სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11910

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ანდრონიკაშვილი იოსტოსი  მღვდელმონაზონი 1816წ. გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი

1804წ. იოსტოს ბერი ანდრონიკაშვილი — გაბრიელ ყაზბეგისდანადასწრებით ხალხს უკითხამდა სპარსეთის შაჰისფირმანებს, სადაც ეწერა რუსების გაჟლეტის ამბავი.გაბრიელ ყაზბეგი პირში წავუყენეთ იოსტოს ანდრონიკაშვილს, და აღმოჩნდა, რომ მშვიდობიანებშიიოსტოსი ბატონიშვილ ალექსანდრესა და ფარნაოზსიხსენიებდა და ხელმწიფე იმპერატორს კი არა გვ. 348

ბერი იოსტოს ანდრონიკაშვილი (კაცი დიდადსწავლული და წოდებული ფილოსოფოსად; იხილემოსე ჯანაშვილის საქართველოს ისტორია, გვერ.493-494), აზნაურნი: 11, გრიგოლ ნათალიშვილი გვ. 339


1816 წ. 27 მარტს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის პროკურორი ჭილაშვილი იმყოფებოდა გარეჯის ლავრაში და იქიდან, ჩავიდა რა სოფელ ხაშმში, სინოდალურ კანტორას გაუგზავნა წერილი. იგი მიიჩნევდა, რომ მონასტრის წინამძღვრის გარეშე დატოვება არ იყო – გამართლებული და საძმოს სჭირდებოდა ახალი იღუმენი. ასეთ კანდიდატად იგი მოიაზრებდა გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის მღვდელ-მონაზონ იოსტოსს (ანდრონიკაშვილი). ეს ის იოსტოსია, რომელიც თან ახლდა ფარნაოზ ბატონიშვილს 1804 წ. აჯანყების დროს, და მასთან ერთად დააპატიმრეს. თავის მხრივ, სინოდალურმა კანტორამ გაუგზავნა შეკითხვა მეუფე დოსითეოსს და სთხოვა თავისი აზრი გამოეთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. 1816 წ. 17 მაისს მეუფე დოსითეოსმა კანტორას აცნობა, რომ მამა ზოსიმე თავის მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად და პატიოსნად, არ აქვს არანაირი დარღვევები და არის გამოცდილი მოღვაწე. თანაც, შეიძლება გარკვეული დროის მერე მამა ილარიონი კვლავ დაუბრუნდეს თავის ძველ ადგილს და გამართლებული არ იქნება, რომ მას წავართვათ წინამძღვრობაო. საქმე დაიხურა და მამა იოსტოსი მხოლოდ მონასტრის რიგით წევრად გადაიყვანეს.

1816წ. გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი

ანდრონიკაშვილი - გვარის 5 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ანდრონიკაშვილი  ზაქარია ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, 1699-1731წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი


სრულად ნახვა

ანდრონიკაშვილი  ონოფრე ბოდბელი მიტროპოლიტი 1795წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი


სრულად ნახვა

ანდრონიკაშვილი  ონოფრი ბოდბელი მიტროპოლიტი1730-იანი-1749წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი


სრულად ნახვა
ანდრონიკაშვილი დანიელი  მღვდელმონაზონი 1780-იანი წლები დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი
ანდრონიკაშვილი იოსტოსი  მღვდელმონაზონი 1816წ. გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი


სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.