ეპისკოპოსი იოანე იოსელიანი დაიბადა 1877 წელს იმერეთში თავადიშვილის ოჯახში.
აღიზარდა და განისწავლა შიო-მღვიმის მონასტერში.
1813 წლის 15 მარტს აკურთხეს დიაკვნად.
1819 წელს აღიკვეცა ბერად და იმავე წლის დეკემბერში აკურთხეს მღვდელმონაზვნად.
1822 წლის 15 მაისიდან არის თბილისის ფერისცვალების მონასტრის ხაზინადარი.
1828 წლის 29 ოქტომბერს დაინიშნა თბილისის სემინარიის ეკონომოსად.
1831 წლის 6 აგვისტოს მიენიჭა იღუმენის ხარისხი.
1843 წლის 18 ივლისს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით.
1846 წლის 22 მაისს დაინიშნა რაჭაში, ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად.
1852 წლის 11 დეკემბრიდან გაენათის (გელათის) მონასტრის წინამძღვარია.
1853 წლის 8 სექტემბერს აკურთხეს გურიის ეპისკოპოსად.
1858 წლის 19 აგვისტოს მისივე თხოვნით გავიდა პენსიაზე და გარდაცვალებამდე, ანუ 1867 წლის 19 ოქტომბრამდე ცხოვრობდა გელათის მონასტერში. დაკრძალულია იქვე.