სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10741

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი

1972-1992 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ლაცაბიძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

83       ბეჭდვა

მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი

მალხაზ ლაცაბიძე შოთას ძე დაიბადა 1972 წლის 14 ივლისს ხარაგაულის რ–ნის, სოფელ დუისში.


წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/201

1978–1989 წლებში სწავლობდა ქ. ხაშურის რკინიგზის მე–4 საშუალო სკოლაში.სკოლაში სწავლის პერიოდში თამაშობდა ფეხბერთს ხაშურის ,,ივერია" –ს გუნდში და სურამის გუნდში.

1989 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. ხაშურის მექანიკურ ქარხანაში.

1992 წლის 19 მაისს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, საქართველოს შს შინაგანი ჯარის ს/ნ №205012.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 28 ოქტომბერს, ოჩამჩირის რ–ნის, სოფელ ქეთევანასთან დაიკარგა უგზო–უკვლოდ.


ამონაწერი საბრძოლო მოკვლევიდან: 1992 წლის 17 ნოემბერს ს/ნ 2052-ის პირადი შემადგენლობა საბრძოლო დავალების შესასრულებლად გაყვანილ იქნა ოჩამჩირის რაიონში. ჯგუფმა, რომელშიც იყო რიგითი ლაცაბიძე მ.შ. დაიკავა პოზიცია კოჩორა-ქეთევანის მიმართულებით. 1992 წლის 28 ნოემბერს, აფხაზური ფორმირებების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად, შინა–- განი ჯარების ს/ნ 2052-მა დაიხია უკან და ნაწილის პირადმა შემადგენლობამ განიცადა დანაკლისი დაღუპულების, დაკარგულების და დაჭრილების სახით. დაკარგულთა შორის იყო რიგითი ლაცაბიძე მალხაზ შოთას ძე“.


„მოლოდინად ქცეულა დედა, ძმა, მეგობრები. ელიან... მაგრამ... იგვიანებენ, მალხაზ, შენი ბარათები, თვალები გადაგველალა, ძმაო, მოლოდინით. გელოდებით, გელით და კვლავაც გვექნება მოლოდინი“ -- ჰპირდებიან სევდით სავსე მეგობ- რები. დედა კი ტკივილიანი საყვედურით მიმართავს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირმშოს: „დედას კი არც დაემშვიდობე. იცოდი, რომ გამწარებული დედა შენს ომში წასვლას ვერ აიტანდა და ამიტომ უთქმელად გაშორდი შენს მშობლიურ ხაშურს. ხმაურით მიგაქროლებდა მატარებელი და შენ ბურუსში იყავი გახვეული, ღლელავდი, გულში მტერს ემუქრებოდი, ჩემო მალხაზ, მაგრამ ბავშვობიდანვე დინჯი, წინდახედული, დაკვირვებული და სიტყვაძუნწი ჭაბუკი, ნეტავ კიდევ რას ფიქრობდი მაშინ“.

    მალხაზ ლაცაბიძე დაიბადა 1972 წლის 14 ივლისს, ხარაგაულში. 1989 წელს დაამთავრა ხაშურის რკინიგზის #4 საშ. სკოლა. 1992 წლის მაისში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა შინაგანი ჯარების ს/ნ 2052-ის რიგებში, რიგითად. სამხედრო ფიცი მიილო 1992 წლის 19 ივლისს. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან, ქვედანაყოფი ს/ნ 2052, მონაწილეობას ილებდა საბრძოლო ოპერაციებში. 1992 წლის 17 ნოემბერს ქვედანაყოფი ოჩამჩირის რაიონში გადაიყვანეს. 1992 წლის 27 ნოემბერს აღნიშნულმა ნაწილმა დაიკავა ოჩამჩირის რაიონის სოფელი ქეთევანა.

    28 ნოემბერს აფხაზური ფორმირებების მიერ განხორციელდა კონტრშეტევა სოფ. ქეთევანას დასაკავებლად. ჩვენმა ქვედანაყოფებმა, მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვერ შეინარჩუნეს პოზიციები და დაიწყეს უკანდახევა. მალხაზი და მისი მეგობრები მტრისთვის წინაალმდეგობის გაწევას აგრძელებდნენ და პოზიციური ბრძოლებით ცდილობდნენ სამშვიდობოს გაღწევას, მაგრამ მტერმა შეძლო რკალის გაკეთება და ჩვენი მებრძოლების უმეტესობა ალყაში აღმოჩნდა. ბევრმა შეძლო თავის დახსნა, მაგრამ ბევრის ასავალ-დასავალი დლემდე გაურკვეველი დარჩა, მათ შორის იყო მალხაზ ლაცაბიძეც.

    უგზო-უკვლოდ დაკარგულ მალხაზსა და მის მეგობრებს დლესაც ელიან მშობლები, მეგობრები, მეულლეები, შვილები.

