დეკანოზი დავითი
ერისკაცობაში: დავით გურამის ძე დვალიშვილი
დაიბადა: 01. 05. 1963 წ. (ქ. რუსთავში).
ანგელოზის დღე: 8 თებერვალი
დიაკვნად კურთხევა: 04. 01. 1998 წ.
მღვდლად კურთხევა: 05. 03. 2000 წ.
დეკანოზის ხარისხში აყვანა: 07. 04. 2005 წ.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 07.04. 2006 წ.
მიტრით დაჯილდოვება:13. 12. 2007 წ
ვრცლად: დეკანოზი დავითი (ერისკაცობაში დავით
გურამის-ძე დვალიშვილი)დაიბადა 1963 წლის 1 მაისს ქ, რუსთავში.
მშობლები: მამა _ გურამ დვალიშვილი, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის თანამშრომელი.
დედა _ ლილი კუხალეიშვილი, საქართველოს ფოსტის თანამშრომელი.
მოინათლა: 1968 წ., სიონის საკათედრო ეკლესიაში.
1979 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #14-ე საშუალო სკოლა.
ჰყავს მეუღლე _ ნანა ოდიშვილი, დიასახლისი და შვილები: გიორგი (1990წ), ნიკოლოზი (1995წ), ელენე (1997წ), ვახტანგი (2001წ) და ილია (2005წ).
1982-1984 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. შემდეგ დაიწყო მუშაობა ქ. რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში, ორთქლ-წყალმომარაგების საამქროში მუშად, უბნის ოსტატად, შემდეგ უბნის უფროსად.
პარალელურად სწავლობდა პოლიტექნიკურ ტექნიკუმში `ინჟინერ-მეტალურგის~ ფაკულტეტზე.
1988 წელს გახდა ეკლესიის მრევლი.
1998 წლის 4 იანვარს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი) ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 2000 წლის 5 მარტს მღვდლად და დადგენილ იქნა ქ. რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის წინამძღვრად 2007 წლის 28 აგვისტომდე.
პარალელურად 2000-2012 წლებში მღვდელმსახურებას აღასრულებდა სასჯელაღსრულების #1 და #2 დაწესებულებაში.
2003-2005 წლებში მისი ხელმძღვანელობით სასჯელაღსრულების # 2 დაწესებულებაში აშენდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.
2007 წლის 28 აგვისტოდან დღემდე წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის წინამძღვარია.