სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ადამღვდლიანთ მირიანაშვილი-ების საგვარეულო სახლობდნენ სოფ. შილდა (ყვარელი) ადამღვდლიანთ მირიანაშვილი-ების საგვარეულო სახლობდნენ სოფ. შილდა (ყვარელი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მირიანაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

75       ბეჭდვა

ადამღვდლიანთ მირიანაშვილი-ების საგვარეულო სახლობდნენ სოფ. შილდა (ყვარელი)

 საპატრიარქოს უწყებანი N41 1-7დეკემბერი 2005წ გვ. 21, 22, 23

,,ადამღვდლიანთ’’ მირიანაშვილების საგვარეულო

კახეთის ნაყოფიერ მიწაზე, კავკასიონის მთების ძირში ფართოდ გაშლილა სოფელი შილდა. XVIII საუკუნის. მიწურულს ამბროსი ნეკრესელს (მიქაძე) სწორედ ამ სოფელში გადმოუტანია ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრა და ფილოსოფოს–ღვთისმეტყველის დოსითეოზ ჩერქეზიშვილის მიერ დაარსებული ნეკრესის სკოლა. „ამის შემდეგ თვითონაც იქ სცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავისის მჭევრმეტყველურის სიტყვით, და ამას უფრო, რასაკვირველია, მეტი გავლენა და ზედ-მოქმედება ექნებოდა შილდის ხალხის გამოფხიზლებაზე, მისს გონებრივსა და ზნეობრივს წარმატებაზე“ (ესტატე შილდელი). უნდა ვივარაუდოთ, იმ პერიოდში შილდაში ბევრი ადამიანი მიიღებდა საფუძვლიან განათლებას, ერთ-ერთი ადამ მირიანაშვილი (1754-1830), „რომლისთვისაც ამბროსი ნეკრესელს ჯილდოდ 15 დღის მიწა მიუცია საბოლოოდ და სამკვიდროდ, მღვდლად ყოფილა შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში თვით ნეკრესელის დროსვე. ამ უკანასკნელთან ადამი ძალიან დაახლოებული პირი ყოფილა. ამ-ბროსი მას თურმე „პატარა მეცნიერს“ -ეძახდა. მართლაც, როგორც გამიგია, ადამი ძალიან გონიერი და „ბუნების მოვლინებათა მცოდნე კაცი“ ყოფილა. ადამ მღვდელს სწავლა-განათლება მიუღია თვით ამბროსი ნეკრესელისაგან, ამისაგან შეუსწავლია ფიზიკა, დოგმატური ღვთისმეტყველება, ფილოსოფია და სხვა საბუნებისმეტყველო საგნები. ადამის დედა ბარბარე ღარიბი დედაკაცი ყოფილა. მას ჰყოლია ორი ფური. ერთი ფურით თურმე თვითონ იკვებებოდა და მეორედან კი ხან რძეს, ხან მაწონს ამბროსის უგზავნიდა შვილის აღზრდაში, მაგრამ ამბროსი არ მიიღებდა და ეტყოდა ხოლმე: „შენ თვითონ ღარიბი ხარ, შენთვის შეინახე. ადამი ჯერ დიაკვნად ყოფილა ამბროსისთან, შემდეგ მთავარდიაკვნად და ბოლოს მღვდლად. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადამ მირიანაშვილს, როგორც გონებით განვითარებულს და საბუნებისმეტყველო საგნების მცოდნეს, ჰქონდა რაღაც ნაწერები, მაგრამ ჯერ-ჯერობით არა სჩანსრა. ადამი დასაფლავებულია შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიასთან, საკურთხევლის ძირში, გარედან, სამხრეთის მხრივ. მისი საფლავის ქვაზე შემდეგი წარწერაა: „განველ ჟამსა ცხოვრებიდამ საუკუნესა და დავეფალ ლოდსა ამას ქვეშე სოფლის შილდის ღვთის მშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ადამ მირიანაშვილი ბ-ს აპრილსა ჩყლ-ის წლისასა, ოვ-ს წელსა შობიდგან დამტევებელი მეუღლისა ერთისა ძისა მთავარ დიაკვნისა და ორისა ასულისა. ჰოი, ღმერთო, ღირს მყავ განსასვენებელსა შენსა საუკუნესა“. ადამის შთამომავალთ მეტსახელად ეძახიან შილდაში „ადამღვდლიანთ“. (ე.შ). ამ შტოში მამაკაცების უმრავლესობა სასულიერო გზას ირჩევდა და სამღვდელო პატივს ატარებდა. „ადამღვდლიანების“ ერთი ოჯახი ახლაც შილდაში, შემორჩენილია მირიანაშვილების უკანასკნელი მღვდლის არჩილის ერთადერთი ძე 78 წლის ელიზბარი გვარის გენეალოგიას, რომელიც ადამის მამით შერმაზანით იწყება, დიდი მოწიწები ინახავს. შორეულ წინაპრებზე მეტად მცირედი იცის, არც მათი წიგნები და ნაწერებია შემორჩენილი, რადგანაც „შილდის სხვადასხვა კერძო ოჯახებში და ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში ბევრი ქართული წიგნი ყოფილა დაცული, მაგრამ შამილის კახეთზე დაცემის დროს, 1854 წ. მთელი ეს გონებითი საუნჯე შემუსრულა და ამგვარად სამუდამოდ წყალსა და ნიავს მისცემია.“ (ე.შ.). ინფორმაციას მირიანაშვილების ამ შტოს პირველი წარმომადგენლების შესახებ ვხვდებით სავარაუდოდ 1880 წლის ჟურნალ „მოამბე“-ში გამოქვეყნებულ ესტატე მირინაშვილის (ე. შილდელის) არქეოლოგიურ წერილში „შილდა“, რომელიც მამა არჩილს წიგნად შეუკრავს. ნარკვევის ავტორი ესტატეც ადამ მირიანაშვილის შთამომავალი გახლდათ. ადამის შვილი „გაბრიელ მირიანაშვილი მღვდლად ყოფილა შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და გარდაცვლილა 1836 წ. როგორცა ჩანს მისი საფლავის ქვის წარწერიდან: - „ესე საფლავი მირიანაშვილი მღვდელი გაბრიელისა მხილველნო შენდობა ბრძანეთ ჩყლვ.“ (ე.შ.) გაბრიელის სამი ვაჟიდან: აზარია მღვდელი ყოფილა და ახალსოფელში მსახურობდა, იოანე - დიაკონი, თუმცა შემდეგში თავი დაუნებებია მსახურებისათვის,

