სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10074

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი 1872-1923 ქართველი პოლკოვნიკი ქსნის ერისთვი

1872-1923 წწ. გარდ. 51 წლის

სამხედრო პირი

გვარი მაჭავარიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

131       ბეჭდვა

ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი 1872-1923 ქართველი პოლკოვნიკი ქსნის ერისთვი

ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი (დ. 1872 — გ. 20 მაისი1923თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი.


მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიის სალიანის 206-ე ქვეით პოლკში (1909 წლის სიით — პოდპორუჩიკი). ამავე პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). შტაბს-კაპიტანმა მაჭავარიანმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1915 წლის 16 აგვისტოს სოფ. დუბოვოსთან (ახლანდ. ბელარუსის ტერიტორია) ბრძოლაში, როდესაც ხელჩართულ შეტაკებაში კონტრიერიშით უკუაგდო გერმანელთა შეტევა მის დაქვემდებარებაში მყოფი ბატალიონის პოზიციებზე. ამ დამსახურებისთვის მიიღო გიორგის ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“ (1915). ასევე დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (1915) და II (1917) ხარისხის, წმ. ანას IV (1915) და III ხარისხის (1916), წმ. ვლადიმერის IV ხარისხის (1917) ორდენებით.


ომში სამჯერ იყო დაჭრილი. 1916 წელს მიიღო კაპიტნის ჩინი.[1]

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოლკოვნიკის წოდებით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. საქართველოს წითელ არმიაში ქართული დივიზიის 1-ლი პოლკის უფროსის თანამდებობა ეჭირა. ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ წევრი. 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა


საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2020
ბოლო რედაქტირება 03.05.2023
სულ რედაქტირებულია 1





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


სამხედრო პირი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0