„ღმერთო, დიდებულო, მალე მოგვასწარი ჩვენი საამაყო ძმის დაბრუნებას, ამით გამოწვეულ დიდ სიხარულს, სიხარულს ენით გამოუთქმელს.

ღმერთი იყოს, მალხაზ, შენი მფარველი, შემწე, მალე, სულ მალე ამოგვდგომოდე გვერდით და მეგობრულად. მუშტად შეკრულებს ერთად გვემლეროს სამშობლოს სადიდებელი ჰიმნი“ -- ნატრობენ მეგობრები.

ლმერთო, მოახდინე სასწაული. დაუბრუნე დედას სიცოცხლით სავსე ბიჭი, მეგობრებს კი დინჯი, წინდახედული, კეთილი და უსაზღვროდ მონატრებული მეგობარი.

1992 წლის 19 მაისს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაგიწვიეს. ერთხანს თბილისში, მთავრობის სასახლეს იცავდი. რიგითი ჯარისკაცი, ნამდვილი მხედრული დისციპლინით გამოირჩეოდი, მამულიშვილური, ქართული გული გიცემდა. უფროსების დავალებას უყოყმანოდ ასრულებდი, ამიტომ დაიმსახურე დიდი სიყვარული ახლად გაცნობილ სამეგობრო წრეში და უფროს კოლეგებთანაც.

სწრაფად გაირბინა გაზაფხულმა, ზაფხულმა, სუსხიანი შემოდგომის ერთ მოქუფრულ დლეს კი განსაცდელს გიმზადებდა, თურმე, ბედისწერა. აფხაზეთი ომი გამოცხადდა, შენი დიდი პასუხისმგებლობა გაკისრებდა, რომ სამშობლოს მთლიანობისათვის მებრძოლ შენს მეგობრებს არც შენ ჩამორჩენოდი და გაუყევი მძიმე გზას აფხაზეთისაკენ როცა ხაშურს გადმოხედე, გული აგითრთოლდა, უდროოდ დაკარგული მეუღლით გულდათუთქულ დედას ცეცხლი აღარ გაულვივე და მხოლოდ მეზობლების და მეგობრების დამშვიდობებას დაჯერდი, დედას არც კი დაემშვიდობე, იცოდი, რომ გამწარებული დედა შენს ომში წასვლას ველარ აიტანდა და ამიტომ უთქმელად გაშორდი შენს მშობლიურ ხაშურს. ხმაურით მიგაქროლებდა მატარებელი და შენ ბურუსში იყავი გახვეული, ლელავდი, გულში მტერს ემუქრებოდი, ჩვენო მალხაზ, მაგრამ ბავშვობიდანვე დინჯი, წინდახედული, დაკვირვებული და სიტყვაძუნწი ჭაბუკი ნეტავ კიდევ რას ფიქრობდი მაშინ. ოჩამჩირის რაიონის სოფ. ქეთევანასთან მოგიწია ბრძოლამ, ბრძოლით კი იბრძოლე, მაგრამ აფხაზეთი საბოლოოდ დავკარგეთ.

ჩემო მალხაზ, შენ და შენს თანამებრძოლებს კარგა ხანია გელოდებიან თქვენი გულდათუთქული დედები, დედმამიშვილები, ახლო ნათესავები და მეგობრები. თქვენ კი უგზო-უკვლოდ დაკარგულები გქვიათ. არადა, ბევრი რამ შეიცვალა ამ ხნის მანძილზე. შენი ბებიას დიდი ოჯახი უფრო გაიზარდა, მაგრამ, შენი პატარა ოჯახი, რომელიც მხოლოდ დედისგან და ძმისგან შედგება, სულმოუთქმელად გელოდება. უფრო დიდი ბედნიერება ამ ოჯახში, ჯერჯერობით, არ ყოფილა. იქნებ ინებოს უფალმა და მალე გაგვხადოს ამ ბედნიერების ლირსი. გელოდებიან შენი ბავშვობის მეგობრები, მეზობლები, თანატოლები, რომლებიც 20 წლის თმახუჭუჭა, ცისფერთვალება ბიჭს, ისევ იმ მოგონებებით გიხსენებენ, რაც ბავშვობაში ერთმანეთთან გაკავშირებდათ. თითოეულ შენს თანატოლს სურს დაგინახოს უფრო დავაჟკაცებული, გალიმებული, შენ ხომ ასე ენატრები არა მარტო შენს თანატოლებს, არამედ შენს ძმას, რომელიც დადის ფრთამოტე ხილი და დედის ნუგეშისმცემელია. შენზე ფიქრით და დარდით გაჭალარავებული ჯერ ისევ ახალგაზრდა დედა კი ცოცხლობს თმახუჭუჭა სიცოცხლით სავსე შვილის მოლოდინით, იმედით და ლოდინით აღამებს და ათენებს.

