სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ვარდიაშვილი ალექსანდრე მიხეილის ძე მღვდელი

დაიბადა 1868 წელს

ვარდიაშვილი ალექსანდრე მიხეილის ძე მედავითნე

ვარდიაშვილი ალექსანდრე მიხეილის ძე, დაიბადა 1868 წელს წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ენისელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) 1891წ. მედავითნე ართანა (თელავი) ორმოცი მოწამის/აღდგომის ეკლესია



1868 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. გაიარა თბილისის სასულიერო სემინარიის ხუთი კურსი, საიდანაც თავისი თხოვნით,
1889 წლის 7 სექტემბერს ყვარელის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1890 წლის 26 იანვარს არტაანის აღდგომის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1892 წლის 30 მაისს დიაკვნად იკურთხა.
1892 წლის ოქტომბრიდან - 1896 წლის ჩათვლით ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა.
1898 წლის 27 ივნისს ყარსის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მედავითნის შტატში განამწესეს.
1901 წლის 6 თებერვალს ყარსის სანთლის ქარსნის საქმის მწარმოებლად დაინიშნა. 1902 წლის 25  მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ბაქოს გუბერნიაში, დაბა ჯევათის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1903 წლის 9 ოქტომბერს ენისელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წელს ენისელის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1907 წელს საგვერდული უბოძეს.
1913 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა მიიღო.
1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ამავე წლის სექტემბერში, თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
გვ172
 1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ ანაფორა გაიხადა და მღვდელმსახურება შეწყვიტა. 

ვარდიაშვილი - გვარის 12 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ვარდიაშვილი  დიმიტრი ნიკოლოზის ძე მღვდელი
ვარდიაშვილი დიმიტრი ნიკოლოზის ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. საბუე, ყვარელი 1872-1924 წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ვარდიაშვილი  ნიკოლოზ ისააკის ძე  დეკანოზი
ვარდიაშვილი ნიკოლოზ ისააკის ძე - დეკანოზი. დაბ. საბუე (ყვარელი) 1845-1913წწ. დაკრძ. საბუე. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ვარდიაშვილი  ლევან იოსების ძე მღვდელი
ვარდიაშვილი ლევან იოსების ძე - მღვდელი. 1873-1935წწ. სრულად ნახვა
ვარდიაშვილი მაკრინე - მონაზონი.
ვარდიაშვილი იოსები - მედავითნე. სრულად ნახვა
ვარდიაშვილი იოსებ სტეფანეს ძე - დიაკვანი. სრულად ნახვა
ვარდიაშვილი სიმონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ვარდიაშვილი მახარობელ ზაქარიას ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
ვარდიაშვილი იოანე იოსების ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ვარდიაშვილი მიხეილი სტეფანეს ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. საბუე (ყვარელი) 1833-1913წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ვარდიაშვილი ალექსანდრე მიხეილის ძე - მღვდელი. დაიბადა 1868 წელს სრულად ნახვა
ვარდიაშვილი მ. (მღვდელი) თელავი, ივერია 1893.-17 აპრილი, N78, გვ.3-4.
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.