ფოტოს ლინკი 

თომა (1825–1898). დეკანოზი. ეს უკანასკნელი სხვადასხვა დროს მსახურობდა სოფლებში ართანასა და გულგულაში, ქალაქ თელავში კავთის ეკლესიაში და იქვე, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელთანაა დაკრძალული. გაბრიელის შვილიშვილებიც სასულიერო გზას შესდგომიან. დეკანოზ თომას სალომე ჭერაშვილთან ერთად სამი ქალი და ერთი ვაჟი ჰყავდა. უფროსი ქალიშვილის, ნატოს მეუღლე იროდიონ ნანობაშვილი თბილისში სახლობდა, კავკასიის რკინიგზის მღვდელი იყო და მოძრავ ეკლესია-ვაგონში მოღვაწეობდა, მეორე სიძე, ანიკოს ქმარი - სოლომონ ანდრიაშვილი თბილისის პირველ გიმნაზიაში ასწავლიდა, ნუცას თანამეცხედრე – დეკანოზი იოანე ნარეკლიშვილი კი თელავში მსახურობდა.


ლევანმა (1854-1927), რომელიც მამა თომას რიგით მესამე შვილი იყო, ოჯახის ტრადიციას არ უღალატა და სასულიერო პირი გახდა. გადმოცემით, 20 მაისს, ჯვარი-პატიოსანის დღესასწაულზე თომას ოჯახში უახლოესი ნათესავები იკრიბებოდნენ - ორი ძმისა და საკუთარი მონაგარი, რა თქმა უნდა, სიძეებთან ერთად... და ასეთ „ოჯახურ სადილზე“ სუფრასთან 30 მღვდელი იყრიდა თავს. ლევანის ოჯახი თავდაპირველად თელავში ცხოვრობდა, მის მეუღლეს ბარბარე ახალბედაშვილს უკავშირებენ თელავში დღევანდელ ჭაბუა ამირჯიბის ქუჩაზე კვიპაროსების დარგვას, რის გამოც ადრე ამ ქუჩას კვიპაროსების ქუჩასაც ეძახდნენ. გარკვეული წლების განმავლობაში მამა ლევანი გომარეთში მსახურობდა, მოგვიანებით თელავში გაყიდა სახლი და შილდის მამაპაპეულ მამულში დაბრუნდა, მაგრამ რუსეთ-იაპონიის ომის გამო ვერც შილდაში მოასწრო მშენებარე სახლის დამთავრება. შილდის ღვთაების ეკლესია გახდა დეკანოზ ლევანის ბოლო ნავსაყუდელი, ტაძარი მისი წინამძღვრობისას დაკეტეს, ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა კიდეც. მას ოთხი შვილი დარჩა ილარიონი, ნადია, არჩილი და ნინო. არჩილმაც (1892-1960) სამღვდელო პატივი აირჩია. თავდაპირველად შაქრიანში მსახურობდა, მისი დაკეტვის შემდეგ კი შილდის ღვთისმშობლისშობის სახელობის ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი და ერთადერთი მღვდელი იყო. 30-იან წლებში ეს ტაძარიც დაკეტეს, თვითონ მამა არჩილი სოფლის ორ დანარჩენ მღვდელთან ერთად საბჭოს წინ „გაკრიჭეს“ და შემდეგში ძალიან უბრალო საქმეებით დააკავეს: ებარა ტრაქტორების აღრიცხვა, სკოლის მებაღეობა. მამა არჩილმა კაბა გაიხადა, მაგრამ სამღვდელო მოქმედება არ შეუჩერებია  ამათ (კომუნისტებმა) კი არ მომანიჭესო მღვდლობა - ამბობდა და მალულადმიცვალებულებს წესებს უგებდა, ბავშვებს ნათლავდა, პარაკლისებსა და პანაშვიდებს იხდიდა, შვილიშვილებიც საკუთარი ხელით აზიარა ნათლისღების საიდუმლოს. როგორც ამბობენ, ძალიან გულჩვილი, ალალ-მართალი და პატიოსანი კაცი ყოფილა. რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა ციმბირში გადასახლებას. მამა არჩილის ოჯახი, როგორც „შავსიელებისა“, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მისი მეუღლე, ნინო