დეკანოზი არჩილ ფიფია
დაიბადა 1979 წლის 14 თებერვალს ქ. ზუგდიდში.
1979 წელს მოინათლა ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში.
1996 წელს დაამთავრა ზუგდიდის N3 საშუალო სკოლა-ლიცეუმი.
1998 წელს ჩაირიცხა თსუ-ს ზუგდიდის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა
სპეციალობაზე.
2001 წელს გახდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი.
2003-2007 წლებში მედავითნედ მსახურობდა წმ. მამაისა (ქ. ლიმასოლი) და წმ. გიორგის ტაძრებში (ქ. პაფოსი). ასევე მონაწილეობას იღებდა კვიპროსში
ღალიის IX-X საუკუნის ქართული მონასტრის არქეოლოგიურ ექსპედიციაში.
2007-2008 წლებში სხალთის ეპისკოპოს სპირიდონის (აბულაძე) ლოცვა-კურთხევით ხულოს ხარების
სახელობის ტაძარში მსახურობდა მედავითნედ.
2008 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ღმრთისმშობლის შობის ტაძარში
აკურთხა დიაკვნად, ხოლო 2009 წელს ვლაქერნის ღმრთისმშობლის ტაძარში _ მღვდლად.
2008-2016 წლებში იმსახურა ზუგდიდის ღმრთისმშობლის შობის ტაძარში.
2016 წლის ნიკოლოზობას საზეიმოდ იკურთხა სოფ. რუხის წმ. ნიკოლოზის ტაძარი და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მამა არჩილი დაადგინა
აღნიშნული ტაძრის წინამძღვრად. ამავე წელს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში
და დააჯილდოეს ოქროს ჯვრით.
2022 წლის 19 დეკემბერს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.
ქ. ზუგდიდი, გურამიშვილის ქ. N30.