სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლევან ჩაგოშვილი 1965-93წწ გარდ. 28 წლის,  კოდორი, აფხაზთი მფრინავი დაბ. სოფ ზემო ალვანი ახმეტა ლევან ჩაგოშვილი 1965-93წწ გარდ. 28 წლის,  კოდორი, აფხაზთი მფრინავი დაბ. სოფ ზემო ალვანი ახმეტა ლევან ჩაგოშვილი 1965-93წწ გარდ. 28 წლის,  კოდორი, აფხაზთი მფრინავი დაბ. სოფ ზემო ალვანი ახმეტა

1965-1993 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩაგოშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

ლევან ჩაგოშვილი 1965-93წწ გარდ. 28 წლის, კოდორი, აფხაზთი მფრინავი დაბ. სოფ ზემო ალვანი ახმეტა

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი სრული სია

 (ეკიპაჟი: იგორ ბახტაძე, ლევან ჩაგოშვილი, სერგეი პლატოვსკი)  

ლევან ჩაგოშვილი დაიბადა 1965 წლის 14 იანვარს,ზემო ალვანში მფრინავი ეკიპაჟში იმყოფებოდნენ სერგეი პლატოვსკი და იგორ ბახტაძე


1981 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა,1985 წელს კი ქალაქ ვიბორგის საავიაციო სასწავლებელი.

1985 წლიდან მუშაობდა ქალაქ ქუთაისში,პარალელურად სწავლობდა ქალაქ როსტოვში ავიასაინჟინროზე.

1992-93 წლებში მსახურობდა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში,როგორც სამხედრო მფრინავი,ავიარეისების ასრულებდა სამხედრო და სამოქალაქო ხაზით.

1993 წლის 30 სექტემბერს დაიღუპა ავიაკატასტროფაში,კოდორთან,ლტოლვილების გადაყვანის სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს.

ჰყავს დედა,ძმა,მეუღლე და ორი შვილი,ბადრი,რომელიც მამის დაღუპვის დროს 8 თვის იყო და ეხლა ბოინგ 737ის მეთაურია და ლევანი,რომელიც მამის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში დაიბადა,


ინფორმაცია მოგვაწოდა მეუღლე თამილა ქოქოშვილი

სერგეი პლატოვსკი ტიმოფეის ძე Платовский Сергей Тимофеевич 1971-93წწ  გარდ. 22 წლის აფხაზეთი მფრინავი დაბ. თბილისი

იგორ ბახტაძე იურის ძე 1967-93წწ. გარდ. 27 წლის, კოდორის ხეობა, აფხაზეთი მფრინავი დაბ. თბილისი წარმ. კასპი


მეუღლე თამილა ქოქოშვილი დაბადებულია 1967 წლის 11 აგვისტო სოფელი ალვანი


შვილი ბადრი ჩაგოშვილი დაბადებულია 1993 წლის 26 იანვარს სოფელ ზემო ალვანში


შვილი ლევან ჩაგოშვილი დაბადებულია 1994 წლის 05 მაისი სოფელი ზემო ალვანი


1981 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა ლენინგრადის ოლქის, ქალაქ ვიბორგის საავიაციო სასწავლებელში, რომელიც 1985 წელს დაამთავრა.

1985 წლის თებერვლიდან მუშაობდა ქალაქ ქუთაისში, პარალელურად სწავლობდა  ქალაქ როსტოვში ავია-საინჟინროზე.

1992-93 წლებში მსახურობდა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, დაფრინავდა სამხედრო და სამოქალაქო ხაზით.

გარდაიცვალა 1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის ომში, კერძოდ კოდორში.

ჰყავს დედა, ძმა, მეუღლე და ორი შვილი - ბადრი და ლევან ჩაგოშვილები.


მაშ რისთვის თუ არა სამშობლოსთვის?!


ჯერ კიდევ სულ პატარა, ძლივს რომ ლაპარაკობდა ბავშვური აღტაცებით იძახდა , ,,თვითმფრინავის შოფერი” უნდა გამოვიდეო. წამოიზარდა თუ არა კედლებზე, დაფაზე, სახატავის ფურცლებზე, ყველგან თვითმფრინავებს ხატავდა. მეშვიდე, მერვე კლასში თვითმფრინავის მაკეტებსაც კი აკეთებდა.

ოჯახი დიდი წინააღმდეგი იყო რომ ლევანს საავიაციო სასწავლებელში ესწავლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, 

ლევან ჩაგოშვილი რუსეთში წავიდა სასწავლებლად და დაამთავრა ლენინგრადის ოლქის, ქალაქ ვიბორგის საავიაციო სასწავლებელი.

