სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

საყვარელიძე ალექსანდრე იოსების ძე იღუმენი

1834-1906წწ

საყვარელიძე ალექსანდრე (ალექსი) იოსების ძე იღუმენი

საყვარელიძე ალექსანდრე - ერისკაცობაში ალექსი იოსების ძე, დაიბადა 1834 წელს, გარდაიცვალა  1906-08 წლებში. იღუმენი ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერი 1880-1906წ. ხირსა (სიღნაღი) მამათა მონსტერი


იღუმენი ალექსანდრე - ერისკაცობაში ალექსი იოსების ძე საყვარელიძე


1834 წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში ისწავლა, სადაც 1862 წლის 7 ივლისს მორჩილად განამწესეს.

1873 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტმა კესარიამ (ჩეკურიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდა.

1877 წლის 18 ივლისს დიაკვნად აკურთხეს და თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტრის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1878 წლის დასაწყისში ისევ ხირსის მონასტერში გადაიყავნეს და ამავე წლის 14 ივლისს მღვდლად დაასხეს ხელი.

1880 წლის 14 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.

XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მონასტრის ხაზინდრად დაინიშნა.

1886 წლის 14 აგვისტოს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უწყალობა.

1887 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1895 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს.

1896 წლის მარტში მონასტრის სამრეკლოს შეკეთებისათვის და კეთილმოწყობისათვის წმინდა სინოდმა 21 მანეთად ღირებული ვერცხლის ჯვრით და 59 მანეთად ღირებული ვერცხლის ყდიანი ქართული სახარებით დააჯილდოვა.

1900 წლის 9 ივლისს იღუმენის წოდება მიენიჭა.

1910 წელს აღწერილ ხირსის მონასტრის საფლავების სიაში სწერია: ”ეკლესიის ეკვდერში ასაფლავია ამ მონასტრის მშრომელი და მოღვაწე, აზნაური იღუმენი ალექსანდრე”. როგორც ჩანს, იგი 1906-08 წლებში გარდაიცვალა.


საყვარელიძე - გვარის 16 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

საყვარელიძე ევდემონ II აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი
საყვარელიძე ევდემონ II - აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი . 1666-1674წწ სრულად ნახვა
საყვარელიძე სვიმონ ხონელი ეპისკოპოსი
საყვარელიძე სვიმონ - ხონელი ეპისკოპოსი. სრულად ნახვა
საყვარელიძე მელქისედეკ  გენათელი ეპისკოპოსი
საყვარელიძე მელქისედეკ - გენათელი ეპისკოპოსი. სრულად ნახვა
საყვარელიძე დავითი ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი
საყვარელიძე დავითი - ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი. სრულად ნახვა
საყვარელიძე ეფთვიმე (ექვთიმე) I  აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი
საყვარელიძე ეფთვიმე (ექვთიმე) I - აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი. სრულად ნახვა
საყვარელიძე იოანე (ივანე) ესტატეს ძე დეკანოზი
საყვარელიძე იოანე (ივანე) ესტატეს ძე - დეკანოზი. დაბ. თელავი 1891-1962წწ  ბიოგრაფია სრულად ნახვა
საყვარელიძე ბარნაბა იოვანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
საყვარელიძე გიორგი დავითის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
საყვარელიძე დავით გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
საყვარელიძე დავით ვახტანგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
საყვარელიძე ელისაბედი - მონაზონი. სრულად ნახვა
საყვარელიძე იოანე ლევანის ძე - დეკანოზი. სრულად ნახვა
საყვარელიძე ვასილი - მღვდელი. სრულად ნახვა
საყვარელიძე ივანე (იოანე) - მედავითნე. სრულად ნახვა
საყვარელიძე მიხაილი - მედავითნე. სრულად ნახვა
საყვარელიძე ალექსანდრე იოსების ძე - იღუმენი. 1834-1906წწ სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.