სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა გიორგაძე სერგოს ძე 1966-93წწ გარდ. 27 წლის აფხაზეთი დაბ. სიმონეთი თერჯოლა გოჩა გიორგაძე სერგოს ძე 1966-93წწ გარდ. 27 წლის აფხაზეთი დაბ. სიმონეთი თერჯოლა გოჩა გიორგაძე სერგოს ძე 1966-93წწ გარდ. 27 წლის აფხაზეთი დაბ. სიმონეთი თერჯოლა

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გიორგაძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

გოჩა გიორგაძე სერგოს ძე 1966-93წწ გარდ. 27 წლის აფხაზეთი დაბ. სიმონეთი თერჯოლა

გოჩა გიორგაძე სერგოს ძე გარდ. აფხაზეთი დაბ. სიმონეთი თერჯოლა


ინფორმაცია თერჯოლის კომისარიატიდან მიხეილ ბარბაქაძე

დაიბადა 1966 წლის 14 მარტს თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში. სწავლობდა დ. კლდიაშვილის სახელობის საშუალო სკოლაში. აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ როცა შეისწავლა, გოჩამ გადაწყვიტა, სამხედრო სამსახურში შესულიყო, გენერალი

გამხდარიყო და ქართველი ხალხი განსაცდელისაგან ეხსნა. ვაჟმა თავისი სურვილი მშობლიური ენის მასწავლებელს გაუზიარა. მან დახმარება გაუწია და გზაც დაულოცა. გოჩა ჩაირიცხა ლესელიძის სახელობის სპეციალიზებულ სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სიმფეროპოლის უმაღლეს პოლიტიკურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა. აღნიშნული სასწავლებლის დამთავრება ვერ მოასწრო, რადგან სტიქიურმა უბედურებამ სახლი დაუნგრია და მამაც გარდაეცვალა. იძულებული გახდა, შინ დაბრუნებულიყო. სამი წელი მუშაობდა ქუთაისის სარემონტო საამშენებლო სამმართველოში მუშად.


დაუსწრებლად განაგრძო სწავლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ისტორია“იურიდიულ ფაკულტეტზე. მეცნიერ-მუშაკად მუშაობდა დ. კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში. სწორედ ამ დროს გაჩნდა შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე. გულანთებულ ვაჟკაცს შინ რა მოასვენებდა. მოხალისედ წავიდა აფხაზეთში. იქ გოჩა დაინიშნა ტყიბულის სწრაფი რეაგირების მე-17 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილედ.

კაპიტანი გოჩა გიორგაძე თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს. ერთ-ერთი შეტაკების დროს, 1993 წლის 3 ივლისს მძიმედ დაიჭრა. ყავარჯენზე დაყრდნობილი მაინც ფრონტისაკენ იწევდა. დაინიშნა თერჯოლის სწრაფი რეაგირების ბატალიონის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ზურგის დარგში. საბრძოლო მასალებით ამარაგებდა მებრძოლებს.

1993 წლის 22 აგვისტოს იარაღის საწყობში მოულოდნელად აფეთქდა ერთი ყუმბარა და 27 წლის გულანთებული ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა.

დაკრძალულია ზედა სიმონეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, მამის გვერდით.


 

მადლობა თანამშრომლობისთვის შოთა იოსების ძე ბაზაძეს სოფელი ზედა სიმონეთის გამგებელი, დაბადებულია 22 იანვარი 1974 წელი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.07.2021
ბოლო რედაქტირება 07.05.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0