აფხაზეთის ომი რომ დაიწყო ეროვნულ გვარდიაში 

მსახურობდა, დაფრინავდა სამხედრო და სამოქალაქო ხაზით.



ლევანი თანამშრომლებთან ერთად

    1993 წელი იყო. სექტემბერი.სოფელ  ზემო ალვნის ბოლოზე თვითმფრინავი დაჯდა. სოფლელები ამ ადგილს ,,ლევანის აეროპორტს” ეძახდნენ. ოჯახის წევრები თვითმფრინავის ხმაზე გარეთ გამოცვივდნენ და ლევანთან შესახვედრად გაეშურნენ.

დედის ცრემლიანი, შიშჩამდგარი თვალები. ეხვეწებოდა შვილო ფრთხილად იყავი, ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ძალიან მეშინიაო, მას ხომ ერთი შვილი უკვე ჰყავდა გარდაცვლილი. ამაზე ლევანი პასუხობდა: - ,,დედიკო, სადაც წვრილია იქ უნდა გაწყდესო”, ,,მაშ რისთვის თუ არა სამშობლოსთვისო”.

ეს იყო ბოლო შეხვედრა შვილთან, შვილთან რომლითაც ამაყობს, ის ხომ გმირის დედაა. ლევანმა ხომ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირა თავი.


დედა - (ნელი იდიძე)

ლევანის პატარაობა

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, მეურნეობაში ტრაქტორისტად უნდოდა მუშაობის დაწყება. მშობლებმა უარი ვუთხარით. ერთხელ ისარგებლა შემთხვევით,  როცა ჩვენ, მშობლები სახლში არ ვიყავით,  საწამლ ტრაქტორზე დაეწყო მუშაობა. ამ ამბის მოყოლით იმის თქმა მინდა, რომ თუ მიზნად რაიმეს დაისახავდა აუცილებლად შეასრულებდა. სამუშაოდან გვიან ღამით დაბრუნდა, სულ შაბიამნის ხსნარით იყო დასვრილი. მას ჩვენი სახლში არ ყოფნით ესარგებლა და  საწამლ ტრაქტორზე დაეწყო მუშაობა, ისე არ გამიგოთ თითქოს ჩვენ მისი განებივრება გვინდოდა და სამუშაოზე უარს იმიტომ ვეუბნებოდით, უბრალოდ ამ მძიმე საქმისთვის არ გვემეტებოდა. შემდეგში ეს გამოცდილება ,,სტაჟში” და გამოცდების ჩაბარებაშიც დაეხმარა.

ლევანი ყველასათვის საყვარელი, გულთბილი ახალგაზრდა იყო, ყველა ვინც კი მას იცნობდა ზედმეტსახელად,,ოქროს”ეძახდა.



მე-9 კლასში ყოფნის დროს, მასწავლებელს მოსწავლეებისთვის რთული ნახაზი მიეცა შესასრულებლად.

ბავშვებმა ვერ შესძლეს დავალების შესრულება და დახმარებისთვის ლევანს მიმართეს, ლევანმაც რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ შეუსრულა თხოვნა.

მასწავლებელმა შენიშნა, რომ ყველა ნახაზი ერთი ხელით იყო შესრულებული და შეეცადა გაერკვია, თუ ვინ იყო შემსრულებელი, ყველა მოსწავლემ (კლასში 22 ბავშვი იყო კლასში) უპასუხა რომ თვითონ შეასრულა დავალება. ლევანთან რომ მივიდა, მან უპასუხა ,,მაპატიეთ მასწ. მე დავუხაზე ყველას და ჩამოვურიგე”-ო. 

      მას ტყუილის თქმა არ შეეძლო.        


                            

ლევანი მეგობართან  ერთად

 *          *          *

ლევანს უსაზღვროდ უყვარდა ყვავილები. განსაკუთრებით ქოთნის.

მეგობრები იცინოდნენ: ,,რომ შეეძლოს ლევანს, მთელი დასავლეთის ყვავილებს კახეთში ჩამოიტანდაო”.

*          *          *

სომხეთში, კერძოდ სპიტაკში, როდესაც დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, ლევანს მაშინ მისაღები გამოცდები ჰქონდა კიევის ფილიალის როსტოვის ინსტიტუტში.

მისაღები გამოცდები კი თბილისში ტარდებოდა.

დილით, როდესაც მათემატიკის გამოცდა უნდა ჩატარებულიყო, მოულოდნელად ის ჰუმანიტარული ტვირთით სპიტაკში გაფრინდა.

გამოცდა დაიწყო, ლევანი კი არ ჩანდა. უკვე დამთავრებული იყო, როდესაც აუდიტორიაში, სადაც  მხოლოდ გამომცდელებიღა ისხდნენ, მოულოდნელად  გამოცდაზე გამოცხადდა.

