მეფის კარის მოძღვარი მღვდელი ონისიმე და მისი ვაჟი, დეკანოზი ეგნატე იოსელიანი
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში იყვნენ ისეთი სასულიერო პირები, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდნენ დედაეკლესიას.
ერთ-ერთი ასეთი ოჯახი გახლდათ ქ. თბილისსა და სოფ. მარტყოფში მცხოვრები აზნაური იოსელიანები, რომელთა გვარიდან რამდენიმე ღირსეული სასულიერო პირი, სამხედრო მოღვაწე და მეცნიერი აღიზარდა ქართული ეკლესიის წიაღში. მათ თავიანთი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიასა და საზოგადო ცხოვრებაში. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი, ღვთისმეტყველი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე პლატონ იოსელიანი თავის თავს წარმოშობით მარტყოფელად თვლიდა. მისივე თქმით, მისი პაპა, აზნაური იესე იოსელიანი მარტყოფში XVIII ს-ის 20-იან წლებში გადმოსახლებულა იმერეთის სამეფოდან. პროფ.ავთ. იოსელიანის ცნობით იესე (სესია) იოსელიანი ყოფილა ბანძის 1658 წლის ომის გმირის, ეზია იოსელიანის შვილიშვილი. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის უბოძებია იმერეთის მეფე ალექსან
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.17
მეფის კარის მოძღვარი მღვდელი ონისიმე და მისი ვაჟი, დეკანოზი ეგნატე იოსელიანი (გაგრძელება)
დრე III-ს (1639-1660) ეზიასთვის წყალტუბოს ახლოს მდებარე სოფ. გვიშტიბი თავისი შემოგარენით, რაც დასტურდება წყალობის სიგელით. შემდგომში
უკვე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსულ იესე (სესია) იოსელიანს კახეთის მეფე თეიმურაზ II-ს უბოძებია კარგი მამული ვენახით, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მარტყოფელები „სესიაურს“ ანუ იესეს ნაქონს უწოდებდნენ. იესე გვერდში ედგა თეიმურაზ II-ს თურქებთან ბრძოლაში და დიდად ისახელა თავი. საბუთებიდან არ ჩანს, თუ რამდენი შვილი ჰყავდა იესე იოსელიანს, ცნობილია მხოლოდ მისი ერთი ვაჟი –– ქრისტეფორე, რომლის-ღირსეული მემკვიდრეები იყვნენ მღვდელი ონისიმე,
დეკანოზი ეგნატე, დეკანოზი პროკლე და მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე პლატონ იოსელიანი. 1722 წელს მარტყოფში დასახლებულ იოსელიანებს, როგორც ჩანს, აზნაურობის დამადასტურებელი სიგელი არ გააჩნდათ და ქართველი მეფეების პერიოდში ეს მათთვის არც არავის მოუთხოვია. მხოლოდ XIX ს-ის დასაწყისში, რუსული მმართველობის დამყარების ჟამს დასჭირდათ მათ დაკარგული სიგელის აღდგენა, რაც იმერეთის მეფე სოლომონ II-ს დროს, 1804 წელს მოხდა. მანამდე იესეს შთამომავლებს, როგორც წესი, მარტყოფელობით სახელდებდნენ: ქრისტეფორე მარტყოფელი, ონისიმე მარტყოფელი და ეგნატე მარტყოფელი. მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა იმჟამინდელ საქართველოში. შემდგომში ონისიმე და ეგნატე იოსელიანებს დიდი ზრუნვა დასჭირდათ, რომ დაებრუნებინათ თავიანთი გვარი. იოანე ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „ეგნატი, მღვდელი კარის ეკლესიის წმიდის გიორგისა, ონისიმეს ძე მარტყოფელისა, აწ იოსელიანად გვარ-მიღებულისა",
მღვდელი ონისიმე ქრისტეფორეს ძე იოსელიანი 1739 წელს დაიბადა. იგი იყო კარის მოძღვარი ორი უკანასკნელი ქართველი მეფისა (ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ისა). მისი შვილიშვილი პლატონ იოსელიანი თავის პაპაზე წერდა: „ონისიმე იოსელიანი
(საყვარელი მეფის გიორგისა) იოსებ კათოლიკოსისაგან ნაკურთხი. მამამისი გადმოვიდა იმერეთით წყალტუბოთგან. ორნი ძმანი მისნი დაიხოცნენ ჭარის ომში“. ონისიმეს განათლება მიუღია მარტყოფის წმ. ანტონის სავანეში, რომელიც 1752 წელს ლეკთა განუწყვეტელი თავდასხმების შემდეგ დახურულა. მონასტრის სკოლაში ამ დროს 35 ბავშვი სწავლობდა. დაახლოებით, 1762 წელს, კათოლიკოსმა იოსებმა (ჯანდიერი) მას მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის წმ. გიორგის სახ. კარის ეკლესიაში განამწესა, სადაც ის დაუახლოვდა სამეფო კარს, რის გამოც იოსელიანები XVIII ს-ის II ნახ. და XIX ს-ის
დამდეგს საქართველოს ისტორიულ მოვლენათა შუაგულში ტრიალებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად სწყალობდნენ ქართლ-კახეთის მეფეები, თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ კათოლიკოს ანტონ II-სა და მღვდელ ონისიმე იოსელიანს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამასთან დაკავშირებით პლ. იოსელიანი წერდა: „კათოლიკოსსა ანტონის უნებდა, რათა მიჰყიდოს მან მამული თვისი და ვენახი მარტყოფს „სესიაური“ სხვასა. უარისათვის გადააყენა მღვდელობიდამ“. საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ერთი სიგელი, რომელიც XIX ს-ის დამდეგს მღვდელმა ონისიმემ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე!I-ის მისწერა: „მოწყალეო ხელმწიფევ! წელსა 1777 განსვენებულმა საქართველოს კათოლიკოსმა ანტონიმ შუამავლობითა აწმყოს საქართველოს უწმინდესისა პატრიარქისა მეფის ძის ანტონისათავე ძალად ჩემს ნებას გარეთ გამასყიდვინა მარტყოფს
მყოფი ჩემი მამეული ნავენახობი მიწა იწაურს მემკვიდრეს კაცს გოგილაშვილს იობაზედ და მე მაშინ არ მქონდა სურვილი გასყიდვისა და ამაზედ ოთხჯერ და ხუთჯერ უარი ვთქვი და აქამდე მოაწია ჩემმა საქმემ, რომ უწმინდესმა კათოლიკოსმა კიდეც დამტუქსა. და დაწერილი ორი სიგელიცა დავხიე. და ამისათვის გამიწყრა და მანამ მესამე სიგელზე ხელი არ მომაწერინეს, აღარ მაწირვინა. და როდესაც ხელი მომაწერინეს, მაშინ ნება მომცა წირვისა. მაგრამ მაინც ფასი რომ მომიტანეს, არ მივიღე და ძალად შემომიყარეს“. საეკლესიო წყაროებში ზუსტად არ ჩანს, როდის დაუბრუნეს მლვდელ ონისიმეს წირვის უფლება,
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.18
მეფის კარის მოძღვარი მღვდელი ონისიმე და მისი ვაჟი, დეკანოზი ეგნატე იოსელიანი (გაგრძელება)
მაგრამ ეს მალევე უნდა მომხდარიყო, რადგან შემდგომში მას კვლავ ვხედავთ მოქმედ მღვდელმსახუ- რად. იგი ხშირად თან ახლდა უფლისწულ გიორგის და უსრულებდა მას საეკლესიო წესებს. 1800 წლის 22 დეკემბერს, უკვე სიკვდილის სარეცელზე მყოფმა სნეულმა მეფემ ინება, რათა აღუსრულონ მას ზეთის კურთხევის საიდუმლო. ამისთვის შეიკრიბნენ სასახლეში კათოლიკოსი ანტონ II (ბაგრატიონი), მროველი მთავარეპისკოპოსი იუსტინე (მაღალაშვილი), ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე (მაყაშვილი), რუსთველი მთავარეპისკოპოსი სტეფანე (ჯორჯაძე),
თბილელი მიტროპოლიტი არსენი (ბაგრატიონი-ნაიბიძე), არქიმანდრიტი და მოძღვარი მეფისა ექვთიმე (მჭედლიშვილი) და მღვდელი სასახლისა ონისიმე იოსელიანი. როგორც ვხედავთ, მღვდელი ონისიმე მეფის გვერდითა მის უკანასკნელ წუთებამდე. როგორც ჩანს, შემდგომში იოსელიანებმა დაიბრუნეს სადავოდ ქცეული ნახევარი დღიური მიწა და მთლიანად შეინარჩუნეს მარტყოფში კუთვნილი მამული და ყმა გლეხები. გარდა ამისა, 1805 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მღვდელ ონისიმეს საქართველოს მთავარმართებელ პ. ციციანოვის წარდგინებით წელიწადში 200 მან. პენსია
დაუნიშნა. მღვდ. ონისიმე 1816 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია მამა დავითის ტაძრის ეზოში. მას ექვსი შვილი ჰყავდა: ეფემია (დაბ. 1764წ.), დეკანოზი ეგნატე (1766-1843წწ.), თეონა (დაბ. 177 1წ.),
თინათინი (დაბ. 1772წ.), ზაქარია (1777-1866წწ., გენერალ-მაიორი, ბოროდინოს ბრძოლის გმირი) და სოფრომი (დაბ. 1785წ.).
დეკანოზი ეგნატე ონისიმეს ძე იოსელიანი 1766 წელს დაიბადა. 1830 წელს შედგენილმის ნამსახურებათა წიგნში ვკითხულობთ: „სიყრმითგან ისწავლა ქართული საეკლესიო და სამოქალაქო წერილთა კითხვა და წერა კარის ეკლესიის მღვდელ დავით ჩუბინიძესთან, და მერმე განსვენებული გიორგი
მეფის ძეობასა შინა მიუციეს ესე ეგნატე არმანთა სარწმუნოების მღვდელისათვის ტფილისსა შინა, და უსწავლიეს არმანთა ენისა წიგნი და წერა, ღრამატიკისა და მათისა ფილოსოფიისა მოსმენითა, და მერე მოუსმენიეს ქართულსა ენასა ზედა ღრამატიკა, რიტორიკა და ფილოსოფია ძველი და ახალი ტფილისსა შინა ფრიად განსწავლულისა თავად მზეჭაბუკ ორბელიანსა თანა; და ეგრეთვე იცის კატეხიზმო. და მოუსმენიეს ღვთისმეტყველება მასთანვე და იცის თათრული ენა. გალობა არა იცის“.
იოანე ბატონიშვილი დეკანოზ ეგნატეს განათლების შესახებ წერდა: „ესე მცირე მეფემან მეათცამეტემან გიორგი თვისსა ბატონისშვილობასა შინა აღაზრდევინა სწავლასა შინა საფილოსოფოსოსა და საღმრთისმეტყველოსა; ასწავებინა ენასომხური ტერ-დავითას, კაცსა მეცნიერსა, რომელმან უცხოდ მიიღო სწავლა და ენა სომეხთა ზედმიწევნით. ვითარცა არს ესე ფილოსოფიასა და საღმრთოსა წერილსა შინა გამოცდილი, ეგრეთვე უცხო ორატორი, მშვენიერი მოუბარი და კარგი წარმკითხველი წერილთა. ამას ასწავა ახსნით მზეჭაბუკ ორბელიანმან დამასკელის წიგნი და პროკლე კონსტანტინეპოლელის მთავარეპისკოპოსისაგან ქმნილი. ღმრთისმეტყველება, კავშირად წოდებული, და სხვანიცა ღრმანი წერილნი. და აწ სცხოვრებს ესეცა დროსა ამას შინა უქმად“. ცნობილი მწიგნობარი და მეცნიერი, თელავის სასულიერო სემინარიის რექტორი, დავით ალექსი-მესხიშვილი ეგნატეს ასე მოიხსენიებდა: „ჩემს სულიერ ძმას და უსაკუთრესს მეგობარს, კეთილშობილს იოსელიანს, პატიოსანს მეცნიერს და გავითარებულს, ღირსს მღუდელს, განკრძალულისა მღუდლისა ონისიმეს ძესა“, 1790 წლის 10 მარტს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) დიაკვნად აკურთხა და თბილისის კარის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინა. ზოგიერთ
საბუთში იგი თავის თავს პროტოდიაკვანს უწოდებს.
1796 წელს მან გადაწერა მარკუს ავრელიუსის „საყოფაქცეო ჰსჯა“, რომელსაც აქვს ანდერძი: „გარდმოვსწერე წიგნი ესე ყარახაჩის (აბოცის) მთასა შინა ყოფასა მეფის ძის დავითი თანა პროთოდიაკონმან ეგნატი ონისიმე მღუდლის ძემან იოსელიანმან, ქორონიკოს უპგ“. დიაკვნობის პერიოდში, კერძოდ 1798 წელს მან სხვებთან ერთად გიორგი XII-ის დავალებით მონაწილეობა მიიღო კახეთისა და ელის მოსახლეობის აღწერაში. ეგნატე იოსელიანს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა დავით ბატონიშვილთან. ისინი ერთად სწავლობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც. ამის დასტურია ისიც, რომ დავითის მეუღლე ელენემ ეგნატეს მოუნათლა სამივე შვილი პლატონი, მარიამი (მაია) და ელენე. ეს ჩანს დეკანოზ ეგნატეს მიერ 1812 წელს შედგენილი საბუთიდან. ნათელმირონობის გამო ელენეს იგი ხან უახლოეს ნათესავს უწოდებს, ხან შვილივით საყვარელ ადამიანს. საგულისხმოა, რომ როდესაც რუსეთის მთავრობამ 1811 წელს მეფის რძალი ელენე პეტერბურგში გადაასახლა, მას თან გაჰყვა მამა ეგნატეს უფროსი ქალიშვილი -–– მარიამი. 1806 წლის 10 მარტს კათოლიკოსმა ანტონმა მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საეკლესიო ყმათა და ადგილთა დოკუმენტების დალაგება-მოძიებაში, რის გამოც საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) 1820 წლის 11 ივნისს იასამნისფერი ხავერდის სკუფია უბოძა. 1821 წლის 29 სექტემბერს თბილისის ეკლესიებმა სასულიერო
18-3 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.19
მეფის კარის მოძღვარი მღვდელი ონისიმე და მისი ვაჟი, დეკანოზი ეგნატე იოსელიანი (გაგრძელება)
დეპუტატად აირჩიეს. 1826 წლის 17 ივლისს კამილავკა ეწყალობა. 1830 წლის 26 იანვარს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1831 წლის 15 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1840-1843 წლებში დეკანოზი ეგნატე ასევე გახლდათ ერეკლე II-ის ასულისთეკლას სულიერი მოძღვარი. გარდა სულიერი მოძღვრობისა და ღვთისმსახურებისა, დეკანოზი ეგნატე ყოფილა ლამაზად და მკაფიოდ წერის ხელოვნების დიდოსტატი. იგი ასევე თარგმნიდა ტექსტებს. მისი გადაწერილი და თარგმნილია რამდენიმე ხელნაწერი, მაგ.: „კირილე ალექსანდრიელი -- საუნჯე“, რომელსაც აქვს ასეთი ანდერძი: „წიგნი ესე ღვთისმეტყუელება საუნჯისა
გარდავსწერე ხელითა ჩემითა დროსა მეფობისა ღუთივდაცულისა მეფისა ირაკლი მეორისასა, ტფილისს, წელსა ჩღჟე (1795), ვიდრე რუად რვეულადმდე. და აღირია საქართუელო და აიყარა ტფილისი მეამბოხეთა სპარსთაგან. და შემდგომად დროსა რუსეთის მმართებელობისასა, მთავრობასა თავადის ციციანოვისასა მომსრველისა სენისაგან დაიბნა რა ტფილისი წელსა ჩყდ (1804), აღუსწერე იდ (14) რვეულნი მარტყოფს და უშემდგომესად აღუსწერე ორნიცა რვეულნი ტფილისს
წელსა ჩყკდ (1824), და შევასრულენ ესე ესდენ ონისიმე მღუდლისა ძემან, მღუდელმან ეგნატი იოსელიანმან, მხილველთაგან ჩემდა თქმად შენდობისა ცოდვათასა...“; „შემსგავსებანი“ თარგმნა სომხურიდან დიაკვნობის პერიოდში; „შემოკლებული ისტორია კიროსისათვის“. ხელნაწერს აქვს შენიშვნა: „ესე არის დაწერილი მღუდლის ეგნატი იოსელიანისაგან“; „ფსალმუნთა განმარტება“, რომელიც გადაწერა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრის დავით დადიანის მწერალმა აბელ ბაშბეუქოვმა, და თარგმნა 1828 წელს ეგნატე იოსელიანმა; 1820 წელს გადაწერა „კრებული“; 1823 წელს მან სომხურიდან თარგმნა „საღმრთო სიბრძნისათვის“, რომელსაც აქვს ანდერძი: „ესე ითარგმნა ჰაოსთა ენისაგან ქართველთა ხმასა და ენასა ზედა ონისიმე მღვდლის ძის მღვდლის ეგნატე იოსელიანისა მიერ, წელსა 1823-სა, იულისს“. 