სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

დოღონაძე ისააკი მღვდელმონაზონი



დოღონაძე ისააკი  მღვდელმონაზონი  1851წ. გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი

არქიმანდრიტ იოანეს დროს, 1851 წ. 18 ივლისს, გარეჯის მონასტერი ლეკებმა ააოხრეს. თავად წინამძღვარი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა. 1851 6. 25 ივლისს იგი სინოდალურ კანტორას სწერდა: „1851 წლის 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები. რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს, რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადააწოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად აღმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში, და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ მონასტრის 9 წევრი და 7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი, წასული იყვნენ წყლის მოსატანად, და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ, საბა გილაშვილმა და ილია მჭედლიშვილმა, მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკონი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი, ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი – მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე, დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“.

მათი აღსასრულიდან 144 წლის შემდეგ, 1995 წ. 17-18 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე ეს წამებული კრებული წმიდათა დასში შეირაცხა.

დოღონაძე - გვარის 18 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

დოღონაძე  ტარასი ივანეს ძე მღვდელი
დოღონაძე ტარასი ივანეს ძე - მღვდელი. დაბ. სოფ გოდოგანი თერჯოლა 1866-1931წწ   სრულად ნახვა
დოღონაძე  სტეფანე დეკანოზი
დოღონაძე სტეფანე - დეკანოზი. 2025 წლის 28 აგვისტოს დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით სრულად ნახვა
დოღონაძე  ისიდორე იოვანეს ძე მღვდელი
დოღონაძე ისიდორე იოვანეს ძე - მღვდელი. 1856-1925წწ სრულად ნახვა
დოღონაძე  იოვანე დავითის ძე მღვდელი
დოღონაძე იოვანე დავითის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
დოღონაძე დავით - ხუცესი. სრულად ნახვა
დოღონაძე მათე დავითის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
დოღონაძე გიორგი დავითის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
დოღონაძე იოანე დავითის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
დოღონაძე ნიკოლოზ ვასილის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
დოღონაძე იოანე დავითის ძე - მღვდელი. 1813-1915წწ გარდ. 102 წლის სრულად ნახვა
დოღონაძე თებრონია - მონაზონი. სრულად ნახვა
დოღონაძე ისააკი - მღვდელმონაზონი. სრულად ნახვა
დოღონაძე დავით სიმონის ძე - მღვდელი. 1794-1872წწ სრულად ნახვა
დოღონაძე მეთოდე დავითის ძე - მღვდელი. 1818-1908წწ სრულად ნახვა
დოღონაძე ნიკოლოზი მათეს ძე - მღვდელი. დაბ. 1753წ სრულად ნახვა
დოღონაძე ვასილი იოანეს ძე - მღვდელი. დაბ. 1780წ. სრულად ნახვა
დოღონაძე სპირიდონ იოანეს ძე - მღვდელი. დაბ. 1874წ. სრულად ნახვა
დოღონაძე გრიგოლ (ჭოგნარი მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მთავარდიაკონი)
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.