გიორგი იოსელიანი დაიბადა 1847 წელს ქალაქ წყალტუბოში. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია.
მუშაობდა თბილისის სემინარიაში. 1873-1889წწ. მუშაობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში მასწავლებლად, ხოლო შემდეგ სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის პირველ გიმნაზიაში. რამდენიმე წელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანამშრომელი იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ხაშურის გიმნაზიაში მუშაობდა. აქტიუად მოღვაწეობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. "წყალტუბელის" ფსევდონიმით იბეჭდებოდა მისი წერილები. პირადად ხელმძღვანელობდა განჯიდან თბილისში ნ. ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებას.
ბიბლიოგრაფია
- საღმრთო ისტორია ძველი და ახალი აღთქმისა დამატებით და სურათებით : შედგენილი სამრევლო და საერო სკოლებისათვის (შემდგენელი). - თბილისი, ზ. გრიქუროვის წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1913. - 124გვ.
- ქართველი წმიდანები : შედგენილი სასულიერო სასწავლებლებისათვის (შემდგენელი). - ტფილისი, გამოცემა კ. ნიკ. იოსელიანის, 1901. - 86გვ.
- იმერლები თბილისში (ავტორი). - თბილისი, ექვთიმე ხელაძის გამოც., 1878. - 38გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001142/