სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
5.8 თეიმურაზ I 1606-1648 წწ. გარდ. 74 წლის, ასტრაბადი (ირანი), დაკრძალულია ალავერდის ტაძარში. კახეთის მეფე, პოეტი. მოღვ. გრემი ყვარელი

1589-1663 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გვარი ბაგრატიონი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

87       ბეჭდვა

5.8 თეიმურაზ I 1606-1648 წწ. გარდ. 74 წლის, ასტრაბადი (ირანი), დაკრძალულია ალავერდის ტაძარში. კახეთის მეფე, პოეტი. მოღვ. გრემი ყვარელი

თეიმურაზ I (დ. 1589 — გ. 1663) — კახეთის მეფე (1606-1648), ქართლ-კახეთის მეფე (1625-1632).



1605 წლის კახეთის აჯანყებამ აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან 1606 წელს კახეთის მეფედ 16 წლის ქრისტიანი თეიმურაზი დაამტკიცა, ოღონდ ქართველი მეფის კურთხევის ცერემონიალი ირანში ჩაატარა. ისქანდერ მუნში შაჰ-აბასის მიერ თეიმურაზის მეფედ კურთხევას შემდეგნაირად აღწერს: „ქართველებმა იმ სამეფო გვარის წესისა და კანონის თანახმად გაშალეს მისთვის ხელმწიფობის ხალიჩა და თეიმურაზ-ხანიც ძლევამოსილი და ბედნიერი ხელმწიფის ბრძანებითა და მითითებით შედგა იმ ხალიჩაზე. ქართველებმა ხელში აიღეს თაბახები ფულით და უნდოდათ დაეფრქვიათ მისთვის თავზე. მისმა უდიდებულესობამ როცა გაიცნო ეს მათი წესი და აზრდილობა, თავისი დიდი მოწყალების გამო ბრძანა, პირველი მე დავაყრიო თავზე ფულს. როცა მისმა უდიდებულესობამ ოქრო და ძვირფასი თვლები დააფრქვია მის თავზე, სახელოვანი ამირები და სამოთხის ბაღის მსგავსი წვეულების დამსწრენი ამის თანახმად მოიქცნენ და თითოეულმა მათგანმა თავისი ხარისხისა და პატივის შესაფერისად თავზე გადაყრის წესი შეასრულა.ქართველთა დიდებულებმაც ოქროსა და ვერცხლის ფული გადააყარეს თავს და დადგენილი კანონის მიხედვით თასი მისცეს და თასი გამოართვეს (თეიმურაზს). იმ დღეს გონების გასამხირულებლად და აზრისმოსალხენად ლხინის საფენები გაშალეს და იმ ხალხთან (ქართველებთან), რომლის სიმღერა და საუბარი უცხო რამ იყო, ილხენდნენ“[2].


შაჰ-აბასი თეიმურაზზე დიდ იმედებს ამყარებდა. სპარსულ კულტურაზე აღზრდილი და სპარსული ლიტერატურისა და პოეზიის საუკეთესო მცოდნე თეიმრაზი, შაჰის აზრით, სპარსული ორიენტაციის მომხრე უნდა ყოფილიყო საქართველოში.

თეიმურაზი საზეიმოდ მორთული გამოემგზავრა სამშობლოში. ქეთევანი სიხარულით შეეგება შვილს. ახალგაზრდა მეფე ბოდბეს ეკურთხა. სამეფოს ფაქტობრივად ქეთევან დედოფალი განაგებდა.

ამავე 1606 წლის გაზაფხულზე შაჰ-აბასმა ქართლის მეფედ უეცრად გარდაცლილი მფე გიორგის ძე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა. მან ქართლის ციხეებიდან (ლორე, აღჯაყალა, დმანისი, თბილისი) ოსმალოები განდევნა და შიგ ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენა. ქართლ-კახეთის სამეფოები ირანის ვასალებად ითვლებოდნენ და ვალდებულნი იყვნენ საჭიროების შემთხვევაშიირანის მხარეს ჯარით გამოსულიყვნენ.

