თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
2024 წლის 27 აპრილს, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) კაზრეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა შიომღვიმის მამათა მონასტრის ბერი მაქსიმე (დვალიშვილი).
26 აპრილს ერკეთის მთავარნგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის წევრები: სამონაზვნე ელენე რამიშვილი - სახელად უწოდა სარა, სამონაზვნე თეოდორა ყარეჯიშვილი --– სახელად უწოდა ტაისია, სამონაზვნე ნანა მეტრეველი – სახელად უწოდა ეკატერინე და სამონაზვნე თამარ გელანტია სახელად უწოდა სოსანა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: ერკეთის მონასტრის მორჩილები: თამარ დიასამიძე სახელად ეწოდა თამარი, ეთერი სიჭინავა -- სახელად ეწოდა ელენე, ჯიხეთის დედათა მონასტრის მორჩილი: ნანი მეფარიშვილი -- სახელად ეწოდა ნანა. მორჩილებად იკურთხნენ ჯიხეთის მონასტრის წევრები: თეონა დვალიშვილი – სახელად ეწოდა თეკლა და ნანა ლომია -– სახელად ეწოდა ნანა. წევრები: თეონა დვალიშვილი – სახელად ეწოდა თეკლა და ნანა ლომია -– სახელად ეწოდა ნანა.
დვალიშვილი ილია (გერმანე) - ბერი.
2015 წლის 10 მარტს, ბერად აღკვეცა.
10 მარტს შიომღვიმის მამათა მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ამავე მონასტრის წინამძღვარმა, არქი–- მანდრიტმა საბამ (ჯიშკარიანი) შეასრულა ბერად აღკვეცის წესი. აღიკვეცნენ ამავე მონასტრის მორჩილები: გურამ მამამთავრიშვილი -–- სახელად ეწოდა გიორგი; ვასილ მელქაძე -–– სახელად ეწოდა იოაკიმე; ზურაბ ბუზალაძე -- სახელად ეწოდა პაისი; გერმანე დვალიშვილი -– სახელად ეწოდა ილია.
26 იანვარს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი) დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი ნეოფიტე (დვალიშვილი).