სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12010

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მაჭავარიანი გიორგი ილიას ძე,  დეკანოზი 1872-1944 წწ. დაბ. სოფ. მელაანი, გურჯაანი მაჭავარიანი გიორგი ილიას ძე,  დეკანოზი 1872-1944 წწ. დაბ. სოფ. მელაანი, გურჯაანი
ბმულის კოპირება



გვარი მაჭავარიანი სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

736       ბეჭდვა

მაჭავარიანი გიორგი ილიას ძე, დეკანოზი 1872-1944 წწ. დაბ. სოფ. მელაანი, გურჯაანი


1872 წელს დაიბადა.

XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1891 წლის ივნისში ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

1897 წლის 26 ივლისს მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.

1900 წლის 10 მარტს ბიყარის სამრევლოს მედავითნედ დაადგინეს.

1901 წლის 25 მარტიდან ისევ მელაანის სამრევლოს მედავითნეა.

1907 წელს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და ჯიმითის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1926 წლის ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს სოფელ ჯიმითის ორივე ეკლესიის წინამძღვრად მოიხსენიება.

XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში თბილისში გადმოვიდა და ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.

1937 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1940 წლის 23 დეკემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის N58-10 მუხლის საფუძველზე დააპატიმრა და გასამართლების შემდეგ ხელისუფლების დამხობაში და აგიტაცია-პროპაგანდაში დასდეს ბრალი. დეკანოზ გიორგის 6 წლით გადასახლება მიუსაჯეს. იგი 1944 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა.

სიღნალის მაზრის სამღვდელოების ჯგუფი. XX ს. 10-იანი წლები

მარცხნდან | რიგში მეორე მღვდელი პეტრე დავითაშვილი, II რიგში მეორე მღვდელი  II რიგში მეორე მღვდელი გერასიმე ჭანტურიძე,

მესამე რიგში მეხუთე გიორგი მაჭავარიანი. 

ფოტოზე ალბეჭდილი დანარჩნი სასულიერო პირების ვინაობა უცნობია, შთამომავლებს გთხოვთ გამოგვეხმაუროთ. 


გიორგი მაჭავარიანი - დეკანოზი. მარიამ ლოლაშვილი-მაჭავარიანი - გიორგი მაჭავარიანის მეუღლე.









ფოტოები მოგვაწოდა არჩილ ოთარის ძე ნოზაძე, შვილთაშვილი

დეკანოზი გიორგი მაჭავარიანი 1872-1944
დეკანოზი გიორგი ილიას ძე მაჭავარიანი 1872 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მელაანში მლვდლის ოჯახში დაიბადა.


