21 სექტემბერს, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სვიმონ ნუცუბიძე დააჯილდოვა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 8 სექტემბერს გარდაიცვალა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სიმონ ნუცუბიძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოს ახლად შესვენებული დეკანოზი სიმონის სული.
ნუცუბიძე - გვარის 18 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
21 სექტემბერს, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სვიმონ ნუცუბიძე დააჯილდოვა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 8 სექტემბერს გარდაიცვალა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სიმონ ნუცუბიძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოს ახლად შესვენებული დეკანოზი სიმონის სული.
ნუცუბიძე ეგნატე - მღვდელმონაზონი.
2014 წლის 03 აპრილს, მცირე სქემაში აღკვეცა. 2025 წლის 07 აპრილს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. სოფელ ქვედა სიმონეთის (თერჯოლა) ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წევრი.
7 აპრილს წიფლოვანას მამათა მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი იოანე ნუცუბიძე და სახელად ეგნატე.
ნუცუბიძე ინდისი (კუკური) დეკანოზი, 1980წ. ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, მწვანეყვავილა. ქუთაისი, 2017. N 4 (30). გვ. 47-49.
ნუცუბიძე მიხეილ მედავითნე 1885-1917წ. ნიქოზი (ზემო, გორი) უფლის ამაღლების ეკლესია
ნუცუბიძე იოანე - მღვდელი.
2013 წლის 01 ივნისს, მღვდლად კურთხევა. იმსახურებს: ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.
1 ივნისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ იოანე ნუცუბიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დავით ინწკირველი. მღვდელი იოანე ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. დიაკონი დავითი მცხეთაში, არმაზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.