ჯანსუღ ღვინჯილია (დ. 14 ოქტომბერი, 1940 — გ. 27 თებერვალი, 2001) — ქართველი მწერალი. დაიბადა ბაღდათის სოფელ დიმში. დაამთავრა ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორა-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს.
პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1965 წელს, 1982 წლიდან ჟურნალ "ცისკრის"მთავარი რედაქტორი იყო. მისი პირველი წიგნია "კრიტიკული წერილები" (1974), მასვე ეკუთვნის წიგნები: "მდინარება" (1975), "წერილები" (1977), "ზომიერების გრძნობა თანამედროვე ქართულ კრიტიკულ აზროვნებაში" (1979), "ტრადიცია და თანამედროვენი" (1982), "პოეტური ენერგია" (1983), "გიორგი სააკაძის პიროვნება" (1980), "სული აღმაშენებელი" (1985).
ბიბლიოგრაფია
- წერილები კლასიკურ და თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე . - თბილისი, მერანი, 1990. - 560გვ.
- გიორგი სააკაძის პიროვნება : ისტ. ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 365გვ.
- სული აღმაშენებელი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტი, 1989. - 413გვ.
- პოეტური ენერგია : ლიტ. წერილები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული,, 1989. - 432გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000899/