დავით დვალიშვილი ( 1 მაისი 1948) მსახიობი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1970 წელს.
1970-1980წწ. იყო ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1980-1983წწ. თბილისის ს. ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობი; 1983 წლიდან მოღვაწეობს თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; შესრულებული აქვს როლები: ივანე (მ. ჯავახიშვილი "ჯაყოს ხიზნები"), დე სილვა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყვარყვარე(პ. კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი"), ნოე ჟორდანია (გ. ქართველიშვილის "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი"); გადაღებულია ფილმებში, მათ შორის: კობერიძე ("არმია – ჩემი სიყვარული"), მიხო ("ზოგი ჭირი მარგებელია", 1982), მოსამართლე ("მონანიება", 1984), ობობა ("ჯადოქრის ბეჭედი", 1992).