სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

რობიტაშვილი გიორგი მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

რობიტაშვილი გიორგი მღვდელი

დაბ. სოფ ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო 1845-1913წწ დაკრძ. ზემო მაჩხაანში ბიოგრაფია

რობიტაშვილი გიორგი 1845-1913წწ, წინამძღვარი მღვდელი  სოფელ ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)

30. სოფელ ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი რობიტაშვილი

1845 წელს ზემო მაჩხაანში დაიბადა. იგი ადრეული ასაკიდან დაუახლოვდა ეკლესიას და ღვთისმსახურებისადმი ინტერესი და 
მონდომება გამოიჩინა. მან კარგად შეისწავლა საეკლესიო ტიბიკონი და წირვა-ლოცვის დროს ადგილობრივ მედავითნეს ეხმარებოდა.
1863 წლიდან უკვე დამოუკიდებლად მსახურობს წიგნისმკითხველად. თითქმის ორი ათეული წლის 
მანძილზე მოუწია მას მედავითნეობა. ამ პერიოდში იგი დაოჯახდა კეთილმორწმუნე ოჯახის ასულ სოფიო ფხოველიშვილზე.
XIX საუკუნის 70-იან წლების მიწურულს მას მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.მამა გიორგიმ უპირველესი ყურადღება მიაქცია სოფელ ბოდბისხევის ყმაწვილების განათლებას. სამრევლო სკოლაში თავად ასწავლიდა წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს. სწავლის დროს მისი ვაჟი ნიკოლოზი გამორჩეულად 
ეხმარებოდა. სხვათაშორის ნიკოლოზმა პედაგოგობა აირჩია პროფესიად 
გვ168
და მსახურობდა სოფელ ველისციხეში, მაგრამ 1900 წელს მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ნაადრევად შეწყვიტა ახალგაზრდა მასწავლებლის სიცოცხლე. დიდმა მწუნარებამ მოიცვა მამა გიორგი, მაგრამ რწმენით დაითმინა განსაცდელი და მეტი მონდომებითა და ღვთის სიყვარულით გააგრძელა ღვთისა და ერის სამსახური. გაწეული შრომისათვის 1901 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1911 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. თავს გადახდენილმა განსაცდელებმა მამა გიორგის ჯანმრთელობა შეარყია, მას  ფიზიკურად აღარ შეეძლო ღვთისმსახურების გაგრძელება. ამიტომ 1913 წლის 28 იანვარს ავადმყოფობის გამო მას თავისი თხოვნის საფუძველზე სინოდის ბრძანებით 300 მანეთი პენსია დაენიშნა. ჯანმრთელობა შერყეული მოძღვარი მალევე, 1913 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ მეუღლეს სოფიოსა და განუკურნებელი სენით დაავადებულ შვილ თებრონიას დაენიშნათ 200 მანეთი პენსია. 


რობიტაშვილი - გვარის 15 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

რობიტაშვილი გიორგი მღვდელი
რობიტაშვილი გიორგი - მღვდელი. დაბ. სოფ ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო 1845-1913წწ დაკრძ. ზემო მაჩხაანში ბიოგრაფია სრულად ნახვა
რობიტაშვილი ელენე (ირინა) ნიკოლოზის ასული მონაზონი
რობიტაშვილი ელენე (ირინა) ნიკოლოზის ასული - მონაზონი. დაბ. 1941 წლის 12 ნოემბერი  დაბ. თბილისი  2003 წლის 19 აპრილის მეუფე სერგი (ჩეკურიშვილმა) აღკვეცა მონაზვნად. სახლში მყოფი მონაზონი  სრულად ნახვა
რობიტაშვილი ვლადიმერი - მედავითნე. სრულად ნახვა
რობიტაშვილი ზაალ - მედავითნე. სრულად ნახვა
რობიტაშვილი იოსები - მღვდელი. სრულად ნახვა
რობიტაშვილი პართენ - მედავითნე. სრულად ნახვა
რობიტაშვილი ილია - მღვდელი. სრულად ნახვა
რობიტაშვილი ლუარსაბ - მღვდელი. სრულად ნახვა
რობიტაშვილი მიხეილ დიმიტრის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
რობიტაშვილი დავით - მღვდელი. სრულად ნახვა
რობიტაშვილი ისააკი - დიაკვანი. სრულად ნახვა
რობიტაშვილი ნიკოლოზი - მედავითნე. სრულად ნახვა
რობიტაშვილი გიორგი - მღვდელი. სრულად ნახვა
რობიტაშვილი გიორგი - მედავითნე. სრულად ნახვა
რობიტაშვილი დავით - მედავითნე. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.