სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მირიანაშვილი ლევან თომას ძე, 1851-1927წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია მირიანაშვილი ლევან თომას ძე, 1851-1927წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია

1851-1927 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მირიანაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

მირიანაშვილი ლევან თომას ძე, 1851-1927წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია

1851 წელს, სოფელ შილდაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.


1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მხოლოდ ხუთი კურსი ისწავლა.

1882 წლის 31 ივლისს დიაკვნად, ხოლო მეორე დღეს - მღვდლად დაასხეს ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.




1884 წლის 6 ივნისს წმინდა სინოდის ბრძანებით, სამრევლოში ხშირად არ ყოფნის გამო გაათავისუფლეს ამ ეკლესიის წინამძღვრობიდან და დროებით ეკლესიის გარეშე დატოვეს.

1885 წლის 3 დეკემბერს დიდი გომარეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1888 წლის 6 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1896 წლის 12 მარტს გულგულას წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1900 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1903 წლის 18 ოქტომბერს შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1910 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. მღვდელი ლევანი 1927 წელს გარდაიცვალა.



მღვდელი გაბრიელ სოფრომაძე და მღვდელი ლევან მირიანაშვილი 1854-1927წწ

ფოტო გადაღებულია 1980-იანი წლების დასაწყისში. ერმაკოვის მიერ.

ფოტოს მფლობელია მამა ლევანის შთამომავალი ქალბატონი ლალი აშუღაშვილი


საპატრიარქოს უწყებანი N41 1-7დეკემბერი 2005წ გვ. 24

გაბრიელ მღვდელი სოფრომაძე (1843–1884) და მღვდელი ლევან მირიანაშვილი (1854-1927)

მღვდელი გაბრიელ სოფრომაძე დაიბადა 1843 წელს. დაამთავრა თბილისის სემინარია. ნაკურთხია მღვდლად 1872 წელს. მსახურობდა ჯერ სოფელ ვეჯინში, შემდეგ კი მაღრაანსა და გლდანში. 1879 წელს გადმოიყვანეს თბილისში კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესიაში, სადაც მსახურობდა 1884 წლამდე. ამ წელს დაინიშნა ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვრად. იმავე წელს კახეთში გაყიდა მამული, უკან დაბრუნებულს დახვდენ ყაჩაღები გომბორზე და გაძარცვის დროს მოკლეს. 1880 წელს თბილისში დასტამბულია მის მიერ შედ- გენილი „საუკუნო კალენდარი.“ მღვდელ ლევან მირიანაშვილის შესახებ იხილეთ გვ. 21–23 გადაღებულია 1980-იანი წლების დასაწყისში, ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის მიერ. ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა ლევანის შთამომავალს, ქალბატონ მარი აშუღაშვილს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.12.2023
ბოლო რედაქტირება 30.08.2025
სულ რედაქტირებულია 5




მირიანაშვილი (შილდელი) ესტატე მატათიას ძე 1866-1954წწ მღვდელი დაბ. კურდღელაური (თელავი)

2 0

ადამღვდლიანთ მირიანაშვილი-ების საგვარეულო სახლობდნენ სოფ. შილდა (ყვარელი)

2 0

მირიანაშვილი იოსებ დიმიტრის ძე 1868-1937წწ დეკანოზი ბოლოს მსახურობდა დიდუბის ტაძარში.

2 0

მირიანაშვილი მათე იოანეს ძე, დაბ.1836წ. წინამძღვარი დეკანოზი, მოღვ. სოფ. შილდის ჯვარ-პატიოსანის ეკლესია

2 0

მირიანაშვილი

1 0

მიხეილ ირაკლის ძე მირიანაშვილი 1954-93წწ გარდ. 39 წლის, მაიორი შსს

2 0

დავით მირიანაშვილი 1903-1972წწ. არქიტექტორი. ზესტაფონი, იმერეთი.

1 0


ბელა მირიანაშვილი 1938-92წწ მსახიობი დაბ. თბილისი.

1 0


მათე მირიანაშვილი 1906-75წწ გარდ. 69წლის, აკადემიკოსი ფიზიკა, მათემატიკა. უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე. წარმ. სიღნაღი.

1 0


ალექსი მირიანაშვილი 1860-1925წწ გარდ. 65 წლის მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაბ. სოფ. ანაგა, სიღნაღი, კახეთი

1 0