფონი) ბიქტორ იოანეს ძე გიორგაძე XVIII ს-ის II ნახ. - 1847 დაბ. სოფ. სვირი (ზესტაფონი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გიორგაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

ბიქტორ იოანეს ძე გიორგაძე XVIII ს-ის II ნახ. - 1847 დაბ. სოფ. სვირი (ზესტაფონი)

მღვდელ მონაზონი ბიქტორი (გიორგაძე) „ცხოვრება ჩემი რომელიც იმერეთ მეფე დავით მეფის დროს დაიწყო“ XVIII ს-ის II ნახ. –– 1847

მღვდელ-მონაზონი ბიქტორი, ერისკაცობის სახელი უცნობია, XVIII ს-ის II ნახევარში იმერეთის სამეფოში, სოფ. სვირში სამეფო ყმის იოანე გიორგაძის
ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება იმერეთის მეფის დავით გიორგის ძის სულიერ მოძღვართან მიიღო. XVIII ს-ის 90-იან წლების დასაწყისში იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის რეკომენდაციით ქუთათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოსმა (წერეთელი) დიაკვნად და მღვდლად აკურთხა და სვირის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. მალევე მიენიჭა დეკანოზის წოდება და იყო ერთ-ერთი ოლქის მთავარხუცესი. 1819 წლის 23 აპრილს იმერეთის საეკლესიო აჯანყების დროს აჯანყებულებმა დაიჭირეს და ახალციხეში გააგზავნეს, საიდანაც მცირე ხანში გაიქცა და საქართველოში დაბრუნდა, სადაც ეჭვის თვალით უყურებდნენ. ამის გამო წავიდა რუსეთში და ხელმწიფე იმპერატორისაგან შეწყალება ითხოვა. დატოვეს იქვე და ბერად აღიკვეცა ერთ-ერთ მონასტერში, სადაც რამდენიმე წელიწადი იმსახურა. 1837 წლის 4 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში, ბატო-

12-1  საპატრიარქოს უწყებანი N12 28მარტი-18აპრილი 2018წ გვ.19
მღვდელ მონაზონი ბიქტორი (გიორგაძე) „ცხოვრება ჩემი რომელიც იმერეთ მეფე დავით მეფის დროს დაიწყო“ XVIII ს-ის II ნახ. –– 1847 (გაგრძელება)

ნიშვილ თეიმურაზ გიორგის ძე ბაგრატიონის კარის ეკლესიის მოძღვარი, მღვდელ-მონაზონი იონა (ხელაშვილი) გარდაიცვალა და მის ადგილზე 1838 წელს მღვდელ-მონაზონი ბიქტორი განამწესეს. 1844 წელს მღვდელ-მონაზონმა ბიქტორმა იმერეთის მიტროპოლიტ დავითს (წერეთელი) საჩუქრად გამოუგზავნა წმ. დავით აღმაშენებლის ვერცხლის ხატი, ზომით 17,5/14 სანტ., რომელსაც ჰქონდა შესაბამისი წარწერაც. ეს ხატი წმ. ექვთიმე თაყაიშვილმა ნახა მარტვილის მონასტერში და წარწერა გადმოიღო. მასზე
ვკითხულობთ: „წმიდა ხატი ესე დიდებულისა მეფისა და სრულიად ივერიისა ქართველთა და აფხაზთა თვითმპყრობელისა. დავით მესამისა, აღმაშენებელისა დავითიან ბაგრატოვანისა ვიღვაწე უღირსმან იერომონახმან ბიკტორ გიორგაძემ, შევამკე და მივართვი მათს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მიტროპოლიტს დავითს, მწყემსმთავარს სრულიად იმერთა და გურიის ქართველთა ერისასა თავადის სახლხუცის ზურაბ წერეთლის ძეს: ღმერთმან სულით და ხორცით განაძლიეროს. და ამ წმისისა მოსახელისა მისისა მადლმან ადიდოს ამინ.:
და ჩემ უღირსსა ზედა მადლი და კურთხევა მისი არ მოკლებულ იქმნეს: წელსა წყმდ, თვესა აპრილსა, ქორონიკონს მეათოთხმეტს მოქცევისა წელს
ფლბ როგორც ჩანს, მღვდელ-მონაზონ ბიქტორს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მიტროპოლიტ დავითთან, რაც მალევე დადასტურდა შემდეგი საქმიდან. 1841 წლიდან კაცხის მონასტერი უწინამძღვროდ იყო დარჩენილი. 1842 წლის ივნისში ამ პოსტზე სამი კანდიდატი მოიაზრებოდა: კაცხის ეკლესიის დეკანოზი ანტონ მასხარაშვილი, გელათის მონასტრის მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (ნიჟარაძე) და სხვავის მონასტრის მღვდელ-მონაზონი იოსტოსი (წერეთელი). მიუხედავად ამ სამი კანდიდატისა, იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა კაცხის მონასტრის წინამძღვრის პოსტზე რუსეთში მყოფი მლვდელ-მონაზონ ბიქტორის კანდიდატურა წარმოაყენა. 1845 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსი ისიდორე (ნიკოლსკი) სინოდალურ კანტორას წერდა: „მღვდელ-მონაზონი ბიქტორი რუსეთის მონასტრებშია ნამსახურები, და სავარაუდოა, რომ მას აქვს გამოცდილება და ცოდნა განკარგოს კაცხის მონასტერი ღირსეულად“. სამწუხაროდ, ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. მღვდელ-მონაზონი ბიქტორი რომ თეიმურაზ ბატონიშვილის კარის მოძღვარი იყო, დასტურდება
მინაწერითაც, რომელიც 1784 წელს ქ. თბილისში გამოცემულ „კურთხევანს“ აქვს: „უგანათლებულესო საქართველოს მეფის ძეო, ბატონო, ბატონიშვილო თეიმურაზ, უგანათლებულესობისა თქვენისა მლოცველი და მოძღვარი, მამა ვიქტორი, თქვენთვის ვილოცავ, ღმერთსა, სამებით ერთსა, რათა დღეგრძელ იყოთ ქვეყანასა. ეს წმინდა კურთხევაი მეფის ძის, თეიმურაზის, კარის ეკლესიის არის, ხელთუქმნელის ხატისა და შეეწირა წელსა 1816, დეკემბრის 24. შემორჩენილია მღვდელ-მონაზონ ბიქტორის ჩანაწერი, სადაც ის თავის განვლილ ცხოვრებას და თავგადასავალს აღწერს, და ასევე ჰყვება იმერეთში მომხდარ ისტორიულ ამბებს, რაც XVIII-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის მკვლევარებისათვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. „ცხოვრება ჩემი რომელიც იმერეთ მეფე დავით მეფის დროს დაიწყო. იმან თავის მოძღვარს მიმაბარა და მისი ბრძანებით ვარ გაზრდილი. შვიდი წელიწადი იყო მეფედ და ის მეფე გადააგდეს და მეორე მეფე სოლომონ არჩილის ძე დაჯდა მეფედ და იმას ვახლდი ოცდაოთხი წელიწადი და მღვდლათაც იმისი ბრძანებით ვარ ნაკურთხი. და ის განიდევნა იმერეთიდგან 1811 წელსა, და მას მოღმა რუსეთის იმპერატორისა და მისი მხედრობის ვიყავი დეკანოზი წმინდის გიორგის ეკლესიის და ბლაღოჩინი სოფლების. 1819 წლის აპრილის ოცდასამს როდესაც ეკლესიის დღესასწაული არის, როდის ვწირევდი იმ დროს მოვიდნენ ვინც რომ რაზბოი-



