სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11851

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ზურაბიშვილი ათანასე (ალექსანდრე) მიხეილის ძე მღვდელმონაზონი

1856-1916წწ  დაკრძ. ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.

1888-1891წ. წლამდე მღვდელმონაზონი ზედაზენი (მცხეთა) მამათა მონასტერი

1891-1892წ. შემდგომ მღვდელმონაზონი საფარა (ახალციხე) წმიდა საბას ეკლესია (შემდგ. მამათა მონასტერი)

1892-1899წ. მღვდელმონაზონი ქვათახევი (კასპი) მონასტერი

1899-1900წ. მღვდელმონაზონი ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი

1900-1905წ. მღვდელმონაზონი გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი

1905-1914წ. მღვდელმონაზონი ხირსა (სტეფანე ხირსელი, სიღნაღი) მამათა მონასტერი

1914-1916წ. ღვთივგანისვენა მღვდელმონაზონი ბეთანია მამათა მონასტერი

ზურაბიშვილი ათანასე მღვდელმონაზონი 

საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა პალადიმ (რაევი) იხილა რა მშვენიერება მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა, მოისურვა მისი სამრევლოდ გადაქცევა, ხოლო საფარის ტაძრისა — მონასტრად. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში განამწესეს ქართველი, ზედაზნის მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი) სამი მორჩილით.


მღვდელ-მონაზონი ათანასე — ერისკაცობაში ალექსანდრე მიხეილის ძე ზურაბაშვილი 1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა  და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის მონასტერში ისწავლა. 1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1885 წლის 15 დეკემბერს ეგზარქოსების კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს. 1886 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში განამწესეს. 1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში გადაიყვანეს. 1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თანამდებობიდან. 1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის მონასტერში განამწესეს. 1900 წლის 10 იანვარს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1905 წლის 15 ივნისს ხირსის მონასტერში განამწესეს და პერიოდულად ბოდბის დედათა მონასტერში წირვა-ლოცვის შესრულება დაევალა. 1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში დასახლდა. 1916 წლის 11 მარტს იგი ქოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.

ზურაბიშვილი - გვარის 12 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ზურაბიშვილი ბესარიონ (ბესიკ) ვალიკოს ძე  მღვდელი
ზურაბიშვილი ბესარიონ (ბესიკ) ვალიკოს ძე - მღვდელი. დაბ. 22 დეკემბერი დაბ. 1961წ. სოფ. ახალსოფელი.   ახალსოფლის (ყვარელი) იოანე ნათლიმცემლის ეკლესია 

2014წ. მდგომარეობით მღვდელი ნეკრესის ეპარქია

სრულად ნახვა
ზურაბიშვილი თევდორე გიორგის ძე - მღვდელი.

1880, 1885წ. მღვდელი ბარისახო (დუშეთი) ღვთიმშობლის ეკლესია

სრულად ნახვა
ზურაბიშვილი იოანე - მღვდელი.

1830წ. მღვდელი თელავი ღვთიმშობლის შობის ეკლესია

სრულად ნახვა
ზურაბიშვილი იოანე ელეფთერის ძე - მღვდელი.

1840, 1850, 1870წ. მღვდელი თელავის ფერიცვალების ტაძარი

სრულად ნახვა
ზურაბიშვილი გიორგი - მედავითნე.

1876წ. მედავითნე ციხისჯვარი (ბორჯომი) წმ. თომას/წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია

სრულად ნახვა
ზურაბიშვილი გიორგი - მედავითნე.

1870წ. მედავითნე ხვედურეთი (ქარელი) ღვთიმშობლის მიძნების ეკლესია

სრულად ნახვა
ზურაბიშვილი გიორგი - მღვდელი.

1831წ. მღვდელი კალაური (გურჯაანი) წმიდა ნინოს ეკლესია, თელავის მაზრა

სრულად ნახვა
ზურაბიშვილი ანდრია - დიაკვანი.

1840წ. დიაკვანი კალაური (გურჯაანი) წმიდა ნინოს ეკლესია, თელავის მაზრა

სრულად ნახვა
ზურაბიშვილი დავით - მღვდელი.

1907წ. მღვდელი ფანიანის (სიღნაღი) ნათლიმცემლის ეკლესია, სიღნაღის მაზრა

სრულად ნახვა
ზურაბიშვილი ათანასე (ალექსანდრე) მიხეილის ძე - მღვდელმონაზონი. 1856-1916წწ  დაკრძ. ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.

1888-1891წ. წლამდე მღვდელმონაზონი ზედაზენი (მცხეთა) მამათა მონასტერი

1891-1892წ. შემდგომ მღვდელმონაზონი საფარა (ახალციხე) წმიდა საბას ეკლესია (შემდგ. მამათა მონასტერი)

1892-1899წ. მღვდელმონაზონი ქვათახევი (კასპი) მონასტერი

1899-1900წ. მღვდელმონაზონი ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი

1900-1905წ. მღვდელმონაზონი გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი

1905-1914წ. მღვდელმონაზონი ხირსა (სტეფანე ხირსელი, სიღნაღი) მამათა მონასტერი

1914-1916წ. ღვთივგანისვენა მღვდელმონაზონი ბეთანია მამათა მონასტერი

სრულად ნახვა
ზურაბიშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე - მღვდელი. დაბ. სოფ.ბოდბისხევი. სიღნაღი 1900წ.  

1912-1920წ. მედავითნე ხირსა (სტეფანე ხირსელი, სიღნაღი) მამათა მონასტერი

1924-1953წ. მედავითნე ბოდბისხევის (სიღნაღი) ამაღლების ეკლესია

1953წ. მღვდელი ჯუგაანი (სიღნაღი) ჯვრის-ძელიცხოვლის ტაძარი, ჯვრის გამოჩინების ეკლესია

ზურაბიშვილი ელეფთერი არქიმანდრიტი
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.