სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12098

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გერვასი იესეს ძე მაჭავარიანი XVIII ს-ის I ნახ. 1817წ. მიტროპოლიტი გერვასი იესეს ძე მაჭავარიანი XVIII ს-ის I ნახ. 1817წ. მიტროპოლიტი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მაჭავარიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

გერვასი იესეს ძე მაჭავარიანი XVIII ს-ის I ნახ. 1817წ. მიტროპოლიტი


14 საპატრიარქოს უწყებანი N1426აპრილი-2მაისი 2018წ გვ.18
მიტროპოლიტი გერვასი (მაჭავარიანი) XVIII ს-ის I ნახ. 1817

მიტროპოლიტი გერვასი XVIII ს-ის | ნახევარში მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი იესე მაჭავარიანი დიდად საქებური ვაჟკაცი, განუყრელად მეფე ერეკლე II-სთან იმყოფებოდა, თან ახლდა მრავალ ლაშქრობაში -– აზატ-ხანთან, განჯის ომში, მჭადიჯვრის ომში და სხვ. ასეთი ერთგულებისათვის  მეფე ერეკლემ უბოძა მას თავად სვიმონისშვილის
ბეითალმანი მამული 1764 წელს. მღვდელი იესეს გარდაცვალების შემდეგ მისი ორი ვაჟი –– ათანასესა და გერვასის სახელით ბერებად აღიკვეცნენ, შემდეგ კი მღვდელმთავრებად ეკურთხნენ და მათი მამულები 1815 წელს იასე ამილახვარმა უბოძა პეტრე მგალო

14-1  საპატრიარქოს უწყებანი N1426აპრილი-2მაისი 2018წ გვ.19
მიტროპოლიტი გერვასი (მაჭავარიანი) XVIII ს-ის I ნახ. 1817 (გაგრძელება)