1884-1888 წლებში იგი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1888 წელს ოცდაორი წლის ყმაწვილმა ახლადგახსნილ ზედაზნის მონასტერს მიაშურა, სადაც ერთ წელზე მეტი დაჰყო.  იმჟამად მონასტრის აღდგენა მიმდინარეობდა და ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე გიორგის მისვლით დიდად გაიხარა სავანის წინამძღვარმა, მლვდელ-მონაზონმა ათანასემ (ზურაბაშვილი). მამა ათანასეც წარმოშობით სიღნაღის მაზრიდან იყო და განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდა ყმაწვილს. მისი დახმარებით გიორგიმ საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა, საეკლესიო ტიპიკონი და მედავითნის თანამდებობაზე მუშაობის უფლება მიიღო. 1889 წლის 20 ივლისს იგი მოხისის წმინდა გიორგის სახე-
38-1  საპატრიარქოს უწყებანი N38 14-20 ნოემბერი 2013წ გვ.18
დეკანოზი გიორგი მაჭავარიანი 1872-1944 (გაგრძელება)
ლობის ეკლესიის მედავითნეა, 1890 წლის 20 მარტს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, 1891 წლის 24 მაისს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს, 1897 წლის 26 ივლისიდან მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაშია, ხოლო 1900 წლის 10 მარტს კი -– ბიყარის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში. 1901 წლის 25 მარტიდან ისევ მელაანის სამრევლოში დააბრუნეს. ამავე პერიოდში გიორგიმ ჯვარი დაიწერა სოფელ ჯიმითში მცხოვრებ მარიამ ევგენის ასულზე (დაბ. 1886წ.), რომელთანაც ოთხი შვილი ეყოლა: ნინო (დაბ. 1905წ.), ქეთევანი (დაბ. 1907წ. ორივემ თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი დაამთავრა), ნიკოლოზი (დაბ. 1909წ.) და ანა (დაბ. 1912წ.).1906 წლის 6 სექტემბერს გიორგი თბილისში, ვერის  წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის  წიგნის მკითხველად დაადგინეს. 1907 წლის 22 მაისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. ამავე წელს ამტნისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1908 წლის 28 იანვარს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 30 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ჯიმითის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მასვე დაევალა ჯიმითის ძველი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრობაც. მამა გიორგიმ 1908 წლის 7 სექტემბერს ჯიმითის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1921 წლის გასაბჭოების შემდეგ სამღვდელოება დიდი განსაცდელის წინაშე დადგა. უღვთო ხელისუფლებისგან დევნილი მოძღვრები აუტანელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ ოჯახის სარჩენად სახსრები აღარ ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში იყვნენ  მცირეწლოვანი შვილების პატრონები. მამა გიორგი მათ შორის იყო, ვისაც ყველაფერი უნდა ეღონა, რათა ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩენილიყო და მშივრები არ დახოცილიყვნენ. მამა გიორგი რამდენჯერმე ჩავიდა თხოვნით თბილისში და საეკლესიო მმართველობას მისი ქალაქის ნებისმიერ ტაძარში დანიშვნა სთხოვა. პასუხის მოლოდინში იგი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე საეკლესიო წესებს  ასრულებდა, რასაც ადგილობრივ სამღვდელოებასთან დაპირისპირება მოჰყვა. მათ მოძღვარს საკათალიკოსო სინოდში უჩივლეს. მამა გიორგის მკაცრი გაფრთხილება მიეცა: თუ იგი უკანონო ქმედებებს არ შეწყვეტდა, მღვდელმსახურება საერთოდ აეკრძალებოდა. მღვდელი გიორგი თავის სამრევლოს დაუბრუნდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. 