სულ რაოდენობა: 7
ბმულის კოპირებადრანდის ტაძარი რამდენჯერმე არის გადაკეთებული, რამაც მისი შესწავლა გააძნელა. XIX საუკუნეში ცნობილი არ იყო დრანდის ტაძრის აგების დრო და მას რუსი მკვლევარები მიახლოებით VIII–X (პავლინოვი), XI (ტოლსტოი, კონდაკოვი) საუკუნეებით ათარიღებდნენ. გ. ჩუბინაშვილმა ტაძრის ხუროთმოძღვრული ანალიზის შედეგად იგი მიიჩნია მცხეთის ჯვრის (VI ს.) ვარიაციად, მასთან დაკავშირებულ, მაგრამ შესამჩნევად დამოუკიდებელ ნაგებობად, რომელშიც ქართულთან ბიზანტიური ხასიათის მხატვრული ელემენტებია შერწყმული.
1846 წელს რუსმა სიძველეთა მკვლევარმა ს. საბლინმა, და 1860 წელს ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ მოინახულეს ტაძარი. ტაძარი სავალალო დღეში იყო, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ იყო ფრესკები შემორჩენილი.
1868 წლის 20 მაისს ტაძარი მოინახულა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), რომელიც იმავდროულად 1868-1886 წწ. აფხაზეთის ეპარქიის მმართველი იყო. მან კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წინაშე ტაძრის აღდგენის საკითხი დააყენა, რაც დადებითად გადაწყდა. 1871 წელს დასრულდა ტაძრის აღდგენითი სამუშაოები და 21 სექტემბერს გაბრიელ ეპისკოპოსმა ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აკურთხა. აქ ღვთისმსახურებას ეწეოდნენ მღვდლები იოანე (გეგენავა), იოანე (კერესელიძე), რომლებიც ასევე მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ ადგილობრივ აფხაზებში. რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულმა აფხაზებმა ტაძარი დაარბიეს. ხანძარმა გაანადგურა სახურავის ნაწილი, ფრესკები. 1880 წელს ათონის მთის ივირიის მონასტრის რუსმა ბერებმა მოდესტმა და ვარლაამმა რუსეთის მთავრობას დრანდის მონასტრის დაფუძნების ნებართვა სთხოვეს. 1881 წლის 9 მაისს სინოდმა ტაძარში მონასტრის დაარსების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმპერატორმა 1883 წლის 9 მაისს დაამტკიცა. იმავე წელს ათონიდან ჩამოვიდნენ ბერები მოდესტი და ვარლაამი ათ ძმასთან ერთად და ტაძრის აღდგენას შეუდგნენ. ათონის მთის ივერთა მონასტრიდან მათ ჩამოასვენეს სასწაულთმოქმედი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, ძელიცხოვლის ნაწილი, წმ. პანტელეიმონის, მარიამ მაგდალინელის და სხვათა წმინდა ნაწილები. აღდგენითი სამუშაოები 1886 წელს დასრულდა და 27 სექტემბერს გაბრიელ ეპისკოპოსმა ტაძარი აკურთხა. აქ დაარსდა რუსული მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი იღუმენი ვარლაამი გახდა. რუსი ბერების მიერ ჩატარებული რესტავრაციის დროს ტაძარი მოაბათქაშეს, შეათეთრეს, კედლები და თაღები თავიანთი შეხედულებით დაანგრიეს, ქორედები დაამატეს, რითაც ტაძარმა თავდაპირველი სახე დაკარგა. ამ დროს ფრესკული მხატვრობის შემორჩენილი ნაშთები გაუჩინარდა. 1891 წლის 4 სექტემბრიდან მონასტრის წინამძღვრები სოხუმის ეპისკოპოსები იყვნენ. სოხუმის ეპისკოპოსის კირიონის (საძაგლიშვილი), რომელიც იმავდროულად დრანდის მონასტრის წინამძღვარიც იყო, ინიციატივით მოხდა ეკვდერის აღდგენა. 1906 წელს 3 ოქტომბერს მან აკურთხა დრანდის მონასტრის წმ. ნიკოლოზის ეკვდერი. ეპისკოპოსმა კირიონმა დრანდის მონასტრის წიგნსაცავში აღმოაჩინა ექვს წიგნად აკინძული ქართული ხელნაწერები, რომლებიც მონასტრის გარდაცვლილი მღვდელმონაზვნის კალისტრატეს (ჩიჩუა) საკუთრება ყოფილა. ამ ხელნაწერების სია თვით ეპისკოპოსმა კირიონმა შეადგინა:
|
|
|
|
|
1890-იანი-1905/1906წ. მღვდელმონაზონი სრულად ნახვა |
![]() |
![]() |
|
|
![]() |
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |