ოტია შალვას ძე იოსელიანი (დ. 16 ივნისი, 1930, სოფელი გვიშტიბი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 14 ივლისი, 2011, იქვე[2]) — ქართველი მწერალი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი.
ოტია იოსელიანი დაიბადა 1930 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში. დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები 1961 წელს.
თხზულებებეს აქვეყნებდა 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" გამოსცა 1957 წელს. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. იოსელიანისრომანებში მთავარია ომის თემა. ავტორი ყურადღებას ამახვილებდა ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც. იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში. ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.
წყარო: ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტები ავტოგრაფებით = Portraits with authographs of georgian public figures.-მოსკოვი.,2007.-გვ.64; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- მუხლზე დაწერილი ბარათები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2005. - 288გვ.
- დაჩის ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 132გვ.
- ორი რომანი. პიესები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1982. - 645გვ.
- კარის მეზობლები : მოთხრობები ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1957. - 124გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000916/