ლევანმა უმაღლესი შეფასება მიიღო როგორც მათემატიკაში, ასევე  სხვა საგნებშიც.

,,ალალ იყოს” - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია, 


1990  წლის 14-16 იანვარს, სადაც მოთხრობილი იყო სამი მფრინავის გმირული თავდადება, სტავროპოლიდან შემავალი 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით.

-  ეს მფრინავები იყვნენ: 

     ავალიანი, ჩაგოშვილი და ხალათოვი

14 იანვარი, ჩემი უსაყვარლესი შვილის, ლევანის დაბადების დღე იყო, სწორედ მას მიუძღვნეს მეგობრებმა ეს გამოცდა.

მიჭირს, ძალიან მიჭირს ჩემს შვილზე ლაპარაკი, მე ხომ ორი დაღუპული შვილის დედა ვარ, ლევანის და ბადრის დედა!...


 

 ლევანი თანამშრომლებთან ერთად


მეუღლე - თამილა ქოქოშვილი


ზოგჯერ თურმე სიკვდილიც შეიძლება ლამაზი იყოს.

ბედი ხომ მხოლოდ უძლურთ მიაქანებს თავის ნებაზე, - კაცები კი კაცურად კვდებიან.

შეუძლებელი არაფერიაო - ბევრჯერ გაგვიგონია. ხომ შეიძლებოდა ის ავბედითი ომი არ დაწყებულიყო... მაშინ, აეროპორტის დასახლებაში ერთი პატარა, ლამაზი ოჯახი ცხოვრობდა... მაგრამ ომი დაიწყო...

1992 წლის იანვარში ვიქორწინეთ. აგვისტოში, როდესაც კონფლიქტი დაიწყო, შვილს (ბადრის) ველოდებოდით. მე ყოველდღე ინსტიტუტში მივდიოდი, ლევანი კი ამ დროს ომში იყო. დღითიდღე იზრდებოდა სიკვდილის მოლოდინის შიში. ერთი-მეორის მოყოლებით იღუპებოდნენ მფრინავი ბიჭები. ამასობაში ბადრი დაიბადა. სოფელში იზრდებოდა, ჩვენ ფიზიკურად არ გვეცალა,  მშობლები კი ხელს გვიწყობდნენ მის გაზრდაში.

სულ შვილი ენატრებოდა.

ამასობაში მეორე აგვისტო მოვიდა, სასწავლებელი დავამთავრე, მუშაობაც დავიწყე. როდესაც გავიგეთ რომ მეორე შვილს ველოდებოდით აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ამბობდა - დეკრეტულ შვებულებას აიღებ და აქ ერთად ვიცხოვრებთ ოთხივენიო.

... ყველაფერს აქვს დასასრული და ომიც დამთავრდა... 

ხომ შეიძლებოდა კოდორის ხეობაში ის მთა სულ ნახევარი მეტრით დაბალი ყოფილიყო, მაგრამ...

რუსული ენის მასწავლებელი (დალი მიქელაძე)


რამდენი დრო გასულა რაც ლევანი ჩვენს გვერდით აღარ არის. არა და თითქოს გუშინ იყო. 

პირველი სექტემბრის მზიანი თბილი დღე იდგა. სასწავლო წელი იწყებოდა. მზით გარუჯული გოგო-ბიჭები მხიარულად მოიჩქაროდნენ საზეიმოდ მორთული სკოლისაკენ. მშობლებთან ერთად სკოლისაკენ მოაბიჯებდნენ პირველკლასელებიც. მათ შორის შევამჩნიე თეთრ ხალათიანი, ლამაზ თვალებიანი ბიჭუნა, რომელიც ინტერესით აკვირდებოდა მის ირგვლივ ყველაფერს. ეს ბიჭუნა ლევან ჩაგოშვილი იყო.

დაირეკა პირველი ზარი და დაიწყო მისთვის და მისი თანაკლასელებისათვის პირველი გაკვეთილი. ლევანი ამხანაგებთან ერთად შეუდგა ცოდნის მწვერვალისაკენ მიმავალ ბილიკს, მთელი მონდომებით შეუდგა სწავლას, ჩვეული გულმოდგინებით გამოჰყავდა მასწავლებლის დახმარებით ანბანის პირველი ასოები. 

მას ხშირად ვხედავდი ეზოში მოთამაშეს თავის ამხანაგებთან ერთად.

გავიდა წლები...   და აი ლევანი უკვე მეხუთე კლასშია... იგი ჩემი მოსწავლეა.

როგორი მოსწავლე იყო ლევანი? - საუკეთესო, ნიჭიერი, ბეჯითი, იგი მთელი პასუხისმგებლობით და მონდომებით ასრულებდა ყველა ჩემს დავალებას.