1925 წლის მიწურულს ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს, იგი სოფელ ჯიმითის ორივე ეკლესიის წინამძლვრად მოიხსენიება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მამა გიორგის დაშინება. ვერ ააღებინეს ხელი ღვთისმსახურებაზე. არ გაჭრა არც მუქარამ და არც დაშინების სხვა ხერხებმა. ამის შემდეგ ისინი პირდაპირ იერიშზე გადავიდნენ და მოძღვარი საკუთარი სახლიდან გამოაძევეს. ეს მოხდა 1926 წლის 27 ივნისს. გამოსახლების ფაქტი სამაზრო აღმასკომმა დაადასტურა. მათი გადაწყვეტილებით შენობა უნდა დანგრეულიყო და სოფელ გადრეკილში სკოლის შენობის ასაგებად გადაეტანათ. გაჭირვებაში და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მოძღვარი რამდენიმე. წელიწადი ეძებდა სამართალს.თუმცა არავინ უსმენდა. ბოლოს როგორც იქნა, საქართველოს ცაკის (ცენტრალური აღმასრულებელიკომიტეტი) თავჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს მიაწვდინა ხმა. წერილი 1928 წლის 21 სექტემბრითაა დათარიღებული: „გთხოვთ უმორჩილესად, მიიღოთ მხედველობაში ჩემი უკიდურესი გაჭირვება და გამომიყვანოთ ამ უფრსკულიდგან, რომელშიც მე ვიმყოფები, მყავს სარჩენელი ოთხი მცირეწლოვანი შვილები, ესე რომ, ოჯახობით სულ 6 სული შევსდგებით. არავითარი საქონელი არ მყავს, არც მაქვს სახნავი და არც ვენახი რაიმე, არც მიწა, არც სახლ-კარი. ჩემს სიყმაწვილის დროს გვქონია ჩვენს მშობლებს სოფელ მელაანში ვენახი და სახნავი მიწა და სახლი, რომლებიც ეხლა სხვათა ხელშია. ოც წელიწადზე მეტია ვცხოვრობ სოფელ ჯიმითში ერთ კუხნიან ფიცრულ ოთახში, რომელსაც აქვს 400 კვ. საჟენი ეზო და ბაღჩა - ცოტა ხეხილით. სხვა არაფერი, არც სახლი გამაჩნია და არც ერთი საჟენი მიწა რაიმე. ოთახიდან გამოუბარგებიათ ჩემი ოჯახობა და ყმაწვილები ადგილობრივ აღმასკომის თავჯდომარის
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 14-20 ნოემბერი 2013წ გვ.19
დეკანოზი გიორგი მაჭავარიანი 1872-1944 (გაგრძელება)
თანაშემწეს და მილიციის უფროსს. ახლაც ჩემი ცოლი და ბავშვები იმყოფებიან ბარგით გარეთ ბალკონ საჩუხში და ღია უჭერო კუხნაში. კარები გაულაქიათ ბეჭდით ჩემს ბინაში არ ყოფნის დროს. ეს მეორე წელიწადია ვიტანჯებით, არც ოთახი მოიხმარეს რათმე და არც გამოდგება, ძველი რაიმე შენობაა. მე ვარ ძლიერ უღარიბესი პირი, მასთან, ჯანით ავადმყოფი, წლოვანებით 57 წლის, სახლში ჩემს მეტი მომმარაგებელი არა მყავს, მყავს მარტო უწლოვანი შვილები. სიღარიბის   გამო არც რაიმე სამეურნეო  ხარჯი არ მაწერია, და რომ  ისევ გარეთ დავრჩე, რადგან აცივდა და ზამთარი მომავალია გარეთ ყოფნა ბავშვებისა  და ჩემისთანა ავადმყოფი მოხუცისა ვერ ძალგვიძს და რაიც შეუძლებელია, ამისთვის  უმორჩილესად გთხოვთ, ნება გვიბოძეთ, გავხსნათ და ისევ მოგვათავსონ იმავე ჩვენ კუთვნილ ოთახში. იმედი გვაქვს, კეთილ ინებებთ და არ დაგვტოვებთ გარეთ ეზოში.  მოგახსენებთ მასთან, საკვირველი და გასაოცარია, განა რისთვის სჭირდებათ ასეთი მსხვერპლი და ბავშვების აწიოკება. ეს ყოველივე კი ვისი ინტერესებით არის მოქმედებული, მაშ და, რისთვის არის აქნობამდის სახლი დაკეტილი და დაბეჭდილი. ამასთან, დაურთავ ადგილობრივი აღმასკომის მოწმობას, საიდანაც სჩანს, რომ მე არავითარი სახლკარი და ქონება არ გამაჩნია და ამ მიზნით კი გამოუტანიათ ბარგი, ვითომც მე მქონდეს მელაანში რაიმე ბინა, აგრეთვე ინახულებთ ჩემს ავადმყოფობის მედიცინის მოწმობას და დამიბრუნებთ. მასთან,  მოგახსენებთ, მე გახლდით გაწვეული ქუთაისის საეკლესიო კრებაზედ დელეგატად, როდესაც მილი- ცია და თემის თავჯდომარის თანაშემწე მოსულიყვნენ და დაჭერა ეპირებინათ ჩემი ცოლის და მცირეწლოვან ვაჟის, თუ არ დასცლით ოთახსაო“.  