სიმონის ასული კოლელიშვილი (1899-1993)  სასულიერო  პირის ოჯახიდან იყო, მათ  სამი შვილი ჰყავდათ ბარე, ლეილა და ელიზბარი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ნინო ბებო ითვლიდა და თანასოფლელებს ამცნობდა ხოლმე აღდგომის დღეს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეებს. ოჯახში იცოდნენ, რომ ნაფოფოდარი ბებია ფარულად ქრისტიანულ ცოვრებას ეწეოდა: ძილის წინ ლოცულობდა, მარხვებს ინახავდა. მას საგულდაგულოდ ჰქონდა გადამალული შაქრიანის ეკლესიის ქონება, რომელ საც უკეთესი დროის მოლოდინით სიცოცხლის უფრთხილდებოდა. სამწუხაროდ, როდე-საც ეს დრო დადგა და ეკლესიის აღკაზმულობა შვილიშვილს თბილისში გაატანა, 1991 წლის სამოქალაქო ომისას მთავრობის სახლთან გაჩაღებულმა  ხანძარმა უკვალოდ შთანთქა. ნინო ბებო ისე გარდაიცვალა, ეს ამბავივერ გაუმხილეს, დაახლოებით წელიწადნახევარში. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 93 წლისამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

შილდაში. მირიანაშვილების ოჯახში ერთი ძველი ჯვარი ინახება, ხეში ნაკვეთი ჯვარცმა კუთხეებში მოციქულების გამოსახულებით, ჯვარცმა ვერცხლის ჩარჩოშია მოთავსებული. ლეკების ერთ-ერთი შემოსევისას, რაც ასე ჩვეული იყო ამ სოფლის მოსახლეობისთვის, მომხდურს ჯვრისთვის ხანჯალი დაუკრავს და მეყსელად ხელი გაშეშებია, თუმცა ჯვარსაც ამოეკვეთა ხის მცირე, მაცხოვრის ტანის ნაწი ნაწილი. როგორც ჩანს, ეს ამბავი შორს გავრცელდა, რადგანაც, ერთხელ ოჯახს თუშეთიდან კაცმა ჩამოაკითხა ის ჯვარი მაჩვენეთ, ლეკს რომ ხელი გაუშეშაო და სასწაულმოქმედ ჯვარს დიდი მოკრძალებითა და რუდუნებით ეამბორა. მღვდელ ადამის შთამომავლებში ბევრმა საერო ცხოვრებაში მიაღწია წარმატებებს, მისი შტოს წარმომადგენლები იყვნენ და არიან: იურისტი მამა-შვილი ესტატე და დათა მირიანაშვილები (ამ უკანასკნელმა თბილისში, მოსკოვის უმაღლესი იურიდიიული სასწავლებლის ფილიალი გახსნა); საფრანგეთში ცნობილი მომღერალი მიშელ დარიალი (მიხეილ ნანობაშვილი); ღვაწლმოსილი ფიზიკოსი, უნივესიტეტის პრორექტორი 1960-იან წლებში, აკადემიკოსი მათე მირიანაშვილი, მისი ძმა, ასევე ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი გიგა მირიანაშვილი; უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი ვასტანგ სიმონია; ყოფილი მშენებლობის მინისტრი გურამ მირიანაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი გრიგოლ მირიანაშვილი, დოცენტები - ბაქარ მირიანაშვილი (მეტ- ალურგიის კვლ. ინსტიტუტი), შოთა მირიანაშვილი (უნივერსიტეტი, ნახვარგამტარების განყ.). სამწუხაროდ, არაფერი ვიცით „ადამღვდლიანების“ იმ 5 თაობის წარმომადგენელი სასულიერო პირების შინაგანი ცხოვრების შესახებ, რომლებიც სამი საუკუნის მანძილზე უწყვეტად ემსახურებოდნენ თავის ერსა და ეკლესიას.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.08.2025
ბოლო რედაქტირება 30.08.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0