როგორი ადამიანი იყო ლევანი? - კეთილშობილი, ადამიანების მოყვარული. ის ყველას თანაბრად უნაწილებდა სითბოსა და სიყვარულს.

ამ დიდ სიყვარულსა და სითბოს მისგან მეც ვგრძნობდი. ის ცდილობდა ყოველთვის ჩემს გვერდით ყოფილიყო. ჩვეული გულმოდგინებით ასრულებდა ჩემს დავალებებს. მისი ყოველი ნაბიჯი, გამოხედვა, მოქმედება გამოხატავდა ჩემს მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს და პატივისცემას.

მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: 

მთელი სკოლა ყურძნის საკრეფად იყო წასული ალაზნის გაღმა. ლევანის ძმის ბადრის კლასი მე ჩამაბარეს. წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შევამჩნიე, რომ ბადრი და რამდენიმე მისი თანაკლასელი ამხანაგებთან არ იყვნენ. გავიგე რომ გამოპარულან, ფეხით წამოსულან სოფელში. მე რა თქმა უნდა ძალიან ვინერვიულე, როგორც კი მოვედით სოფელში ბავშვების ოჯახებში მივედი, ისინი კი ჯერ მისულები არ იყვნენ. ლევანის მშობლებმა ასეთი შეშფოთებული რომ დამინახეს, თვითონაც შეშფოთდნენ, მაგრამ მე დამამშვიდეს და ბავშვების საძებნელად წავიდნენ.

მოგვიანებით ლევანის დედისაგან გავიგე, ასეთი შეშფოთებული რომ მნახა ლევანმა, ძალიან შეწუხებულა, თამაშისთვის თავი დაუნებებია და ძმის საძებრად წასულა. როცა უპოვია ძალიან დიდი საყვედური უთქვამს მისთვის და ჩემსკენ გამოქცეულა რომ ეცნობებინა ძმის პოვნის ამბავი. მახსოვს მისი გახარებული სახე, ის კმაყოფილი იყო რომ აღარ ვინერვიულებდი.

 მართალია დღეს ლევანი ჩვენს შორის აღარ არის, მაგრამ მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩემს გულში.

კლასელი - მეგობარი (ნაილი ფარეულიძე)

მე-9 კლასში ვიყავით, როდესაც მის კლასში გადავედი სასწავლებლად. ლევანი მორიდებული, თავაზიანი და ამავდროულად კომუნიკაბელური პიროვნება იყო. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა უფროსებისა და გოგონების მიმართ. არ ვაჭარბებ და არც იმიტომ ვამბობ, რომ დღეს აღარ არის, ან იმიტომ, რომ ის დღეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში თავდადებული გმირია, ის მართლაც უნაკლო, ყველა დადებითი თვისების მქონე ადამიანი იყო.

ერთი პატარა ეპიზოდი მახსენდება:

ბავშვებმა გადავწყვიტეთ, გაკვეთილები გაგვეცდინა და ე.წ. ,,შატალოზე” წავსულიყავით. რაღა თქმა უნდა გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ და იქვე ახლოს ,,მუშათა სასადილოში” შევედით, ბიჭებმა ქაბაბზე დაგვპატიჟეს. არ ვიცი საიდან გაიგეს რომ იქ ვიყავით. უეცრად მასწავლებელი დაგვადგა თავს, შემცბარი ბავშვები ერთმანეთს ავეკარით, წინ კი ლევანი გადაგვეფარა, მან დაგვიცვა ჩვენ და დანაშაული თავის თავზე აიღო.

ჩვენი კლასელები იტყოდნენ ხოლმე: - ლევანი ყველა უძმოს ძმა არისო.

მახსოვს გრანდიოზული ქორწილი ჰქონდა, ძალიან ლამაზები იყვნენ ის და მისი რჩეული. საზეიმო განწყობას ზეციდან წამოსული ფერად-ფერადი ყვავილების წვიმა ამძაფრებდა. ყვავილებს ვერტმფრენიდან ყრიდნენ, ჯვრის დასაწერადაც ვერტმფრენით წაგვიყვანა. რა მშვენიერი დღეები იყო და რა მალე დასრულდა მისი სიცოცხლე. მან 8 თვის შვილი და ფეხმძიმე ცოლი დატოვა ამ ქვეყანაზე. გამორჩეული ადამიანი იყო და სიკვდილიც განსხვავებული არგუნა ღმერთმა, თუმცა ის არ მომკვდარა, ჩვენსა და მთელი საქართველოს გულებში მარად იცოცხლებს!



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.04.2021
ბოლო რედაქტირება 05.07.2022
სულ რედაქტირებულია 8





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0