თავის მხრივ, ფილიპე მახარაძე ამავე წლის 25 სექტემბერს კახეთის მაზრის აღმასკომის თავჯდომარეს, გრიგოლ ხელაშვილს წერდა: „გიგზავნით რა ამასთანავე სოფ. ჯიმითის მცხ. მღვდლის გიორგი მაქავარიანის განცხადებას. გავალებთ გამოარკვიოთ, როდის, ვისი განკარგულებით, რა მიზეზით და რა პირობებში ჩამოერთვა ხსენებულ მაჭავარიანს და მის წვრილშვილიან ოჯახს ერთადერთი თავშესაფარი სახლი, რომელიც შესდგება ერთი საცხოვრებელის ოთახიდან და სამზარეულოდან. მთხოვნელის  განცხადებით, ჩამორთმეული ოთახი დღემდე დალუქულია და მისი ოჯახი კი მოთავსებულია საცხოვრებლად გამოუსადეგარ სამზარეულოში. საქმის ვითარების გამორკვევის შემდეგ გავალებთ, მოიმოქმედოთ შეკრებილი მასალისდა მიხედვით და მიიღოთ სათანადო ზომები, რათა მოქ. მაჭავარიანის თხოვნა ჩამორთმეული ოთახის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილებულ იქნეს შესაძლებელ ფარგლებში და შედეგი აცნობეთ ს.ს ცაკს“.  ფილიპე მახარაძის სიტყვები  მხოლოდ ფურცელზე დარჩა, თავი არავინ შეიწუხა მის შესრულებაზე. უმძიმესი დრო იდგა. სამღვდელოება თითქმის კანონგარეშედ იყო გამოცხადებული და ამიტომ მათ თხოვნებსა და საჩივრებს არავინ აქცევდა ყურადღებას. XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში მღვდელი გიორგი იძულებული გახდა თბილისში გადმოსულიყო და დახმარება კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესათვის (ცინცაძე) ეთხოვა. უწმინდესმა კალისტრატემ გაითვალისწინა მამა გიორგის გაჭირვებული მდგომარეობა და იგი ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დანიშნა. გარდა ამისა, მამა გიორგის დაევალა საეკლესიო წესების შესრულება ვერის ახალ სასაფლაოზე, სადაც ის უნდა დახმარებოდა თბილისის ყოვლადწმინდა სამებისა და სოლოლაკის მაცხოვრის  ამაღლების სახელობის ტაძრების მღვდელმსახურებს.  1937 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1940 წლის 23 დეკემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ მამა გიორგი სისხლის სამართლის 58-10 მუხლის საფუძველზე დააპატიმრა და გასამართლების შემდეგ ხელისუფლების დამხობასა და აგიტაცია-პროპაგანდაში დასდეს ბრალი. დეკანოზ გიორგის 6 წლით გადასახლება მიუსაჯეს. 1945 წლის 22 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატიდან მიიღო ცვნობები 1937-1941 წლებში რეპრესირებული სამღვდლოების შესახებ. გადასახლებულთა სიაში, რიგით პირველ გრაფაში, დეკანოზ გიორგი ილიას ძე მაჭავარიანის შესახებ ეწერა, რომ იგი გარდაიცვალა საპატიმროში. ეს მოხდა დაახლოებით 1944 წელს. სხვაგვარად წარიმართა მისი უფროსი ძმის, მღვდელი იოსებ მაჭავარიანის ცხოვრება. იგი 1870 წელს დაიბადა. 1884-1888 წლებში იოსები გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში საბერო მორჩილებას გადიოდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობადა საეკლესიო ტიბიკონი. რუსულ ენაზე მსახურება მან
38-3 საპატრიარქოს უწყებანი N38 14-20 ნოემბერი 2013წ გვ.20
დეკანოზი გიორგი მაჭავარიანი 1872-1944 (დასასრული)
ეგზარქოსების კარის წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიაში ისწავლა. 1889 წლის 26 იანვარს პანკისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1895 წლის 15 ოქტომბერს კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. კალაურის ეკლესიაში მსახურების პერიოდში
მამა იოსები პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული. უსასყიდლოდ ასწავლიდა ბავშვებს ადგილობრივ სკოლაში. 1905 წლის 18 ოქტომბერს თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1907 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1910 წელს ვეჯინის სამინისტრო სკოლის საღვთის სჯულის მასწავლებლად  დაინიშნა. 1916 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1922 წლის 2 თებერვალს ზეწოლის შედეგად მან გაიხადა ანაფორა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ჰყავდა მეუღლე – ანა დავითის ასული (დაბ. 1877წ.) და შვილები: თამარი (დაბ. 1897წ.), მარიამი (დაბ. 1900წ.), ქსენია (დაბ. 1901წ.), ეკატერინე (1908წ.) და ელენე (1912წ.). პირველმა სამმა დაამთავრა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერთან არსებული ქალთა სასწავლებელი.


