|
გურამიშვილი ალექსი - წინამძღვარი.
შუა საუკუნეებიწ.
წინამძღვარი
სრულად ნახვა
|
|
მაჭავარიანი გიორგი ილიას ძე - დეკანოზი.
დაბ. სოფ. მელაანი, გურჯაანი 1872-1944 წწ. ბიოგრაფია;
1888-1889წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
ზურაბაშვილი ათანასე (ალექსი მიხეილის ძე) - მღვდელმონაზონი.
1888-1891წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ზურაბიშვილი ათანასე (ალექსანდრე) მიხეილის ძე - მღვდელმონაზონი.
1856-1916წწ დაკრძ. ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.
1888-1891წ.
წლამდე
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
ზურაბიშვილი ათანასე მღვდელმონაზონი საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა პალადიმ (რაევი) იხილა რა მშვენიერება მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა, მოისურვა მისი სამრევლოდ გადაქცევა, ხოლო საფარის ტაძრისა — მონასტრად. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში განამწესეს ქართველი, ზედაზნის მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი) სამი მორჩილით.
მღვდელ-მონაზონი ათანასე — ერისკაცობაში ალექსანდრე მიხეილის ძე ზურაბაშვილი 1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის მონასტერში ისწავლა. 1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1885 წლის 15 დეკემბერს ეგზარქოსების კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს. 1886 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში განამწესეს. 1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში გადაიყვანეს. 1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თანამდებობიდან. 1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის მონასტერში განამწესეს. 1900 წლის 10 იანვარს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1905 წლის 15 ივნისს ხირსის მონასტერში განამწესეს და პერიოდულად ბოდბის დედათა მონასტერში წირვა-ლოცვის შესრულება დაევალა. 1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში დასახლდა. 1916 წლის 11 მარტს იგი ქოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.
|
|
წიკლაური მალაქია (მათე სიმონის ძე), - იღუმენი.
დაბ. სოფ. მელიასხევი (თიანეთი) 1871-1937წწ დახვრიტეს
1891წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
კეთილაძე სპირიდონ პეტრეს ძე - მღვდელმონაზონი.
დაბ. ხონი 1855-1937წწ ბიოგრაფია;
1891წ.
ბერი
სრულად ნახვა
კეთილაძე სპირიდონ პეტრეს ძე, ბერი 1894 წლის მარტში მოვიდა ბეთანიის მონასტრის აღსადგენად. დაბადებულია ხონი. 1937წ დახვრიტეს
წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა სპირიდონმა (კეთილაძე) იგი ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა. ამავე წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ბერი სტეფანე დიავნად აკურთხა.
 1851 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა და მხატვარმა გ. გაგარინმა მოინახულეს ბეთანიის ტაძარი, გაასუფთავეს იგი ქვათა გროვისაგან და თამარ მეფის ფრესკაც გამოჩნდა. შემორჩენილია იმდროინდელი ტაძრის ფოტოც, სადაც ჩანს, რომ მანამდე ვიღაც, საკუთარი ძალებით ცდილობდა სავანე აღედგინა. XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიის მონასტერში კვლავ მივიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. აი, რას წერს არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) თავის მოგონებებში: „ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყობერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო, ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა — მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვახოლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ავად ცოლი ვანო აფციაურსა (ღვდეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, მონასტრის პირველი აღმდგენელი მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) იყო. მამა სპირიდონი — ერისკაცობაში სოლომონ კეთილაძე XIX ს-ის 80-იან წლების ბოლოს შიომღვიმის მონასტერში მივიდა მორჩილად. 1891 წლის დიდმარხვაში ბერად აღიკვეცა და სახელად სპირიდონი ეწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს. 1892 წლის დასაწყისში მღვდლად .. დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში გადაიყვანეს. 1894 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მან ბეთანიის მონასტერში გადაყვანა სთხოვა; თხოვნა დააკმაყოფილეს.
|
|
ქარსელაძე იოანე - არქიმანდრიტი.
დაბ. ლაილაში ცაგერი 1864-1925წწ, რეპრესირებულია. ბიოგრაფია
1906-1918წ.
წინამძღვარი
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
ქარსელაძე იოანე არქიმანდრიტი 1906-1918 წლებში ზედაზნის მონასტრის წინამძღოლი
2. ზედაზნის მამათა მონასტერი -- წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ქარსელაძე), მღვდელ-მონაზონი მიქაელი (მანდარაია, შემდგომში -- არქიმანდრიგი , მონაზონი საბა (ფულარიანი). ცხეთის წმ. ჯვრის სახელობის მამათა მონასტერი -––- მღვდელ-მონაზონი ილარიონი (ოზიაშვილი)
|
|
მუხიაშვილი იონა - მღვდელმონაზონი.
1911წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
გიგოლაშვილი სტეფანე (სვიმონ) ნიკოლოზის ძე - იღუმენი.
დაბ. სოფ. იყალთო (თელავი) 1879-1959წწ დაკრძ. იყალთო ბიოგრაფია
1911წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
მანდარია მიქაელი - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. ოდიში, ზუგდიდი 1872-1943წწ ბიოგრაფია
1919წ.
