ალექსი მირიანაშვილი (1860-1925) დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში. დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტი 1881 წელს.
1881 წლიდან მოღვაწეობდა იმდროინდელ პრესაში; იყო სათავად–აზნაურო სკოლის მასწავლებელი; 1883-1900წწ. თბილისის ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებლის მასწავლებელი; 1900 წელს თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის აღმზრდელ–მასწავლებელი; ავტორია მოთხრობებისა: "უცნაური მუხუდო"(1888), "რა ვარ მე"(1887), "ფუჭაძე"(1887), "იუდის კერძი"(1898), "ორი დობილი"(1888), "პატარა მოამბე"(1886, მოთრობათა კრებული ბავშვებისათვის); ათავსებდა წერილებს პრესაში შემდეგი ფსევდონიმებით: "ანაგელი", "ლილიპუტი", "ანმანი".
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.274
ბიბლიოგრაფია
- პატარა მოამბე ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, გრ. ჩარკვიანის სტ., 1886. - 32გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001679/