ყველა ეკლესია
რუხი (ზუგდიდი) წმინდა ნიკოლოზის ტაძარი
სულ რაოდენობა: 1
ბმულის კოპირება
ღვთის წყალობით, ათეული წლების შემდეგ სოფ. რუხში ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 2001 წელს მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით.
ადგილობრივი მმართველობის თანადგომით სოფლის გამგეობის გვერდით მდებარე ტყე-პარკის ტერიტორიაზე გამოიყო ადგილი. ტაძრის მშენებლობის
საინიციატივო ჯგუფში შედიოდნენ: დეკანოზი მალხაზ ჭანტურია, ვაჟა თოდუა, სოსო ჩხაიძე, ჯეირან თოდუა, გურამ გუნავა, ალექსანდრე თოდუა, გონერ ჯანაშია,
ბესარიონ თოდუა.
სამწუხაროდ, 2008-2010 წლებში მშენებლობა შეფერხდა, 2010 წლიდან მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით
ამ ტაძრის მშენებლობის განახლება დაევალა დეკანოზ არჩილ ფიფიას. ამ საქმეში ჩართული იყო სოფლის მოსახლეობა
და სხვა ქველმოქმედები.
სოფ. რუხში წმ. ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა დას-
გვ131
რულდა 2015 წელს. 2016 წელს ტაძარი მოიხატა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულ ხატმწერ რომანოზ ეხვაიას
მიერ. ტაძრის მშენებლები იყვნენ: ეფრემ თოდუა, გიგა მკევლიშვილი, ბაჩანა თოდუა.
2016 წლის 22 მაისს, ნიკოლოზობას, ტაძრის დღესასწაულზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ
რუხის წმ. ნიკოლოზის ტაძარი საზეიმოდ აკურთხა და წინამძღვრად დეკანოზი არჩილ ფიფია დაადგინა. ტაძარი თითქმის
საუკუნის შუალედის შემდეგ გაიხსნა და ღვთისმსახურება განახლდა.