სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუგზარ კოპალიანი 1960-93წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. ბირცხა სოხუმი დაბ. სოფ. ყადა გულრიფში აფხაზეთი ნუგზარ კოპალიანი 1960-93წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. ბირცხა სოხუმი დაბ. სოფ. ყადა გულრიფში აფხაზეთი

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კოპალიანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

22       ბეჭდვა

ნუგზარ კოპალიანი 1960-93წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. ბირცხა სოხუმი დაბ. სოფ. ყადა გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

უფროსი  ლეიტენანტი  ნუგზარ  ნიკოლოზის  ძე  კოპალიანი  დაიბადა   1960  წლის  22 ოქტომბერს, გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ყადაში. დაამთავრა   ბესლეთის  საშუალო  სკოლა. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის შემდეგ  მიიღო  განათლება  სოხუმის  ინდუსტრიულ  ტექნიკუმში.მუშაობდა  სოხუმის შემოვლითი  გზის  მშენებლობაზე - სამთო-აფეთქებით  სამუშაოებზე.


      1992  წლის  ოქტომბრიდან, ნუგზარ  კოპალიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო   კორპუსის  23-ე  ბრიგადის   კავშირგაბმულობის  ბატალიონში,(შემდგომ  გარდაიქმნა  მე-8  ბატალიონად). იყო  მე-4  ასეულის მე-3  ოცეულის  მეთაური.  ებარა  ასეულის  ნაღმტყორცთა  ბატარეა. იბრძოდა    მდინარე  გუმისთის  პოზიციებზე,სოფელ  შრომაში  და  ცუგუროვკის  მაღლობზე,დაჭრილსაც  კი  არ  მიუტოვებია  პოზიციები. თავისი  საბრძოლო  საქმიანობიდან  გამომდინარე ,  ნაღმის  გაშვების  გათვლის   საოცარი  სიზუსტის,აკურატულად  საქმის  ბოლომდე   მიყვანისაა და  ამავე  დროს  ტყის  მოხდენილ  ფრინველთან  უცნაური   მსგავსების  გამო  მეომრებმა  ზედმეტსახელად  „კოდალა“ შეარქვეს, მოწინააღმდეგეც  კი  ამ  სახელით  მიმართავდა  რაციით  მოლაპარაკების  დროს.

    1993  წლის   სექტემბერში,სოხუმზე  განხორციელებული   მორიგი  თავდასხმის  პირველ  დღეს,ბირცხის  მთაზე  შემოღწეული  მტრის  განსადევნად,სოფელ  ბესლეთის  მკვიდრთა  პირველი  ჯგუფის  წარუმატებლობის  შემდეგ, მან  ხელმეორედ  შეკრიბა  რაზმი  სოფლის  მოხალისეებისგან.დაგეგმა  ოპერაცია  ძველი  პოზიციების  აღსადგენად  და  120  მმ  ნაღმტყორცნებით  სოხუმის  შემოვლითი  გზის  ჩრდილოეთიდან   ჩასაკეტად.  ეს  ოპერაცია  დაგვიანებული  აღმოჩნდა - მტერმა  ბირცხა  დაიკავა. პოზიციებმდე  არმისულ  რაზმს  ჩასაფრებული  მოწინააღმდეგე  თავს  დაესხა  და  20  სექტემბერს  ნუგზარ  კოპალიანი  უთანასწორო  ბრძოლაში  დაიღუპა.   მადლიერმა  მეომრებმა,ბრძოლის  ველზე  არ  დატოვეს  მეგობრის  ცხედარი,ღამით ჩამოიტანეს  მთიდან.

   ნუგზარ  კოპალიანი  დაკრძალულია  სოფელ  ბესლეთში,საკუთარ  ეზოში.

    საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით   სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,  ვაჟკაცობისა   და  თავგანწირვისათვის  ნუგზარ  კოპალიანი,  სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ღირსების  ორდენითა   და   მედლით „მხედრული  მამაცობისთვის“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.06.2021
ბოლო რედაქტირება 22.04.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


კოპალიანი

1 0

იღუმენია ქეთევანი (იზოლდა ერმილეს ასული) კოპალიანი

2 0

ვენორ კოპალიანი 1964-98წწ გარდ. 34 წლის ენგური, აფხაზეთი დაბ. სოფ არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ტარიელ კოპალიანი 1949-93წწ გარდ. 45 წლის, სოფ. თვისუფლება სოხუმი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, დაბ. სოხუმი აფხაზეთი

3 0


მურმან კოპალიანი 1960-93წწ. დაკარგ. 33 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი

2 0


შოთა იორამის ძე კოპალიანი 1963-93 წწ გარდ. 30 წლის მდ. გუმისთა აფხაზეთი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი

3 0

გრიგოლ კოპალიანი 1972-93წწ. გარდ. 21 წლის, სოფ. გვარდა სოხუმი აფხაზეთი დაკრძ. სოფ. ცაგერა, ოჩამჩირე

3 0

თენგიზ კოპალიანი 1957-93წწ გარდ. 36 წლის, სოხუმი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი

3 0

ავთანდილ კოპალიანი 1966-26/12/92წწ. გარდ. სოფ. ფოქვეში ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ვახტანგ კოპალიანი 1955-93წწ. გარდ. 38 წლის, სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ზაზა კოპალიანი 1975-93წწ. გარდ. 18 წლის, სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ოთარ კოპალიანი 1930-93წწ. გარდ. 63წლის, სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ.ცაგერი რაჭა-ლეჩხუმი

3 0


სოსო კოპალიანი 1953-93წწ. გარდ. 40 წლის, სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


შოთა კოპალიანი 1937-93წწ. გარდ. 56 წლის, სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ლუხვანო ცაგერი რაჭა-ლეჩხუმი

2 0


ცეზარ კოპალიანი 1957-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ჭიჭიკო კოპალიანი 1938-1993წწ. დაკარგ. 55 წლის, აფხაზეთი დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


მერაბ ამირანის ძე კოპალიანი 1975-98წწ გარდ. 23 წლის ენგური, აფხაზეთი პარტიზანი დაბ. სოხუმი

2 0

იმედა კოპალიანი ჯოკიას ძე 1969-27 სექტემბერი 1993 წწ დაკარგ. სოხუმი აფხაზეთი

2 0

რევაზ კოპალიანი 1966-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


გურჯი კოპალიანი 1963-93წ. გარდ. 30 წლის, აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი

5 0


ბახვა კოპალიანი 1965-2003წწ. პარტიზანი გარდ. 38 წლის, ტყავრჩელი დაბ. სოფ. წებელდა გულრიფში აფხაზეთი

2 0


პაატა კოპალიანი ჯეირანის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოხუმი ცხოვ. სოფ. სარგიეთი მარტვილი

3 0


ელგუჯა კოპალიანი 1964-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი

2 0


თენგიზ კოპალიანი 1964-93წწ გარდ. 29 წლის არადუ აფხაზეთი დაბ. სოფ არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


კახაბერ კოპალიანი 1974-93წწ გარდ. მდ. 19 წლის, გუმისთა დაბ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი

2 0


გენადი კოპალიანი 1956-92წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ კელასური სოხუმი აფხაზეთი

2 0


ნუგზარ კოპალიანი 1953-93წწ გარდ. 40 წლის, სოხუმი აფხაზეთი დ. სოფ კელასური სოხუმი აფხაზეთი

2 0


ჯიბილო კოპალიანი 1954-93წწ. გარდ. 39 წლის, არადუ დ. სოფ არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ავთნდილ კოპალიანი 1962-93წწ გარდ. 31 წლის, სოფ. გუმისთა დ. სოფ კელასური სოხუმი აფხაზეთი

2 0