1830 წელს თარგმნა კარაბადინი“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი) მის შესახებ წერდა: „ეგნატე იოსელიანი თავისი განათლებითა და ნაყოფიერი შემოქმედებითი შრომით ნებისმიერი ეკლესიის მშვენება იქმნებოდაო“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკანოზი ეგნატე რამდენჯერმე იყო სამართალში მიცემული. მის პირად საქმეში ვკითხულობთ: „დასჯილ ყოფილ არს, რომელ წელსა 1807-სა ტფილისსა შინა, ახლდა მეუღლისა მეფის ძისა დავითისა, ცარევნა ელენესსა, ქურდთაგან წარპარულ იქმნეს რამდენისამე ფასისა ქონებანი, რომელსაცა შემთხვევისა გამო მასვე ჟამსა ტფილისის სამოქალაქო პოლიციის გამოძიებითა ცნობილ საეჭვოდ მას ქურდობასა შინა სხვა ვინმე ერისაგანი მიცემული იყო სამართალსა შინა, ხოლო შემდგომად წელსა 1811-სა საქმე ესე განხილულ იქნა სანკ-პეტერბურგსა არზითა მეფის ძის დავითისათა, არა მართლიად შესმენისა გამო მისისა ამას მღვდელსა ზედა, გარნა გადაწყვეტილებითა ტფილისის უეზდის სუდისა სრულიად განმართლებულ იქნა მღვდელი ესე; ხოლო შემდგომად შესვლასა რევიზიისა თვის ექსპედიციასა შინა ესე, 1814 წლის უმაღლესი მანიფესტის წყალობითმისი საქმე გამოძიების გარეშე იქნა დატოვებული“. 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიამ დეკანოზი ეგნატე მიაკუთვნა დამნაშავეთა IX კატეგორიას, ანუ ისეთ პირთ, რომელთაც ბრალად
ედებოდათ მონაწილეობა ან მოსმენა არაკეთილსაიმედო სიტყვებისა. დეკანოზი ეგნატე ერთი ვერსიით 1843 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი შვილის, პლატონის ჩანაწერებით, დეკანოზი ეგნატე 1843 წლის 22 ივლისს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც უფრო
სარწმუნოა, რადგან 1843 წლის 21 აგვისტოს პოეტი ნიკ. ბარათაშვილი გრ. ორბელიანს წერდა: „... მამა ეგნატიმ თავი დაგიკრა იმიერ სოფლიდგან. ერთი თვეა, რაც გარდაიცვალა საწყალი“. დეკანოზ ეგნატეს ჰყავდა მეუღლე ბარბარე მო-
18-4 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.20
მეფის კარის მოძღვარი მღვდელი ონისიმე და მისი ვაჟი, დეკანოზი ეგნატე იოსელიანი (დასასრული)
სეს ასული სულხანიშვილი (დაბ. 1773წ.) და შვილები: პლატონი (დაბ. 1808-1870წწ., ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე), ქრისტეფორე (გარდ. 1808წ.), მარიამი (მაია), ელენე. იოსელიანების ამ ცნობილ ოჯახში უკანასკნელი სასულიერო პირი გახლდათ
დეკანოზი პროკლე სოფორიმის ძე იოსელიანი, დეკ. ეგნატეს ძმისშვილი. იგი 1827 წელს დაიბადა. 1849 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1851 წლის 11 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 15 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და აზერბაიჯანში, ქ. ყუბის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს. 1853 წლის 1 აგვისტოს ტაძართან გახსნა სკოლა და მუსულმან ბავშვებს თავადვე ასწავლიდა რუსულ ენას, არითმეტიკას და მართლწერას. 1854 წლის 1 ნოემბერს ეს სკოლა დაიხურა, რადგან სახელმწიფომ თავად გახსნა სასწავლებელი. 1854 წლის 26 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1855 წლის 1 აგვისტოს ყუბის დაწყებით სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა და აქაც უსასყიდლოდ ასწავლიდა ბავშვებს. 1856 წლის 25 ოქტომბერს დერბენტის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს და იქაც სამაზრო სასწავლებელში საღვთო სჯუ-ლის პედაგოგად დაინიშნა. 1857 წელს ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1860 წელს სკუფიით, 1865 წლის 4 აპრილს კამილავკით დაჯილდოვდა; XIX ს-ის 70-იან წლებში მღვდელი პროკლე თბილისში გადმოვიდა და წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. (სამხედრო ჰოსპიტალის) ეკლესიაში დაინიშნა. აქვე მიიღო სამკერდე ოქროს ჯვარი და დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი პროკლე 1879 წლის 17 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის ზემო წმ. ბარბარეს სახ. ტაძარში. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე მოსეს ასული (დაბ. 1837წ.) და შვილი -- ალექსანდრე (დაბ. 1854წ.).