1607 წელს ისკანდერ მუნშის ცნობით შაჰ-აბასი ქართლიდან წავიდა, შემახას ციხეს შემოადგა და თეიმურაზი იხმო ჯარითურთ. ახალგაზრდა მეფემ თავი აარიდა შაჰთან ხლებას და ბოდიშის მოხდით ლაშქრობისაგან თავი გაინთავისუფლა. როცა შაჰმა განმეორებით იხმო თეიმურაზი, მას ქეთევან დედოფალი ეახლა ათასკაციანი რაზმით. იწყინა შაჰ-აბასმა მაგრამ არ დაიმჩნია. დედოფალი პატივით მიიღო, ხოლო ჯარისთვის საქმე არ მიუცია.

ოჯახი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 20.11.2022
სულ რედაქტირებულია 6




წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული (+1125) ხსენების დღე 26 (08.02) იანვარი

1 0


წმიდა მეფე სოლომონ II. ბაგრატიონი, იმერეთის მეფე. 1772-1815წწ. იზრდებოდა თელავში.  ხსენება7 (20) თებერვალი

2 0


3.1 ბაგრატ III ბაგრატიონი (961-1014) გარდ. 53 წლის, 975 -1014 წწ ერთიანი საქართველოს მეფე

1 0


წმიდათა ნიკოლოზ კათოლიკოსი, კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო.1510-1591წწ ხსენება 18 (02 მარტი) თებერვალი დაბ. გრემი ყვარელი კახეთი

2 0


წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289) ხსენება 12 (25) მარტი. აწამეს მონღოლებმა, დაკრძ. სვეტიცხოველი მცხეთა

1 0


ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, ბაგრატიონი 1095-1157წწ „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი (+1157) ხსენების დღე 23 (5 ივნისი) მაისი დავით აღმაშენებლის შვილი.

2 0


ღირსი მამა ბასილი, ძე ბაგრატ III-ისა ბაგრატიონი ხსენება27 (9 ივნისი) მაისი

1 0


წმიდა დინარა დედოფალი (X საუკუნე) ხსენება 30 (13 ივლისი) ივნისი ჰერეთი

1 0


4.9 მელქისედეკ II (ბაგრატიონი) დაახ. 1528-1529; 1540-1545; 1548-1552 წწ. საქართველოს კათოლიკოსი

1 0


4.30 დომენტი IV (დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი) 1705-1741 წწ. 36 წელი კათოლიკოსი

2 0


4.34 ანტონ I (ბაგრატიონი) 1744-1755; ერისკაცობაში თეიმურაზ იესეს ძე) 1720-88წწ გარდ. 68 წლის. 1744-1755; 1764-1788 წწ კათოლიკოსი. იზრდებოდა თელავში

2 0


4.36 ანტონ II (ბაგრატიონი) 1762-1827წწ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეფე ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი. დაბ. თელავში. ხსენება 21 (03 იანვ) დეკემბერი  

2 0


წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი 1166-1213წწ ხსენება 18(31) იანვარი ერთიანი საქართველოს მეფე

1 0


ბაგრატიონი

1 0

ბაგრატიონ-იმერეტინსკი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე 1830-1894წწ გენერალ ლეიტენანტი სანკტ პეტერბურგი

1 0


პეტრე ბაგრატიონი ივანეს ძე (1765-1812) რუსეთის გენერალი დაბ. ყიზლარი დაღესტანი

4 0


ბაქარ ბაგრატიონი ვახტანგის ძე 1700-50 წწ გენერალი ქართლი

1 0


ალექსანდრე ბაგრატიონი უფლისწული, არჩილ II-ის ძე, 1674-1711წწ გარდ. წარმ. გრემი ყვარელი

3 0


ნინო ბაგრატიონ-დადიანი 1772-1847წწ ოდიშ-ლეჩხუმის დედოფალი წარმ. თელავი

2 0

ბაგრატ ბატონიშვილი გიორგი XII-ის ძე. 1776-1841წწ გარდ. 65 წლის, უფლისწული, გიორგი XII ვაჟი, დაიბადა თელავში. 1807 მანვე შეადგინა ცხენის დაავადებათა სამკურნალო წიგნი

1 0


ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი ერეკლე II-ის ძე, 1761-1814წწ გარდ. 53 წლის, უფლისწული, დაბადებულია თელავში,  1795 წელს მეთაურობდა არაგველთა 300 კაციან რაზმს

1 0


იოანე ბაგრატიონი, მეფის გიორგი XII-ის ძე. 1768-1830წწ მეცნიერი, მწერალი წარმ. თელავი

1 0

გარდ. 62 წლის.  აღწერა ქართლ-კახეთის, ხევსურეთის, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთიანეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ახალციხის ტერიტორიები.