დეკანოზი იაკობ გრიგოლის ძე ტატიშვილი 1868 წელს გორის მაზრაში, სოფელ მარანში აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1886-1890 წლებში იაკობი გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1890 წლის დეკემბერში ქ. ელიზავეტოპოლის (ახლანდელი განჯა) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. ამ პერიოდში იაკობი და- ქორწინდა ნინო ეფრემის ასულ ონიაშვილზე, რომელთანაც 6 შვილი შეეძინა: გიორგი (დახვრიტეს 1937 წელს), თამარი, ირაკლი, სოფიო, მიხეილი, ელენე. 1892 წლის 25 მარტს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მედავითნე იაკობი დიაკვნად აკურთხა და ისევ ელიზავეტოპოლის ეკლესიაში დაადგინა. 1895 წელს დიაკონი იაკობი ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1899 წლის 1 ივნისს მღვდლად დაასხეს ხელი და ბაკურიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1902 წლის 22 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1909 წლის 23 აპრილს სკუფია უბოძეს. 1914 წლის 31 იანვარს მღვდელი იაკობი თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადმოიყვანეს. 1916 წლის 20 მაისს კამილავკა ეწყალობა. XX საუკუნის 20-იან წლებში ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მი
საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი, 2012წ გვ.18
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელლება)
ენიჭა. მამა იაკობი 17 წელი ერთგულად და პატიოსნად ემსახურებოდა წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიას. მის წინამძლვრობაში მოხდა ტაძრის დარბევა და შევიწროება კომუნისტური ხელისუფლების მიერ. 1930, წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, უარი თქვა ტაძრის წინამძღვრობაზე და პენსიაზე გავიდა. დეკანოზი იაკობი 1941 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. დეკანოზი იაკობ ტატიშვილი;
იაკობ ტატიშვილი - სასულიერო პირი, დეკანოზი. ირაკლი ტატიშვილი - ექიმი, აკადემიკოსი, პათანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მიხეილ ტატიშვილი - ექიმი. ბოლო წლებში მუშაობდა, ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტის დირექტორის მოადგილე.
მარცხნიდან: სოფიო ტატიშვილი,ნინო ონიაშვილი, იაკობ ტატიშვილი, ირაკლი ტატიშვილი, გიორგი ტატიშვილი, წინ: ელენე ტატიშვილი, მიხეილ ტატიშვილი, უკან: თამარ ტატიშვილი