ბელს (კარბელას) და მის ძმას გაბრიელ მღვდელს. იოანე ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „ღერვასი მაჭავარიანი სამთავნელი: ესეცა იყო აღზრდილი კათოლიკოზის ანტონისაგან, მთავარდიაკვნობასა შინა პირველ ქებული და უკანასკნელ მიიღო არხიერობა. ესე არს ტიბიკონთა შინა გამოცდილი და მშვენიერი ცერემონიოსი, უცხოდ რიგზედ შემწირველი, სტუმართმოყვარე და ეკლესიათა თვისთა მოღვაწე და თქვენ მიერცა პატივცემული“. პლატონ იოსელიანის სიტყვით  გერვასი წილკნელი, გვარით მაქჭავარიანი, ესე ეკურთხა მეფისა გიორგის დროსა, რომელიცა მას ვერა სწაყლობდა. რად? ვერ ვსცან; მოკვდა 1817 წელსა. ამის მეტი მეფის გიორგის დროს არ კურთხეულა ეპისკოპოსად“. ცნობილი ისტორიკოსი აქ ცდება, როცა ამბობს, რომ გერვასი გიორგი მეფის დროს ეკურთხა, რადგან იმავე ნაშრომში იგივეს წერს ნიკოლოზ ხარჭაშნელზე, რომელიც მართლა გიორგი მეფის დროს აკურთხეს მღვდელმთავრად, ხოლო გერვასი ერეკლე II-ის დროს იკურთხა.
1787 წელს გერვასი შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად და სამთავისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. ეს დასტურდება მთავარეპისკოპოს | პაისის (გარსევანიშვილი) წერილით გიორგი ბატონიშვილისადმი: „მე რომ სამთავნელი და მღვიმის წინამძლვარი გახლდი“... ამის მაგიერ სამთავნელად და მღვიმის წინამძღვრად ამ წელს დაუნიშნავთ გერვასი (მაჭავარიანი). 1794 წლის 19 სექტემბერს შედგენილ სიგელში და 1796 წლის 8 სექტემბერს შედგენილ ფიცის წიგნში ეპისკოპოსი გერვასი ისევ
იხსენიება შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. იგი საბუთს ხელს ასე აწერს: „ყოვლად სამღვდელო სამთავისისა, ქსნისა, წინამძღვარი მღვიმისა“. თ. ჟორდანიას მეორე უბის წიგნში, სამთავისის ეკლესიის სიძველეთა მოხსენიებისას, 43 გვ.-ზე შავი ფანქრით ჩაწერილი აქვს: „................. სამთავნელ ეპისკოპოზმან მაჭავარიანმა გერვასი შემოვწირე სამთავისის ღვთაების ეკლესიას წელსა ჩღუჟთ (1799)“. 1801 წელს საქართველოს სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსებმა აღწერის ქართლ-კახეთის ეპარქიები. ქართლის ეპარქიის ჩამონათვალში იხსენიება სამთავნელი ეპისკოპოსი გერვასი, რომელსაც ექვემდებარება 17 სოფელი, 1 თავადი და 5 აზნაური. 1803 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა წილკნელი
მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე). კათოლიკოსმა ანტონ II-მ წილკნის კათედრა არქიმანდრიტ დოსითეოსს (ფიცხელაური) ჩააბარა, რამაც გააღიზიანა საქართველოს მთავარმართებელი გენერალი პ. ციციანოვი. 1803 წლის 2 აპრილს იგი კათოლიკოს სწერს, რომ დაქვრივებული წილკნის კათედრა სამთავნელმა ეპისკოპოსმა გერვასიმ შეიერთოს. მიუხედავად ანტონ კათოლიკოსის წინააღმდეგობისა ციციანოვმა თავისი გაიტანა და გერვასი წილკნელსამთავნელი გახდა. სავარაუდოთ ამ დროს მიიღო მან მიტროპოლიტის წოდება, რადგან 1809 წელს წილკნის საკათედრო ტაძრისადმი შეწირული სახარების წარწერაში იგი მიტროპოლიტის წოდებით იხსენიება: „ქ. ეს წმიდა სახარება მძიმეთ მოჭედილი ოქროთი მძიმეთ დაფერილი ჩვენ ყოვლად სამღვდელომ წილკნელ მიტროპოლიტმან სამთავნელმან გერვასი მაჭავარიანმა, აღზრდილმან ანტონი საქართველოს მეფის იესეს ძისამან კათალიკოზისაგან, შევწირე წილკნის წმ. ღვთისმშობელის შობის ეკლესიას, მასთანვე შესაფერი ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა, ორი თეფში ოქრო ცურვილი. 1809 წ. მაისის 20“. 1810 წლის თებერვალში საეკლესიო კანონების
გათვალისწინებით მიტროპოლიტი გერვასი რუსთველ-ნინოწმინდელ მიტროპოლიტ სტეფანესთან (ჯორჯაძე) ერთად მონაწილეობს თბილელი მიტროპოლიტ არსენის (ბაგრატიონი) დაკითხვაში. 1810
წლის 23 ივლისს საქართველოს უმაღლესი მმართველობის პროკურორი ვინმე პლახოტინი გენ. ტორმასოვს წერდა ანტონ კათოლიკოსის და მისი გარემოცვის მიერ ჩადენილ „დანაშაულებს“, სადაც 58-ე პუნ-

საპატრიარქოს უწყებანი N13 19-25აპრილი 2018წ გვ.20
მიტროპოლიტი გერვასი (მაჭავარიანი) XVIII ს-ის I ნახ. 1817 (დასასრული)

ქტში საუბარია მეუფე გერვასიზეც: „სამთავნელ ეპისკოპოს გერვასიმ მისცა წილკნის კათედრა, და უწყალობა მისი კუთვნილი მონასტრის ყმებიც. ამაში მან აიღო 300 მან., ხოლო გენერალმაპ. ციციანოვმა შუამდგომლობაში მიიღო 150 მან.“ 1811 წლის 18 თებერვალს თბილისში სასულიერო დიკასტერია დაარსდა. აღმოსავლეთ საქართველოს 13 ეპარქიიდან დარჩა მხოლოდ ორი ეპარქია. ქართლისა და მცხეთის და ალავერდისა და კახეთის. შემცირების გამო წილკნელ-სამთავნელი მიტროპოლიტი გერვასი ქართლისა და მცხეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში შეიყვანეს, ქ. გორში
მიუჩინეს ბინა და 1000 მან. შემოსავალი დაუნიშნეს. 1814 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის შემდეგ, გორის ეპისკოპოსად
და საქართველოს ეგზარქოსის პირველ ქორეპისკოპოსად დაინიშნა.
მიტროპოლიტი გერვასი 1817 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა. დასაფლავებულია რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. საკათედრო ტაძარში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.01.2026
ბოლო რედაქტირება 13.01.2026
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0