დედა




1992 წლის 19 მაისი.. ჯარში წასვლის დღე... ერთხანს თბილისში მთავრობის სასახლის დაცვა... აფხაზეთის ომის ქარცეცხლიანი დღეები და ვინ იცის, რამდენი, რამდენი საშინელი მოსაგონარი. რიგითი ჯარისკაცი იყავი, მალხაზ, მაგრამ ნამდვილი მამულიშვილი... ქართული გული გიცემდა, ჩვენო ძმაო. ყველას უყვარდი, უფროსების დავალებას უყოყმანოდ ასრულებდი. უფროს-უმცროსობაში ხომ ტოლს არავის უდებდი. სინანულით ვიხსენებთ თანაკლასელები აფხაზეთის ომში შენს გაცილებას.

ერთურთს რომ ვეხვეოდით, ვეალერსებოდით, ბავშვური გულწრფელობით რომ არ ვაცლიდით ლაპარაკს. აღარ ვიცოდით, როგორი თბილი სიტყვები გვეთქვა შენთვის. წარმატებები და მხედრული ვალის ბრწყინვალედ შესრულება ხომ გისურვეთ. გუშინდელი დლესავით გვახსოვს, ძმაო, სისხლიანი 9 აპრილი, ამ დროს ხომჩვენ საშუალო სკოლას ვამთავრებდით. ყველა ვღელავდით, მტერს ვემუქრებოდით, შენ, ჩვენო მალხაზ, ბავშვობიდანვე დინჯო, წინდახედულო, დაკვირვებულო და სიტყვაძვირო ჭაბუკო, ჩაფიქრებულს, დანა კბილს არ გიხსნიდა, ნეტავი რაზე ფიქრობდი მაშინ. ალბათ, იმაზე, რომ სამშობლოს მტერს გაანადგურებდი. აკი აგიხდა კიდეც ნატვრა, მხედრული ვალის მოსახდელად აფხაზეთში გაგიწვიეს.

შენზე დაკისრებულ მოვალეობას თავს, მართლაც, კარგად ართმევდი. მინერ-მოწერა ხომ გვქონდა და ყველაფერს დაწვრილებით გვაგებინებდი, იმედს გვაძლევდი, რომ მომხდურთ მალე მოსპობდით და შენც გამარჯვებული დაგვიბრუნდებოდი, მაგრამ... იგვიანებენ, მალხაზ, შენი ბარათები. დეიდა ნათელას, შენს ძამიკოს და თანაკლასელებს თვალები გადაგვეღალა, ძმაო, ლოდინით. გელოდებით, გელით და კვლავაც გვექნება მოლოდინი.

ღმერთო, დიდებულო, მალე მოგვასწარი ჩვენი საამაყო ძმის დაბრუნებას, ამით გამოწვეულ დიდ სიხარულს, სიხარულს, ენით გამოუთქმელს.

ღმერთი იყოს, მალხაზ, შენი მფარველი, შემწე. მალე, სულ მალე ამოგვდგომოდე გვერდით და მეგობრულად, მუშტად შეკრულებს, ერთად გვემლეროს სამშობლოს სადიდებელი ჰიმნი.

თანაკლასელები

ემზარ ონიანი 1963-28/11/92წ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლუჯი ლენტეხი

ზაზა ჩადუნელი მელიტონის ძე 1962-28/11/92წწ. გარდ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა, ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ახალციხე


გია მიხეილის ძე ჩლაჩიძე 1974-92წწ გარდ. 18 წლის, კოჩარა/ქეთევანა, აფხაზეთი დაბ. თბილისი


ირაკლი ბაქანიძე ბადრის ძე 1972-92წწ გარდ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე აფხაზეთი დ. სოფ. ნატანები ოზურგეთი გურია


ვლადიმერ მაქსიმოვი ალექსანდრეს ძე 1973-92წწ გარდ. 19 წლის, სოფ. ქეთავანა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი


მამუკა სულაბერიძე 1973-92წწ. გარდ. 19 წლის, სოფ. ქეთევანა, ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ხაშური

მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი


მალხაზ ვაჩეიშვილი 1953-28/11/92წწ, გარდ. 39 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი წარმ. სოფ. კოხნარი ჩოხატაური


დათო (დავით) რამიშვილი 1964-28/11/92წ. გარდ.  ქეთევანა აფხაზეთში დაბ. სოფ. ღრმაღელე ლანჩხუთი გურია


მალხაზ გრიგალაშვილი 1972-28/10/92წწ. დაკარგ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ. სოფ. რველი ბორჯომი


მიხეილ არევაძე 1973-92წწ. დაკარგ. 19 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი. მსახურობდა შინაგან ჯარში. დაბ. სოფ. ჩუმლაყი, გურჯაანი, კახეთი


შმაგი ბერიკაშვილი 1972-28/11/93წ. გარდ. 21 წლის, სოფ. ქეთევანა, აფხაზეთში დაბ. ბორჯომში



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.03.2021
ბოლო რედაქტირება 29.11.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0