სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა დვალიშვილი 1965-1992წწ. გარდ. 27 წლის, ენგურის ხიდი, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი. გოჩა დვალიშვილი 1965-1992წწ. გარდ. 27 წლის, ენგურის ხიდი, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი. გოჩა დვალიშვილი 1965-1992წწ. გარდ. 27 წლის, ენგურის ხიდი, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1965-1992 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დვალიშვილი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

გოჩა დვალიშვილი 1965-1992წწ. გარდ. 27 წლის, ენგურის ხიდი, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

გოჩა დვალიშვილი 1965-92წწ.


გოჩამ წარმატებით დაამთავრა სკოლა.სწავლა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საავტომობილო ქარხანაში და, სამწუხაროდ, კადრების შემცირების რიცხვში მოჰყვა.

სისხლიანი ანგელოზი ცოდვით დამძიმებულ ჰაერში დაფრინავდა, მაგრამ ვერავინ ხედავდა.

ქართული მიწა სისხლით ირწყვებოდა, აფხაზეთში კაცი კაცს კლავდა მიწის გულისთვის.


გოჩა დვალიშვილმა გადაწყვიტა, ეროვნულ ჯარში განეგრძო სამსახური,ინჟინერ-მექანიკოსად, ეს მოხდა 3 აგვისტოს, 14 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე შეტაკების გამო დაზიანებული საბრძოლო-საავტომობილო ტექნიკის ადგილზე შეკეთების მიზნით, აფხაზეთში 17 აგვისტოს ქუთაისიდან გაემგზავრა სამი ავტომანქანა, მათ შორის ერთი ამწეკრანი „კატო“. მასში იმყოფებოდნენ დავით სარალიძე, გოჩა დვალიშვილი და მძღოლი.

„ენგურის ხიდამდე სიწყნარე იყო, ხიდზე გადასვლის შემდეგ კი სიჩუმე ავის მომასწავებელი გახდა. საუბედუროდ ინტუიციამ გამიმართლა, გალის ტერიტორიაზე ავტოინსპექციის საგუშაგო ჯიხურთან ჩასაფრებულები შევნიშნეთ, მაგრამ უკვე გვიან იყო. ალყაში მოვექციეთ მოწინააღმდეგეს და ტერასისებრ ცეცხლს გვიშენდნენ,“ – ყვება დავით სარალიძე ბრძოლის ამბავს, რომელმაც რვა მძიმე ჭრილობა დაუტოვა.



მძიმედ დაჭრილ სარალიძეს უფიქრია, ვეღარ გადავრჩებიო და მანქანიდან რაკი გადმოხტომა არ შეეძლო. გადმოვარდნილა, რომ ავტომატის ჯერით მცირე ზნით მაინც შეეჩერებინა მოწინააღმდეგის შემოტევა და მანქანაში მყოფნი გადაერჩინა, მაგრამ ამოდ...

1992 წლის 17 აგვისტოს ენგურის ხიდთან მოუსწრო სიკვდილის ანგელოზმა გოჩას.

ბრძოლა არ დასცალდა, ისე მუხანათურად მოუსწრაფეს სიცოცხლე ოცდაშვიდი წლის ვაჟკაცს. თექვსმეტ ნატყვიართან ერთად თან გაჰყვა უდიდეს ტკივილთა შორის – სიცოცხლის სიყვარული.

მცირე ხანს იცხოვრა ამქვეყნად, მაგრამ მაინც მოასწრო სიკეთისა და სათნოების დათესვა ახლობლებში, მეგობრებში.

„ღამით, გვიან იშვიათად მოდიოდა, მხოლოდ მაშინ იგვიანებდა, თუ ბიჭებთან ერთად იყო დაბადების დღეზე ან სხვა ლხინში, შექეიფიანებულ მეგობრებს შინ მიაცილებდა და შინ მარტო ბრუნდებოდა“, – იგონებს გოჩას ერთადერთი და თამარი და ყელში მოწოლილი ბოლმა ეჩხირება, რადგან აღარასოდეს დაელოდებიან ღამით გვიან მოუსვლელ გოჩას.


„რომ გავუბრაზდებოდი, ხელებს დამიკოცნიდა და პატიების თხოვნით სავსე ღიმილით გვისხლტებოდა, – ქვითინებს ქალბატონი ლელი და შვილის ნივთებს ეფერება, – ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე აქტიური ადამიანების გვერდით იდგა, აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მოშიმშილე ბიჯებს 1989 წლის აპრილში თავს დასტრიალებდა. როცა ვეტყოდი, შვილო, თავს არაფერი გაუჭირვო-მეთქი, გამიღიმებდა და ზურგს შემაქცევდა. ვაჟკაცი იყო ჩემი შვილი, ვაჟკაცობისთვის თავდადებული...“

ძნელია შვილმოკლული, სვეგამწარებული დედის ცქერა, ძნელია მისი ტკივილების დაამება.

ასე მგონია: გოჩა დვალიშვილის სული ისევ მოვა ამქვეყნად და შეწყვეტილ სიცოცხლეს გააგრძელებს, რადგან მისი ამქვეყნად მოსვლის მისია შეუსრულებელი დარჩა.

გოჩა დვალიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“

ეკა ლომიძე


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.05.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0