
ფერაძე გიორგი მღვდელი 1863-1911წწ 1894 წელი ყვარლის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. დასაფლავებულია ქ. თელავის ძველ სასაფლაოზე. ფოტო
მღვდელი გიორგი ფერაძე (1863 – 1911)

გიორგი ფერაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად.
მოძღვარ – მასწავლებელი
ფერაძეების ადრეული წინაპრები მწყემსები იყვნენ, მაგრამ ერთ დილით, უდაბნო ადგილას, სადაც ორი მწყემსი დარაჯობდა თავის ფარას, გაისმა ზარების სასწაული ხმა და ამ მელოდიის ბგერებში ერთ-ერთ მწყემს ეუწყა, რომ მისი შთამომავლები უნდა ქცეულიყვნენ ადამიანთა სულების მწყემსებად. ამ დროიდან იწყება ახალი ჟამი მათი გვარის ცხოვრებაში. ცხვრის მწყემსები სულთა მწყემსებად გადაიქცნენ.
მღვდელი გიორგი ფერაძე დაიბადა 1863 წელს. მამამისი მღვდელი სვიმონი ოაკიმეს ძე ფერაძე 1866-1882 წლებში მსახურობდა იმერეთის ეპარქიაში, სოფელ უბისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. გარდა გიორგისა, მას ჰყავდა უფროსი ვაჟიც-მღვდელი რომანოზ ფერაძე, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის მამა.

1877-1881 წლებში გიორგი ფერაძე სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1881 წლის 2 ივნისს მან ქუთაისის პედაგოგიურ სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც 1885 წელს წარჩინებით დაამთავრა და მასწავლებლის მოწმობა მიიღო. სასწავლებლის დამთავრებლის შემდეგ ორი წელი მუშაობდა სოფელ სიმონეთში სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად. 1888 წლის იანვრიდან კი იგი განამწესეს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანცელარიაში.
1890 წლის 21 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) გიორგი დიაკვნად აკურთხა, ერთი კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სოფელ ვალეს ყოვლადწმინდა
145
ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. ორი წელი იგი უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო ჯულს ვალეს სამრევლო-საეკლესიო სკოლაში.
1892 წლიდან იგი მუშაობდა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის მასწავლებლად.
1894 წლის 21 თებერვალს მამა გიორგი ყვარლის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1896 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1897 წლის 14 ივნისს კი, რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის, სამკერდე მუქი ვერცხლისფერი მედლით დააჯილდოვეს.
146
1897 წლის 1 სექტემბერს მამა გიორგი ყვარლის ორკლასიანი სასოფლო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1900 წლის 1 მაისს სკუფია უბოძეს. 1903 წელს კი წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უწყალობა.
1905 წელს მამა გიორგის უეცრად ავად გაუხდა უფროსი ძმა-მღვდელი რომანოზი, რომელიც იმ დროს კახეთში, ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა და გარდაიცვალა. დატოვა დამწუხრებული მეუღლე მარიამ სამადაშვილი და სამი მცირე წლოვანი შვილი. მამა რომანოზი დაასაფლავეს ბაკურციხის ეკლესიის ეზოში. მის ვაჟიშვილებიდან შუათანა, გრიგოლი, რომელიც მაშინ შვიდი წლის იყო, ბიძამ, ყვარლის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელმა, გიორგი ფერაძემ აღსაზრდელად თავისთან წაიყვანა, სადაც მომავალი წმინდანი-მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე, დაახლოებით ხუთი წელი ცხოვრობდა, ვიდრე თბილისში გაგზავნიდნენ მას სასწავლებლად და ეხმარებოდა ბიძას წირვა-ლოცვებზე სტიქაროსნად.
ამაგდარი ბიძა-მღვდელი გიორგიც 1911 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა დასაფლავებულია ქ. თელავის ძველ სასაფლაოზე.
ყვარელი ამაყობს თავისი ღვაწლ-მოსილი მოძღვარ-მასწავლებლით-მღვდელ გიორგი ფერაძით და მისი აღზრდილითა და ძმიშვილით-წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძით, რომელსაც თავისი უდიდესი ნიჭიერება წმ. ილია მართლის ნააკვნარმაც დაანათლა.
147
120. სოფელ ყვარელის ფერისცვალების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი სვიმონის ძე ფერაძე

1863 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა.
1877-81 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1881 წლის 2 ივნისს ქუთაისის პედაგოგიურ სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც 1885 წელს დაამთავრა და მასწავლებლის მოწმობა მიიღო. ამავე წლის 1 სექტემბრიდან 1887 წლის 1 სექტემბრამდე სიმონეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად მუშაობს. 1888 წლის 11 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანცელარიაში განამწესეს.
1890 წლის 21 იანვარს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, ერთი კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და ვალეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1890 წლის 15 აპრილიდან - 1892 წლის 15 იანვარამდე უსასყიდლოდ ასწავლიდა ვალეს სამრევლო-საეკლესიო სკოლაში.
1892 წლის 15 იანვრიდან - 1894 წლის 21 თებერვლამდე კავკასიაში ქრისტიანობის აღმგდენელი კომიტეტის სკოლის მასწავლებლად მუშაობს.
1894 წლის 21 თებერვალს ყვარლის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1896 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1897 წლის 14 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე მუქი ვერცხლის ფერი მედლით დაჯილდოვდა. ამავე წლის 1 სექტემბერს ყვარლის ორკლასიანი სასოფლო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1900 წლის 1 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა.
1903 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა. მღვდელი გიორგი 1911 წლის 21 სექტემბერს გარდაიცვალა. (საფლავზე აწერია 7 სექტემბერი) გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. თელავის ძველ სასაფლაოზე.
(საყურადღებოა, რომ მღვდელი გიორგი წმინდა გრიგოლ ფერაძის ბიძა და აღმზრდელი იყო).
გვ222