მაისურაძე ნიკოლოზ გრიგოლის ძე, დაიბადა 1875 წელს, წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ძველი გავაზის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) 1919წ. სასირეთი (კასპი) წმიდა გიორგის ეკლესია
სოფელ ძველი გავაზის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზ გრიგოლის ძე მაისურაძე
1875 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა.
1893-99 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1902 წლის 21 აპრილს გორის ეპისკოპოსმა ბენიამენმა (ბორნუკოვი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი მღვდლად დაასხა ხელი და შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 21 მაისს ძველი გავაზის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1915 წლის 13 ნოემბერს სკუფიით დაჯილდოვდა.
1917 წელს ურბნისის ეპარქიაში, სოფელ წრომის სამრევლოში მსახურობს.
1919 წლის მარტში სასირეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1920 წლიდან გორის ყოვლადწმინდაბსსამების სახელობის ეკლესიაში მსახურობს.
1924 წლის 4 თებერვალს ურბნისის ეპარქიის მეტეხის ოლქის მთავარხუცესი დეკანოზი იოანე ელისაბედაშვილი გადადგა თანამდებობიდან და მის ადგილზე მღვდელი ნიკოლოზ მაისურაძე დაინიშნა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
გვ230
1937-1938 წლების რეპრესიების ტალღამ ურბნისაწყურის ეპარქიასაც გადაუარა. გარდა ოფიციალურად მოქმედი მოძღვრების დახვრეტა-დაპატიმრებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაინდეს არც განმოსილი სამღვდელოება, რომელთაც მიტოვებული ჰქონდათ ეკლესიაში მსახურება და საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში იყვნენ ჩამდგარი. ასეთები იყვნენ: ცხინვალის რაიონის, სოფელ ქურთაში მცხოვრები მედავითნე კირილე ანტონის ძე ბასიშვილი; ცხინვალში მცხოვრები მღვდელი ელისე ზაქარიას ძე კვანჭახიძე; ქ. გორში მცხოვრები მღვდელი ნიკოლოზ გრიგოლის ძე მაისურაძე; გორის რაიონის, სოფელ მეღვრეკისში მცხოვრები მღვდელი ვასილ გიორგის ძე კულუმბეგაშვილი; ბორჯომში მცხოვრები მღვდელი იოსებ გიორგის ძე ჯომარჯიძე; გორის რაიონის, სოფელ დგვრისში მცხოვრები მღვდელი გიორგი ივანიძე; ახალციხის რაიონის, სოფელ არალში მცხოვრები, კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი, პასტორი გაბრიელ პავლეს ძე გოზალაშვილი