სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10786

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
რომან ფიფია დ. 1966წ. 500 მლნ. ბიზნესმენი დაბ. გაგრა აფხაზეთი რომან ფიფია დ. 1966წ. 500 მლნ. ბიზნესმენი დაბ. გაგრა აფხაზეთი
ბმულის კოპირება



გვარი ფიფია სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

152       ბეჭდვა

რომან ფიფია დ. 1966წ. 500 მლნ. ბიზნესმენი დაბ. გაგრა აფხაზეთი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Роман Пипия, Roman Pipia

რომან ფიფია (დ. 8 აპრილი1966გაგრასაქართველოს სსრ) — ქართველი ბიზნესმენი, ჯგუფი „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ დამფუძნებელი და თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი.

Роман Пипия (Россия, Франция)

რომან ფიფია დაიბადა 1966 წლის 8 აპრილს, გაგრაში, აფხაზეთის არ. სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად ქალაქ სარატოვში გადავიდა და შემდგომი საგანმანათლებლო და პროფესიული კარიერა რუსეთის ფედერაციაში გააგრძელა. ქართველმა ბიზნესმენმა 1996 წელს დაამთავრა მოსკოვის მომხმარებელთა კორპორაციის ინსტიტუტი, 1999 წელს მიენიჭა ეკონომიკური მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რომან ფიფიამ საქმიანი და პროფესიული კარიერა რუსეთის ფედერაციაში დაიწყო. იგი აქტიურად იყო ჩართული რუსეთის სხვადასხვა ბიზნეს-სექტორში, როგორც მენეჯერი ან მფლობელი/აქციონერი. 1996 წელს ქართველი ბიზნესმენი სარატოვის ლიქიორის და არყის გამომხდელი ქარხნების გაერთიანების გენერალური დირექტორი გახდა. მისი მმართველობის დროს საწარმო სექტორის ყველაზე თანამედროვე და მოწინავე კომპანიად გადაიქცა. ასევე ჩართული იყო სოფლის მეურნეობის ბიზნესშიც, სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასოფლო სამეურნეო კომპანიების დაფინანსებაში: 2001 წელს რომან ფიფია სათავეში ჩაუდგა რეგიონალურ სასურსათო კომპანია „ზერნო პოვოლჟიას“. 2002 წლიდან კორპორაცია „აგროროსის“ ხელმძღვანელი გახდა, რომლის საქმიანობაც ხორბლის შენახვასა და ფქვილის დაფქვას მოიცავდა. 2007 წლიდან - დღემდე რომან ფიფიამ თავისი ბიზნეს საქმიანობა საქართველოში გააფართოვა და რამდენიმე მიმზიდველი ბიზნეს-პროექტი განახორციელა. („ლოიალ კაპიტალ გრუპი“; ჰაიატ რიჯენსი;[2] შპს „რუსთავის აზოტი“;„დინამო თბილისის“ რეორგანიზაცია.)

რუსულ პრესაში ხშირად წერდნენ, რომ რუსეთში მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რის გამოც რომან ფიფიამ ქვეყანა დატოვა და საფრანგეთში, ლაჟვარდოვანი ნაპირის უმსხვილეს ქალაქში, ნიცაში გადაბარგდა. თუმცა, რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

2011 წლის იანვარში რომან ფიფიამ შეიძინა თბილისის „დინამო“ და მისი მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო კლუბის სრული მოდერნიზაცია.[4] იმავე წელს ქართველმა ბიზნესმენმა ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა და ინფრასტრუქტურა ევროპული დონის და შესაბამისი სტანდარტების მიხედვით განაახლა, ასევე განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია. „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. დინამო არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მოწესრიგდა ფიფა-უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად, შედეგად კი უეფა-ს სუპერთასის მასპინძლობა საქართველოსთვის რეალური გახდა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0