სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ბელა მირიანაშვილი 1938-92წწ  მსახიობი დაბ. თბილისი.

1938-1992 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მირიანაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

ბელა მირიანაშვილი 1938-92წწ მსახიობი დაბ. თბილისი.

ბელა მირიანაშვილი ( 1 აპრილი 1938-1992) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.

სკოლაში სწავლის პერიოდში მეცადინეობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში(1951-1955);  1960 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს სამოსწავლო სპექტაკლებში შეასრულა შემდეგი როლები: გალინკა (ა. აფინოგენოვის "მაშენკა"), ჟანეტა (ა. ჟერის "მეექვსე სართული"), ლუდმილა (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), კეროლი (ჯ. პრისტლის "დრო და კონვეის ოჯახი"), აბიგაილი (ე. სკრიბის "ჭიქა წყალი"), მიგენი (ჯ. გოლსუორსის "ვაშლის ყვავილობა"); 1960 წლიდან რუსთაველის თეატრის სცენაზე შეასრულა: მაგდა (ს. კლდიაშვილის "ქარიშხალში"), თამრიკო (ე. კანდელაკის "ქართლის ჩირაღდნები"),


მზია (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), გულიკო (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), სონა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ელენე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), ქეთინო (ვ. როზოვის "ვახშმობის წინ"), პაკი, კორდელია (უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მეფე ლირი"), ელენ კილერი (უ. გიბსონის "სასწაულმოქმედი"), ვერა (ბ. ბლაჟეკის "მესამე სურვილი"), უფლისწული (ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"), ელენე (ე. ლაბიშის "ჩალის ქუდი"), ლაურა (ტ. უილიამსის "შუშის სამხეცე"); კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: თებროლე ("საბუდარელი ჭაბუკი", 1957 წ.), ლიანა ("წარსული ზაფხული", 1958 წ.), ლამარა ("დღე პირველი, დღე უკანასკნელი", 1959 წ.), ნანი ("უდიპლომო სასიძო", 1961 წ.), რუსუდანი ("ცეროდენა რაინდები", 1960 წ.); სატელევიზიო სპექტაკლებში განასახიერა: ჩიპოლონი (ჯ. როდარის "ჩიპოლინო"), ქეთინო (ჭ. ამირეჯიბის "ველოსიპედი"), ანგელოზი (მ. ჯალიაშვილის "თეთრი ანგელოზი"); 1974 წლიდან მუობდა რეჟსორ რობერტ სტურუას ასისტენტად. კინოსა და თეატრის მსახიობი.


კახი კავსაძე 1935-2021წწ მსახიობი წარმ. სოფ ხოვლე კასპი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 19.05.2025
სულ რედაქტირებულია 3




მირიანაშვილი (შილდელი) ესტატე მატათიას ძე 1866-1954წწ მღვდელი დაბ. კურდღელაური (თელავი)

2 0

ადამღვდლიანთ მირიანაშვილი-ების საგვარეულო სახლობდნენ სოფ. შილდა (ყვარელი)

2 0

მირიანაშვილი იოსებ დიმიტრის ძე 1868-1937წწ დეკანოზი ბოლოს მსახურობდა დიდუბის ტაძარში.

2 0

მირიანაშვილი მათე იოანეს ძე, დაბ.1836წ. წინამძღვარი დეკანოზი, მოღვ. სოფ. შილდის ჯვარ-პატიოსანის ეკლესია

2 0

მირიანაშვილი ლევან თომას ძე, 1851-1927წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია

2 0

მირიანაშვილი

1 0

მიხეილ ირაკლის ძე მირიანაშვილი 1954-93წწ გარდ. 39 წლის, მაიორი შსს

2 0

დავით მირიანაშვილი 1903-1972წწ. არქიტექტორი. ზესტაფონი, იმერეთი.

1 0


მათე მირიანაშვილი 1906-75წწ გარდ. 69წლის, აკადემიკოსი ფიზიკა, მათემატიკა. უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე. წარმ. სიღნაღი.

1 0


ალექსი მირიანაშვილი 1860-1925წწ გარდ. 65 წლის მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაბ. სოფ. ანაგა, სიღნაღი, კახეთი

1 0