სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ანზორ ვარლამის ძე დვალიშვილი 1931-1988წწ მშენებელი ინჟინერი დაბ. გორი ანზორ ვარლამის ძე დვალიშვილი 1931-1988წწ მშენებელი ინჟინერი დაბ. გორი

1931-1988 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი დვალიშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

72       ბეჭდვა

ანზორ ვარლამის ძე დვალიშვილი 1931-1988წწ მშენებელი ინჟინერი დაბ. გორი

ანზორ ვარლამის ძე დვალიშვილი  04 იანვარი 1931- 15 მარტი 1988წწდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1955 წელს.


1955-1959წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N10 სამშენებლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1961წწ. იყო მშენებლობის სამინისტროს სამხრეთ ოსეთის სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1962-1964წწ. "საქმთავარენერგოს" სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში უფროსი ინჟინერი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1965-1966წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფლმშენის" მარნეულის N2 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამშენებლო უბნის უფროსი; 1966-1970წწ. იმავე სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1971-1973წწ. მივლინებული იყო ირანში მაცივრების მშენებლობაზე, საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელად; 1974-1975წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი ტრესტი "ბიჭვინთმშენი") მმართველის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში; 1975-1984წწ. ხელმძღვანელობდა "ბაიკალ-ამურის" რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობაზე საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ "საქმშენბამ"-ს; 1984-1987წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "მონოლითმშენს", რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა; ხელმძღვანელობდა ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსის (3000 ადგილზე), მაცივრების (ირანში), დასახლება "ნია-გრუზინსკაიას" (ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე), მონოლითური საცხოვრებელი სახლების (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში) მშენებლობას. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.


წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.196-197


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

მედალი "ბამ-ის მშენებლობა"

მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

შრომის წითელი დროშის ორდენი

მეუღლესთან ნადეჟდასთან ერთად

ფოტოები მოგვაწოდა გიორგი დვალიშვილმა (შვილიშვილი)




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.04.2025
ბოლო რედაქტირება 23.04.2025
სულ რედაქტირებულია 3




ზოილე (ეკატერინე) დვალიშვილი 1892-1973წწ იღუმენია სამთავროს დედათა მონასტერი დაბ. სოფ. საჩინო, ოჩამჩირე

2 0

დვალიშვილი დ.1963წ. წმ. რუსთავის მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის წინამძღვარი. დაბ. რუსთავი.

2 0

დვალიშვილი

1 0

გოჩა დვალიშვილი 1965-1992წწ. გარდ. 27 წლის, ენგურის ხიდი, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

3 0

დავით დვალიშვილი მიხეილის ძე დაბ. 1961წ. ვეტერანი დაბ. სოფ. მუქედი ვანი

3 0

მიხეილ დვალიშვილი დავითის ძე 1986 -2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. მუქედი ვანი

3 0


ალექსანდრე დვალიშვილი 1973-1993წწ. გარდ. 20 წლის, სოხუმი აფხაზეთში, დაბ. თბილისი

3 0


დავით დვალიშვილი რობერტის ძე 1980 - 2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. დიხაშხო ვანი იმერეთი

3 0


დავით დვალიშვილი 1948 მსახიობი. ტყიბული, იმერეთი.

1 0


ზაურ დვალიშვილი 2000წ მსოფლიო პრიზიორი ძიუდო ხაშური

1 0

0 1 0


მერაბ დვალიშვილი მსოფლიო პრიზიორი სამბო

1 0

0 1 0


ნადეჟდა დვალიშვილი დაბ. 1933წ ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობა

4 0

4 3 2