12-2  საპატრიარქოს უწყებანი N12 28მარტი-18აპრილი 2018წ გვ.20

მღვდელ მონაზონი ბიქტორი (გიორგაძე) „ცხოვრება ჩემი რომელიც იმერეთ მეფე დავით მეფის დროს დაიწყო“ XVIII ს-ის II ნახ. –– 1847 (დასასრული)
ნიკები იყო, დაჭერილი ახალციხეს წამიყვანეს და როდის გზა ვიშოვნე გამოვიქეცი მოვედი და არ შემიწყალეს, მონასტერზე გამგზავნეს დროებით და იქიდგან ყოვლად მოწყალე ხელმწიფემ თავისუფლად გამხადა და ვითხოვე სინოდიდამ და ბერათ ვეკურთხე დაძმათ შეყვანილი ვიყავი, და მოვიდა ბრძანება მადიდამ გამოდი და პეტერბურდს საქართველოს მეფის ძეს თეიმურაზს უმღვდელეო. ათასრვაას ოცდათვრამეტს და მას აქეთ მსახურებას ვასრულებდი და ახლა მოხუცებული ვარ აღარ ძალმიძს. მოწყალე ხემწიფეს ვევედრები მოხუცებულს პური მაჭამოს და თავისუფლათ გამხადოს საცა ჩემი ენა და ლოცვა მეყურებოდეს იმისთანა მონასტერზე ვილოცო მისთვის და ჩემთვის ვინამ ვიცოცხლო. მოხუცებული და ავათმყოფი ვარ. მოწყალება მიყავით ღვთის გულისთვის. ის არ ვიცი რომელ ქორონიკონს დაბადებული ვარვანგარიშობ ოთხმოცდაათი წლისას ჩემს თავს,მართლა კარგა არ ვიცი, დიდი მეფის სოლომონის ხელში დაბადებული ვარ, ის მოკვდა და მეფეთ და. ვით დაჯდა და ამას შვიდი წელიწადი ვახლდი. მას მოღმა ასე არის ჟამი ჩემი. მე იმერეთის ქუთაისის უეზდის ქვეყნის სვირის მოსახლე და მისი ეკლე სიის პროტაპოპ და სოფლების ბლაღოჩინი აქ რუ- სეთში ბერათ ვეკურთხე ფილიპ პაორაბას მონას ტერზე და ძმათ შეთავსებულ ვიყავი და შეეტყოიმ მონასტერზე ჩემი ენის კაციაო და ხემწიფისთვის ეთხოვა, მოვიდა ბრძანება მადედგან გამოდი და პეტერბურღს თეიმურაზ ცარევიჩს უმღვდლეო ჩყკ იც და მას აქეთ ვარ აქა...“1846 წელს, მოხუცებულობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მღვდელ-მონაზონმა ბიქტორმა სამსახურიდან გათავისუფლება და სამ. შობლოში გამგზავრების ნებართვა ითხოვა, რაზე. დაც თანხმობა მიიღო. 1847 წელს საქართველოში გამოემგზავრა და იმავე წლის 18 ივლისს ჩრდილო კავკასიაში, ქ. ვლადიკავკაზში დღის სამ საათზე აღესრულა. გარდაცვალების მიზეზად ხოლერა დასახელდა. მას თან ახლდა თბილისში მცხოვრები  პოლკოვნიკ ივანე შამირხანოვის შვილი პეტრე, რომელმაც მღვდელ-მონაზონ ბიქტორის დარჩენილი ქონება და ნივთები თბილისში ჩამოიტანა და იმერეთის მიტროპოლიტ დავითს მოთხოვნისამებრ გაუგზავნა მას იმერეთში, რაც შემდგომში გახდა დავის საგანი მამა ბიქტორის ნათესავებს: დავით, მარკოზ, გოგია, ალექსი და იოანე გიორგაძეებსა და მიტროპოლიტ დავითს შორის. 1849 წლის 9 თებერვალს მიტროპოლიტი დავითი საქართ ველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას წერდა: „ძალისა გამო 257-სა მუხლისა მე-9 ტომისა სამოქალაქო კანონისა მდგომარეობათათვის, ყოველი ქონება, დაშთენილნი შემდგომ სიკვდილისა პირთა ბერისა ხარისხისა, მიიქცევის მონასტრის ხაზინაში, ხოლო მღვდელ-მონაზონი ბიქტორი გარდაიცვალა არა 
მონასტერში, არამედ გზაზედ, არა ირიცხებოდა ჩარიცხულად ძმებთადმი რომლისამე მონასტრისა აქაურის ეპარქიისა, და რუსეთშიაც ჰსცხოვრობდა არა მონასტერში, არამედ მსახურობდა სასახლის ეკლესიაზედ საქართველის მეფის ძის თეიმურაზისა, ამისა გამო არა ჯერ არისა მიცემად ქონებისა მღვდელ-მონაზონისა ვიქტორისა, გარდა ნივთთა და შესამოსელთა და ხატთა მონათესავეთადმი მისთა, რომელთაცა ჩამოიტანეს ისინი თბილისიდამ ქუთაისის მღვდლისა ცქიტიშვილისათანა თავისის ხარჯით“. დავა რამდენიმე წელი გაგრძელდა და 1853 წლის 29 იანვარს იგი კიდევ არ იყო დასრულებული, თებერვალში კი მიტროპოლიტი დავითი გარდაიცვალა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.01.2026
ბოლო რედაქტირება 13.01.2026
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0