დეკანოზი ლაზარე ჯიქია
დაიბადა 1984 წლის 12 ოქტომბერს სოფ. ჭაქვინჯში.
1986 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. ზუგდიდში.
2001 წელს დაამთავრა ზუგდიდის ექსპერიმენტულ-პროფილური (ეროვნული) სკოლა. ამავე წელს ჩააბარა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში
ქ. თბილისში და პარალელურად, 2002 წლიდან 2010 წლამდე, მოღვაწეობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში.
2010 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მასქურში“.
2010 წლიდან არის ეკლესიური. ზუგდიდის ღმრთისმშობლის შობის ტაძარში იყო სტიქაროსანი და მედავითნე.
2016 წლის 24 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ დიაკვნად აკურთხა
ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში და მსახურებაში დაადგინა სოფ. რუხის წმ. ნიკოლოზის ტაძარში.
2017 წლის 30 ივლისს, ღირსი ლაზარე გალისიელის ხსენების დღეს, მიტროპოლიტმა გერასიმემ მღვდლად აკურთხა
ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში და დაადგინა სოფ. დავითიანის მთავარანგელოზთა დასის ტაძრის წინამძღვრად.
2020 წლის 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე, მეუფე გერასიმემ აიყვანა დეკანოზის ხარისხში და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
სწავლობს ჟესტურ ენას, მრევლში ჰყავს სმენადაქვეითებული აღმსარებლები.დეკანოზი ლაზარე ჯიქია ზუგდიდისა და ცაიშის
მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ასევე ხელმძ-
გვ81
ღვანელობს სოფ. ოირემეში დიდმოწამე წმ. ქეთევან დედოფლის ტაძრის მშენებლობას.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
ქ. ზუგდიდი, ბუკიას ქ. N3, ბინა N41.