ნუგზარ ტატიშვილი (დ. 20 ივლისი, 1933, თბილისი — გ. 2004) — ქართველი ექიმი.
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1957–1968 წლებში იყო სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე. ავტორია 200 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორისაა 8 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 სადოქტორო და 22 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-თერაპევტი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1967 წელს ბრუცელიოზის იმუნოლოგიისა და ალერგიის საკითხებზე.
- ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
- საერთაშორისო ინტერნისტთა ასოციაცია, წევრი
- საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი
- საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
- წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის პრემია
- შინაგანი სნეულებები : სახელმძღვ. სამედ. უნ-ტისა და სამედ. ინ-ტების სტუდ./ნუგზარ ტატიშვილი. - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 783გვ.
- აშშ ქალაქ მინიაპოლისის საპატიო მოქალაქე
- შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკა : სახელმძღ. სამედ. უნ-ტის სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, "საქართველოს მაცნეს" გამ-ბა და სტ., 2003. - 351გვ.. - ISBN: 99928-28-78-1
- შინაგანი სნეულებები : სახელმძღვ. სამედ. უნ-ტისა და სამედ. ინ-ტების სტუდ. (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 783გვ.. - ISBN: 99928-52-17-8
- გულის უკმარისობის მკურნალობა (ავტორი). - თბილისი, მედიცინა, 1992. - 144გვ.
- იმუნოლოგიური მეთოდები კლინიკაში (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1989. - 146გვ.
- იმუნოლოგია და მედიცინის მიღწევები (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ საზ-ბა "ცოდნა", 1971. - 32გვ.