დან
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
II ოლქი: 15. საგურამოს წმ. თადეოზ მოციქულის სახელობის ტაძარი -- მღვდელ-მონაზონი მიხეილი (მანდარაია)
2. ზედაზნის მამათა მონასტერი -- წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ქარსელაძე), მღვდელ-მონაზონი მიქაელი (მანდარაია, შემდგომში -- არქიმანდრიგი , მონაზონი საბა (ფულარიანი). ცხეთის წმ. ჯვრის სახელობის მამათა მონასტერი -––- მღვდელ-მონაზონი ილარიონი (ოზიაშვილი)
|
|
ფულარიანი საბა - ბერი.
1930წ.
იანი წლები
ბერი
სრულად ნახვა
2. ზედაზნის მამათა მონასტერი -- წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ქარსელაძე), მღვდელ-მონაზონი მიქაელი (მანდარაია, შემდგომში -- არქიმანდრიგი , მონაზონი საბა (ფულარიანი). მცხეთის წმ. ჯვრის სახელობის მამათა მონასტერი -––- მღვდელ-მონაზონი ილარიონი (ოზიაშვილი)
|
|
აფციაური პართენ (იოანე) - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. დუმაცხო, დუშეთი, გუდამაყარი 1905-1984წწ დაკრძ. სამთავრო ბიოგრაფია
1933წ.
მთავარდიაკონი
1945-47წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
არქიმანდრიტი პართენ აფციაური დაიბადა 1905 წელს დუშეთის რაიონ სოფელ დუმაცხოში. 1924-1926 წლებში იყო შიომღვიმის მონასტერში. 1926-1927 წლებში სვეტიცხოვლის მედავითნეა, 1928-1933 წლებში ზედაზნის მონასტრის მთავარდიაკონია. 1933-1936 წლებში შიომღვიმის მონასტრის ბერმონაზონია. 1936-1940 წლებში რამების მონასტერში, 1945-1947 წლებში კვლავ ზედაზენზეა. 1940-1945 წლებში იყო რეპრესირებული, 1947 წლიდან გარდაცვალებამდე სვეტიცხოველშია. გარდაიცვალა 1985 წელს. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში.
|
|
აფციაური პართენ (იოანე) - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. დუმაცხო, დუშეთი, გუდამაყარი 1905-1984წწ დაკრძ. სამთავრო ბიოგრაფია
1933წ.
მთავარდიაკონი
1945-47წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
არქიმანდრიტი პართენ აფციაური დაიბადა 1905 წელს დუშეთის რაიონ სოფელ დუმაცხოში. 1924-1926 წლებში იყო შიომღვიმის მონასტერში. 1926-1927 წლებში სვეტიცხოვლის მედავითნეა, 1928-1933 წლებში ზედაზნის მონასტრის მთავარდიაკონია. 1933-1936 წლებში შიომღვიმის მონასტრის ბერმონაზონია. 1936-1940 წლებში რამების მონასტერში, 1945-1947 წლებში კვლავ ზედაზენზეა. 1940-1945 წლებში იყო რეპრესირებული, 1947 წლიდან გარდაცვალებამდე სვეტიცხოველშია. გარდაიცვალა 1985 წელს. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში.
|
|
ოტიაშვილი გაბრიელი - არქიმანდრიტი.
2007 წლის 04 დეკემბერს მიენიჭა იღუმენის წოდება, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და ზედაზნის მამათა მონასტრის წინამძღვრად დადგინდა.
2007-2025წ.
მდგომარეობით
არქიმანდრიტი
წინამძღვარი
სრულად ნახვა

ოტიაშვილი გაბრიელი არქიმანდრიტი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 12 ვიდეო დაჯილდოება
4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი იაკობი (ბანძელაძე) — მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და მონასტრის წინამძღვრად დადგინდა; მამკოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი სვიმონი (სოხაძე) — მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და მონასტრის წინამძღვრად დადგინდა; წმინდა იოანე ზედაზნელის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ოტიაშვილი) — მიენიჭა იღუმენის წოდება, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და დადგინდა მონასტრის წინამძღვრად; ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) — მიენიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
|
|
სვიმონიშვილი ნაზარი - ბერი.
2009 წლის 27 აგვისტოს ბერად აღკვეცა. 2015 წლის 30 ივლისს, ბერდიაკვნად ხელდასხმა.
2015წ.
მდგომარეობით
ბერი
სრულად ნახვა
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.13 27 აგვისტოს ზედაზენის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამავე მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ოტიაშვილი) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: არკადი შეროზია — სახელად უწოდა ალექსი, ფარნაოზ სვიმონიშვილი ― სახელად უწოდა ნაზარი და ალექსანდრე დანელია — სახელად უწოდა იოანე. ბის ეკლესიაში იმსახურებს. ხელდასხმა
30 ივლისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა ზედაზნის წმ. იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი ნაზარი (სვიმონიშვილი).
|
|
დიხამინჯია იოანე - ბერდიაკვანი.
2015 წლის 26 ივლისს, ბერდიაკვნად ხელდასხმა.
2015წ.
მდგომარეობით
ბერდიაკვანი
სრულად ნახვა
ხელდასხმა 26 ივლისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა ზედაზნის წმ. იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი იოანე (დიხამინჯია).
|
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |