ქობალია გიორგი (მღვდელ-მონაზონი). საპატრიარქოს უწყებანი. -  2011. - 10-16 თებერვალი. 
საპატრიარქოს უწყებანი N3 20-26 იანვარი 2011წ გვ.7
ხელდასხმა
2 იანვარს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის (დილომი) ბერმონაზონი გიორგი (ქობალია). ბერ-დიაკონი გიორგი ავჭალის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N4 27იანვარი-2თებერვალი 2011წ გვ.6 
მონასტრების კურთხევა
18 იანვარს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ავჭალის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის მამათა მონასტერი და ეკლესია. წირვაზე ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის საძმოს წევრს, ბერ-დიაკონ გიორგის (ქობალია).
საპატრიარქოს უწყებანი N6 10-16 თებერვალი 2011წ გვ.4
ტაძრის კურთხევა და ხელდასხმა 
18 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქ. თბილისში გაიხსნა მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი. ახალი ტაძარი აკურთხა და პირველი წირვა აღავლინა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი). კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვაკურთხევით, ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი იოანე (გვაჯაია). ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ გიორგის (ქობალია). მღვდელ-მონაზონი გიორგი ამავე ტაძარში იმსახურებს,
დაჯილდოება 
11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურნი: იღუმენი გიორგი ქობალია არქიმანდრიტი წოდებით; მღვდელი ლუკა რუხაძე დეკანოზის წოდებით და ოქროს ჯვრით; მღვდელი ანდრია ბლიაძე  დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით.