ჯაბა იისელიანი დაიბადა 1926 წელს ქალაქ ხაშურში. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1973 წელს.
1973–1975წწ. მუშაობდა კინოსა და თეატრის ხელოვნების მუზეუმში დირექტორის მოადგილედ, 1975–1989წწ. თეატრალურ ინსტიტუტში ჯერ სწავლულ მდივნად შემდგომ თეატრისა და კინოს სექტორის უფროსის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, 1993–1994წწ. იყო ქართულ–აფხაზურ სამშვიდობო მოლაპარაკებების საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევაში.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სერგო ამაღლობელი", დაიცვა 1978 წელს, სადოქტორო – "კომიზმი და ქართული კომედიის ნიღბები", დაიცვა 1982 წელს.
არის პიესების, რომანების ავტორი. გამოქვეყნებულია მისი ესეები და მონოგრაფიები, სამეცნიერო და ლიტერატურულ–კრიტიკული წერილები. მისი პიესები იდგმება ქართული თეატრების სცენებზე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- მაშველთა კორპუსი, საპატიო თავმჯდომარე (1989-1995)
- საგანდებო მდგომარეობის დროებითი კომიტეტი, თავმჯდომარე (1993-1994)
- საქართველოს პარლამენტი, წევრი (1992-1995)
- საქართველოს სახელმწიფო საბჭო, თავმჯდომარე (1992-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- პიესები (ავტორი). - თბილისი, პოლიგრაფ.– სერვისი, 2002. - 384გვ.. - ISBN: 99928-0-352-5
- ლიმონათის ქვეყანა : რომანი (ავტორი). - თბილისი, აზრი, 2001. - 496გვ.. - ISBN: 99928-70-47-8
- სარეჟისორო გეგმა : რომანი (ავტორი). - თბილისი, აზრი, 2000. - 189გვ.. - ISBN: 99928-70-22-2
- სამი განზომილება (ავტორი). - თბილისი, აზრი, 1999. - 511გვ.. - ISBN: 99928-70-12-5
- სანიტარული მატარებელი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1992. - 208გვ.
- ნარკვევები, ესეები, რეცენზიები (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1990. - 280გვ.. - ISBN: 5-89515-018-7
- კომიზმი და ქართული კომედიის ნიღბები : სახელმძღვანელო თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1982. - 206გვ.
- სერგო ამაღლობელი : ცხოვრება და მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრალური საზ-ბა, 1978. - 310გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000088/