 დეკანოზი გიორგი მაჭავარიანი დაიბადა 1872 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მელაანში მღვდლის ოჯახში. 1884-1888 წლებში იგი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1888 წელს, ოცდაორი წლის ყმაწვილმა ახლადგახსნილ ზედაზნის მონასტერს მიაშურა, სადაც ერთ წელზე მეტი დაჰყო. იმჟამად მონასტრის აღდგენა მიმდინარეობდა და ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე გიორგის მისვლით დიდად გაიხარა სავანის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა ათანასემ (ზურაბაშვილი). მამა ათანასეც წარმოშობით სიღნაღის მაზრიდან იყო და განსაკუთრებული სითბოთი  ეპყრობოდა ყმაწვილს. მისი დახმარებით გიორგიმ საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი და მიიღო უფლება მედავითნე ყოფილიყო.


      1889 წლის 20 ივლისს გიორგი მოხისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, 1890 წლის 20 მარტს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს, 1891 წლის 24 მაისს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს, 1897 წლის 26 ივლისიდან მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნეა, ხოლო 1900 წლის 10 მარტს ბიყარის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.

    1901 წლის 25 მარტიდან გიორგი ისევ მელაანის სამრევლოში დააბრუნეს, ხოლო 1906 წლის 6 სექტემბერს თბილისში, ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წიგნის მკითხველად დაადგინეს.  

   1907 წლის 22 მაისს გიორგი მაჭავარიანი ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. ამავე წელს ამტნისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს და 1908 წლის 28 იანვარს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 30 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ჯიმითის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა ჯიმითის ძველი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრობაც. 1908 წლის 7 სექტემბერს ჯიმითის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 

    1921 წლის გასაბჭოების შემდეგ სამღვდელოება დიდი განსაცდელის წინაშე დადგა. უღვთო ხელისუფლებისგან დევნილი მოძღვრები აუტანელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ ოჯახის სარჩენად სახსრები აღარ ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში იყვნენ მცირეწლოვანი შვილების პატრონები. მამა გიორგიც მათ სიაში იყო, ვისაც ყველაფერი უნდა ეღონა, რათა ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩენილიყო და მშივრები არ დახოცილიყვნენ. მამა გიორგი რამდენჯერმე ჩავიდა თბილისში და საეკლესიო მმართველობას ქალაქის ნებისმიერ ტაძარში მისი დანიშვნა სთხოვა. პასუხის მოლოდინში კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე საეკლესიო წესებს ასრულებდა, რასაც ადგილობრივ სამღვდელოებასთან დაპირისპირება მოჰყვა. მოძღვარს საკათალიკოსო სინოდში უჩივლეს და მას მკაცრი გაფრთხილება მიეცა, თუ იგი არ შეწყვეტდა უკანონო ქმედებებს, საერთოდ აეკრძალებოდა მღვდელმსახურება. მღვდელი გიორგი იძულებული გახდა თავის სამრევლოს დაბრუნებოდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა.

