სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
კოპალიანი პაატა ჯეირანის ძე 1978-2008 30 წლის სამაჩბლო სოხუმი კოპალიანი პაატა ჯეირანის ძე 1978-2008 30 წლის სამაჩბლო სოხუმი

345      

კოპალიანი პაატა ჯეირანის ძე 1978-2008 30 წლის სამაჩბლო სოხუმი

09ცხელი წერტილიდან დაჭრილი მეომრების გამოსაყვანად მიიწევდა, როცა მისი სამხედრო კოლონა საავიაციო დაბომბვაში მოყვა. პაატა კოპალიანმა მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოასწრო, ექიმს ხელი მოუჭირა და აღმოხდა: „ლევან“. ლევანი მის ბიჭს ჰქვია. დღეს ის გმირის შვილია. პაატა კოპალიანი სოხუმში დაიბადა, 1978 წელს. მის ბედისწერას ომმა ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დაასვა დაღი. 12 წლის ბიჭუნა იყო, ჭუბერის გზით რომ გადმოვიდა სამშვიდობოს, ოჯახთან ერთად. ფეხით გამოვლილმა ამ უმძიმესმა გზამ ჯანმრთელობა შეურყია სამი შვილის დედას. მზია ჭილაია, მეუღლე: „აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ, მარტვილის რაიონში, სერგიეთში, ჩვენს სოფელში ცხოვრობდნენ. მერვე კლასიდან ერთად ვსწავლობდით. ძალიან ნიჭიერი მოსწავლე იყო. თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი. სკოლის შემდეგ 4 წელი გვიყვარდა ერთმანეთი, 1999 წლის ოქტომბერში დავქორწინდით. მალე პატარაც შეგვეძინა. უბედნიერესი ადამიანი იყო, მამა რომ გახდა. ამბობდა, ხელს არაფერში შევუშლი, თვითონ რასაც აირჩევს, ის გამოვიდეს, აუცილებლად შევუწყობ ხელსო. ბავშვს ხშირად უყვებოდა აფხაზეთზე, იქ გატარებულ წლებზე… 9 წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად. სანამ დავქორწინდებოდით, პაატამ სავალდებულო ჯარი მოიარა, ორი წელი მსახურობდა გომბორში, შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტის ფილიალში ჩააბარა, იურიდიულ ფაკულტეტზე. დაამთავრა, მაგრამ ამ განხრით მუშაობის სურვილი არც ჰქონია. უნდოდა, ჯარში ემსახურა და სამშობლოსთვის რაღაც გაეკეთებინა. კონტრაქტის გაფორმება რომ გადაწყვიტა, არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. თავიდან სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, თვეში ერთხელ ახერხებდა შინ მოსვლას, შემდეგ ქუთაისში გადმოვიდა მესამე ქვეით ბრიგადაში, ასეულის უფროსი სერჟანტი გახდა. ორჯერ იყო ერაყში, 6-6 თვით…“ პაატა კოპალიანი შინიდან ბოლოს 6 აგვისტოს გავიდა. მეუღლე: „შვებულება ჰქონდა, ერთად გავატარეთ სოფელში. სამსახურში 3 აგვისტოს გავიდა. ბოლოს სულ სახლში უნდოდა ყოფნა, გამძაფრებული ჰქონდა სახლში ყოფნის სურვილი… ყოველ საღამოს მოდიოდა სახლში. 6 აგვისტოს ნახევარი საათის მოსული იყო, რომ დაურეკეს და გამოიძახეს. წავიდა. ორ საათში დამირეკა და მითხრა, ომი დაიწყოო… ომში პაატას ფეხი დაუზიანებია, ბიჭებმა მითხრეს, ვეხვეწებოდით, ჰოსპიტალში წაგიყვანთო, მაგრამ არ მიგვატოვა, ბოლომდე ჩვენთან ერთად იყოო. როგორც ბიჭები იხსენებენ, ძალიან გაბრაზებული ყოფილა, უკან რომ ბრუნდებოდნენ. თურმე ამბობდა, ასეთ დაბრუნებას სიკვდილი მერჩიაო. ბოლოს, 11 აგვისტოს, ღამის პირველის 20 წუთზე ველაპარაკე. მითხრა, ზღვაზე ვართ დაბანაკებული, ახლა უნდა ავიდეთ დასასვენებლად, ტელეფონი უნდა გავთიშო და დილით დაგირეკავო. მე რომ მელაპარაკა, ამის შემდეგ მისვლიათ ბრძანება, რომ დაჭრილების გამოსაყვანად მიბრუნებულიყვნენ. ხუთი თუ ექვსი მანქანა წასულა. გორთან დაბომბვა დაწყებულა… ღუდუშაურის კლინიკაში რომ მიიყვანეს, ცოცხალი ყოფილა, მაგრამ… პაატას ბიძა და ნათლია იყვნენ მისულები ღუდუშაურში. ექიმს უთქვამს, ხელი მაგრად მომიჭირა, ერთადერთი სიტყვა თქვა: „ლევან“, და გარდაიცვალაო. ლევანი ჩვენს ბიჭს ჰქვია… მე მირეკავდა, ზარი გამოდიოდა, მაგრამ, რომ ვპასუხობდი, მისი არ მესმოდა. მერე მითხრეს, როცა გირეკავდა, ძალიან ცუდად იყო და ხმას ვერ გაგონებდაო… 12 აგვისტოს გავიგე ეს ამბავი. თავიდან სიკვდილი დამიმალეს, მაგრამ სოფლიდან რომ მოვდიოდით და გორი გამოვიარეთ, ის ადგილი ვნახე, იმ მანქანაში პაატას მობილური და კალამი იდო, მივხვდი, რომ ცოცხალი აღარ იყო… ჩემი ძმა მეჩხუბებოდა, მაგას ნუ ფიქრობ, ცოცხალია, გელოდებაო, მაგრამ მკვდარი დამხვდა… ერაყიდან რომ ჩამოვიდა, „სკოჩით“ შეკრული თეთრი თაბახის ფურცელი ჰქონდა თან, ერაყიდან ჩამოტანილ შავ ყუთში შეინახა და მითხრა, როცა მოვკვდები, მაშინ გახსენი და მარტო შენ წაიკითხეო… როცა დაიღუპა, ეს შავი ყუთი მაშინ არ გამხსენებია. არც შემდეგ… მოგვიანებით გავხსენი… იყო სურათები და ის წერილი, სადაც მთხოვდა, რომ ეს წერილი სხვისთვის არავისთვის წამეკითხებინა…“





სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0