რევაზ მიროს ძე ღვინჯილია დაიბადა 1969 წლის 8 მარტს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1992 წლის 1 ნოემბრიდან მონაწილეობდა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში – ათმეთაურად. რეზომ თავი გამოიჩინა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა.
მეგობრებს შორის ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა. ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. რევაზ ღვინჯილია, 1993 წლის 20 სექტემბერს ქალაქ სოხუმზე მტრის ძლიერი შემოტევის დროს დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის რევაზ ღვინჯილია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.