     1925 წლის მიწურულს, ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს, იგი სოფელ ჯიმითის ორივე ეკლესიის წინამძღვრად მოიხსენიება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მამა გიორგის დაშინება. ვერ ააღებინეს ხელი ღვთისმსახურებაზე. არ გაჭრა არც მუქარამ და არც დაშინების სხვა ხერხებმა. ამის შემდეგ ისინი პირდაპირ იერიშზე გადავიდა და მოძღვარი საკუთარი სახლიდან გამოაძევეს. ეს მოხდა 1926 წლის 27 ივნისს. გამოსახლების ფაქტი დაადასტურა სამაზრო აღმასკომმა. მათი გადაწყვეტილებით შენობა უნდა დანგრეულიყო და გადაეტანათ სოფელ გადრეკილში სკოლის შენობის ასაგებად. გაჭირვებაში და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მოძღვარი რამდენიმე წელიწადი ეძებდა სამართალს. თუმცა არავინ უსმენდა. ბოლოს როგორც იქნა, საქართველოს ცაკის თავჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს მიაწვდინა ხმა. წერილი 1928 წლის 21 სექტემბრითაა დათარიღებული: `გთხოვთ უმორჩილესად მიიღოთ მხედველობაში ჩემი უკიდურესი გაჭირვება და გამომიყვანოთ ამ უფრსკულიდგან, რომელშიც მე ვიმყოფები. მყავს სარჩენელი ოთხი მცირეწლოვანი შვილები, ესე რომ ოჯახობით სულ 6 სული შევსდგებით. არავითარი საქონელი არ მყავს, არც მაქვს სახნავი და არც ვენახი რაიმე, არც მიწა, არც სახლ-კარი. ჩემს სიყმაწვილის დროს გვქონია ჩვენს მშობლებს სოფელ მელაანში ვენახი და სახნავი მიწა და სახლი, რომლებიც ეხლა სხვათა ხელშია. ოც წელიწადზე მეტია ცხოვრობ სოფელ ჯიმითში ერთ კუხნიან ფიცრულ ოთახში, რომელსაც აქვს 400 კვ. საჟენი ეზო და ბაღჩა ცოტა ხეხილით. სხვა არაფერი არც სახლი გამაჩნია და არც ერთი საჟენი მიწა რაიმე. ოთახიდან გამოუბარგებიათ ჩემი ოჯახობა და ყმაწვილები ადგილობრივ აღმასკომის თავჯდომარის თანაშემწეს და მილიციის უფროსს. ახლაც ჩემი ცოლი და ბავშვები იმყოფებიან ბარგით გარეთ ბალკონ საჩუხში და ღია უჭერო კუხნაში და კარებიო გაულაქიათ ბეჭდით. ჩემს ბინაში არ ყოფნის დროს ეს მეორე წელიწადია ვიტანჯებით, არც ოთახი მოიხმარეს რათმე და არც გამოდგება ძველი რაიმე შენობაა. მე ვარ ძლიერ უღარიბესი პირი, მასთან ჯანით ავადმყოფი, წლოვანებით 57 წლის, სახლში ჩემს მეტი მომმარაგებელი არა მყავს, მყავს მარტო უწლოვანი შვილები. სიღარიბის გამო არც რაიმე სამეურნეო ხარჯი არ მაწერია, და რომ ისევ გარეთ დავრცე, რადგან აცივდა და ზამთარი მომავალია გარეთ ყოფნა ბავშვებისა და ჩემისთანა ავადმყოფი მოხუცისა ვერ ძალგვიძს და რაიც შეუძლებელია, ამისთვის უმორჩილესად გთხოვთ ნება გვიბოძეთ, გავხსნათ და ისევ მოგვათავსონ იმავე ჩვენ კუთვნილ ოთახში. იმედი გვაქვს კეთილ ინებებთ და არ დაგვტოვებთ გარეთ ეზოში. მოგახსენებთ მასთან, საკვირველი და გასაოცარია, განა რისთვის სჭირდებათ ასეთი მსხვერპლი და ბავშვების აწიოკება. ეს ყოველივე კი ვისი ინტერესებით არის მოქმედებული, მაშ და რისთვის არის აქნობამდის სახლი დაკეტილი და დაბეჭდილი. ამასთან დაურთავ ადგილობრივი აღმასკომის მოწმობას, საიდანაც სჩანს, რომ მე არავითარი სახლ-კარი და ქონება არ გამაჩნია და ამ მიზნით კი გამოუტანიათ ბარგი, ვითომც მე მქონდეს მელაანში რაიმე ბინა, აგრეთვე ინახულებთ ჩემს ავადმყოფობის მედიცინის მოწმობას და დამიბრუნებთ. მასთან, მოგახსენებთ, მე გახლდით გაწვეული ქუთაისის საეკლესიო კრებაზედ დელეგატად, როდესაც მილიცია და თემის თავჯდომარის თანაშემწე მოსულიყვნენ და დაჭერა ეპირებინათ ჩემი ცოლის და მცირეწლოვან ვაჟის, თუ არ დასცლით ოთახსაო~.  