სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.1 ბაგრატ III ბაგრატიონი (961-1014) გარდ. 53 წლის, 975 -1014 წწ ერთიანი საქართველოს მეფე

961-1014 წწ. გარდ. 53 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გვარი ბაგრატიონი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

202       ბეჭდვა

3.1 ბაგრატ III ბაგრატიონი (961-1014) გარდ. 53 წლის, 975 -1014 წწ ერთიანი საქართველოს მეფე

ბაგრატ III ბაგრატიონი (დ. დაახლ. 961 — გ. 7 მაისი, 1014) — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975-1014, ბაგრატიონი,


გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ფეოდალური საქართველოს გაერთიანება ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგია.


იგი დაიწყო VIII საუკუნის ბოლოს. ამ მოვლენის შესახებ მოგვითხრობს ეროვნული წყარო - „მატიანე ქართლისა“. ქართველი მეფე-მთავრები იბრძვიან საკუთარი სამფლობელოების საზღვრების გასაფართოებლად. პირველობისათვის ბრძოლაში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება შიდა ქართლის დაუფლებას. შიდა ქართლი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, როგორც სტრატეგიულად, ისე პოლიტიკურად. ქართული ქრისტიანობის ცენტრიც შიდა ქართლში - მცხეთაშია. ამავე დროს იგი წარმოადგენს ძველი ქართლის სამეფოს, სეფე-სახლის უმთავრეს დომენს. ქართლის მეფის თავდაპირველი ხელისუფლებაც ამ ქვეყნის მფლობელობის საფუძველზე უნდა აღმოცენებულიყო. ქართლი ყველაზე დაწინაურებული მხარე იყო ეკონომიკურად და კულტურულად. ამრიგად, ბრძოლა ტერიტორიისათვის „არგვეთიდან ტასის კარამდე“ დაუნდობელია, ეს არის „ბრძოლა ქართლსა ზედა“. VIII საუკუნის დასასრულს შიდა ქართლი კახეთს ეკუთვნის. IX საუკუნის დასაწყისში მას ქართველთა სამეფო (ტაო-კლარჯეთი) იერთებს, IX ს-ის მეორე ნახევრიდან X ს-ის 70-იან წლებამდე იგი პერმანენტულად ეგრის-აფხაზეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ X ს-ის 70-იანი წლებიდან აქ იწყება შინაფეოდალური ომები, რაც სამეფოს დასუსტებას იწვევს. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს (975-978 წწ.) მეფობის დროს. ამით სარგებლობს კახეთის საქორეპისკოპოსო და იწყებს ქართლისათვის ბრძოლას. ვიკიპედია


ბაგრატ III ბაგრატიონი იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975–1014 წლებში. მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღებას იქცევდა მცირეწლოვანი ბაგრატ III -ის პიროვნება, რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლებოდა. ბაგრატი იყო ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთ-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსის დისწული და ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. როგორც მემატიანე წერს, იოანე მარუშისძემ "წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა: აწვია, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი; ანუ დაიმჭიროს თვით ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი". დავითმა მხარი დაუჭირა თავისი შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით ქართლისაკენ გაემართა. ბაგრატ III -სათვი უპირველესი მიზანს ქვეყნის გაერთიანება წარმოადგენდა. ამ მიზნის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობოდა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენასა და დიდაზნაურთა მოწინავე ნაწილს. ბაგრატს ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევდათ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ფეოდალთა მამულების შეუვალობის დარღვევა და მიტაცებული სახელმწიფო მიწების სამეფო განკარგულებაში დაბრუნება. 1008 წელს, გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III–მ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრილოეთი ნაწილი(ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი. ბაგრატ III–მ პირველმა მიიღო "აფხაზთა და ქართველთა მეფის" ტიტული. ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონმა მისია, რომელიც დაეკისრა პირნათლად შეასრულა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიასა და სახელმწიფო "საქართველოს". ბაგრატ III-ის სრული ტიტულატურა იყო "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, კურაპალატი". ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო. ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში დაწინაურდა ქართული კულტურა. აიგო მრავალი არქიტექტურული შედევრი, მათგან აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, რომლის მშენებლობაც 1003 წელს დასრულდა. მისი კურთხევა იმ ეპოქის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მეფემ წარჩინებული სტუმრები საზღვარგარეთიდანაც მოიწვია. ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ასევე ამ დროს აიგო ნიკორწმინდის ტაძარი და ბედიის მონასტერი სადაც დაკრძალულია კიდეც მეფე. ის აქ 1014 წელს ფანასკერტის ციხეში გარდაცვალების შემდეგ გადმოასვენეს. 2012 წელს ბედიის მონასტერში ბაგრატ მესამის ფრესკა, ქართული ორნამენტები და წარწერები წაშალეს.  ბედიის მონასტერი, აფხაზეთი, საქართველო  




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.05.2022
სულ რედაქტირებულია 2




წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული (+1125) ხსენების დღე 26 (08.02) იანვარი

1 0


წმიდა მეფე სოლომონ II. ბაგრატიონი, იმერეთის მეფე. 1772-1815წწ. იზრდებოდა თელავში.  ხსენება7 (20) თებერვალი

2 0


წმიდათა ნიკოლოზ კათოლიკოსი, კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო.1510-1591წწ ხსენება 18 (02 მარტი) თებერვალი დაბ. გრემი ყვარელი კახეთი

2 0


წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289) ხსენება 12 (25) მარტი. აწამეს მონღოლებმა, დაკრძ. სვეტიცხოველი მცხეთა

1 0


ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, ბაგრატიონი 1095-1157წწ „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი (+1157) ხსენების დღე 23 (5 ივნისი) მაისი დავით აღმაშენებლის შვილი.

2 0


ღირსი მამა ბასილი, ძე ბაგრატ III-ისა ბაგრატიონი ხსენება27 (9 ივნისი) მაისი

1 0


წმიდა დინარა დედოფალი (X საუკუნე) ხსენება 30 (13 ივლისი) ივნისი ჰერეთი

1 0


4.9 მელქისედეკ II (ბაგრატიონი) დაახ. 1528-1529; 1540-1545; 1548-1552 წწ. საქართველოს კათოლიკოსი

1 0


4.30 დომენტი IV (დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი) 1705-1741 წწ. 36 წელი კათოლიკოსი

2 0


4.34 ანტონ I (ბაგრატიონი) 1744-1755; ერისკაცობაში თეიმურაზ იესეს ძე) 1720-88წწ გარდ. 68 წლის. 1744-1755; 1764-1788 წწ კათოლიკოსი. იზრდებოდა თელავში

2 0


4.36 ანტონ II (ბაგრატიონი) 1762-1827წწ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეფე ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი. დაბ. თელავში. ხსენება 21 (03 იანვ) დეკემბერი  

2 0


5.8 თეიმურაზ I 1606-1648 წწ. გარდ. 74 წლის, ასტრაბადი (ირანი), დაკრძალულია ალავერდის ტაძარში. კახეთის მეფე, პოეტი. მოღვ. გრემი ყვარელი

1 0


წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი 1166-1213წწ ხსენება 18(31) იანვარი ერთიანი საქართველოს მეფე

1 0


ბაგრატიონი

1 0

ბაგრატიონ-იმერეტინსკი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე 1830-1894წწ გენერალ ლეიტენანტი სანკტ პეტერბურგი

1 0


პეტრე ბაგრატიონი ივანეს ძე (1765-1812) რუსეთის გენერალი დაბ. ყიზლარი დაღესტანი

4 0


ბაქარ ბაგრატიონი ვახტანგის ძე 1700-50 წწ გენერალი ქართლი

1 0


ალექსანდრე ბაგრატიონი უფლისწული, არჩილ II-ის ძე, 1674-1711წწ გარდ. წარმ. გრემი ყვარელი

3 0


ნინო ბაგრატიონ-დადიანი 1772-1847წწ ოდიშ-ლეჩხუმის დედოფალი წარმ. თელავი

2 0

ბაგრატ ბატონიშვილი გიორგი XII-ის ძე. 1776-1841წწ გარდ. 65 წლის, უფლისწული, გიორგი XII ვაჟი, დაიბადა თელავში. 1807 მანვე შეადგინა ცხენის დაავადებათა სამკურნალო წიგნი

1 0


ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი ერეკლე II-ის ძე, 1761-1814წწ გარდ. 53 წლის, უფლისწული, დაბადებულია თელავში,  1795 წელს მეთაურობდა არაგველთა 300 კაციან რაზმს

1 0


იოანე ბაგრატიონი, მეფის გიორგი XII-ის ძე. 1768-1830წწ მეცნიერი, მწერალი წარმ. თელავი

1 0

გარდ. 62 წლის.  აღწერა ქართლ-კახეთის, ხევსურეთის, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთიანეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ახალციხის ტერიტორიები.