თავის მხრივ, ფილიპე მახარაძე ამავე წლის 25 სექტემბერს კახეთის მაზრის აღმასკომის თავჯდომარეს, გრიგოლ ხელაშვილს წერდა: `გიგზავნით რა ამასთანავე სოფ. ჯიმითის მცხ. მღვდლის გიორგი მაჭავარიანის განცხადებას. გავალებთ გამოარკვიოთ, როდის, ვისი განკარგულებით, რა მიზეზით და რა პირობებში ჩამოერთვა ხსენებულ მაჭავარიანს და მის წვრილშვილიან ოჯახს ერთად ერთი თავშესაფარი სახლი, რომელიც შესდგება ერთი საცხოვრებელის ოთახიდან და სამზარეულოდან. მთხოვნელის განცხადებით, ჩამორთმეული ოთახი დღემდე დალუქულია და მისი ოჯახი კი მოთავსებულია საცხოვრებლად გამოუსადეგარ სამზარეულოში. საქმის ვითარების გამორკვევის შემდეგ გავალებთ მოიმოქმედოთ შეკრებილი მასალის და მიხედვით და მიიღოთ სათანადო ზომები, რათა მოქ. მაჭავარიანის თხოვნა ჩამორთმეული ოთახის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილებულ იქნეს შესაძლებელ ფარგლებში და შედეგი აცნობეთ ს. ს. ცაკს~. ფილიპე მახარაძის სიტყვები მხოლოდ ფურცელზე დარჩა, თავი არავინ შეიწუხა მის შესრულებაზე. უმძიმესი დრო იდგა. სამღვდელოება თითქმის კანონგარეშედ იყო გამოცხადებული და ამიტომ მათ თხოვნებსა და საჩივრებს არავინ ანიჭებდა უპირატესობას. XX ს-ის 30-იან წლების დასაწყისში მღვდელი გიორგი იძულებული გახდა თბილისში გადმოსულიყო და დახმარება კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესათვის (ცინცაძე) ეთხოვა. უწმინდესმა კალისტრატემ გაითვალისწინა მამა გიორგის გაჭირვებული მდგომარეობა და იგი ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დანიშნა. გარდა ამისა, მამა გიორგის დაევალა საეკლესიო წესების შესრულება ვერის ახალ სასაფლაოზე, სადაც ის უნდა დახმარებოდა თბილისის ყოვლადწმინდა სამებისა და სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების ტაძრების მღვდელმსახურებს. 1937 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1939 წლის 25 იანვარს დაიხურა ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია და ამავე წლის 10 მარტს დეკანოზი გიორგი კუკიის წმ. ნინოს სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1940 წლის 23 დეკემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის #58-10 მუხლის საფუძველზე დააპატიმრა და გასამართლების შემდეგ ხელისუფლების დამხობაში და აგიტაცია-პროპაგანდაში დასდეს ბრალი. დეკანოზ გიორგის 6 წლით გადასახლება მიუსაჯეს. 1945 წლის 22 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ საქართველოს სსრ. სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატიდან მიიღო ცნობები 1937-1941 წლებში რეპრესირებული სამღვდლოების შესახებ. გადასახლებულთა სიაში, რიგით პირველ გრაფაში დეკანოზ გიორგი ილიას ძე მაჭავარიანის შესახებ ეწერა, რომ იგი გარდაიცვალა საპატიმროში. ეს მოხდა, დაახლოებით 1944 წელს. მეუღლე მარიამ ევგენის ასული ლოლაშვილი (1886, სოფ. ჯიმითიდან) და შვილები: ნინო (1905), ქეთევანი (1907), ნიკოლოზი (1909), ანა (1912), თამარი (1916) და ალექსანდრე (1922).   

გიორგი მაჩურიშვილი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.06.2023
ბოლო რედაქტირება 25.11.2025
სულ რედაქტირებულია 11

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0