გულრიფშის რაიონის გენოციდი სრული სია
328. ღვინჯილია ვახტანგ გრიგოლის ძე - 69 წლის, დაიბადა 19 პრილი 1922 წელს, დახვრიტეს საკუთარ სახლში.
დაბადების დღეს გილოცავ, მ ა მ ა! დღეს 100 წლის იუბილე გაქვს. დღესაც ცოცხალი იქნებოდი ( არ გაგიკვირდეთ, მამას მამა 103 წლის გარდაიცვალა, საღ გონებაზე და სიცოცხლეში წამალი არ იცოდა რა იყო), რომ არა, ის ავადსახსენებელი აფხაზეთის ომი. ...1993 წლის 2 ოქტომბრის დილის 6 საათზე, საკუთარ ეზოში ვერაგულად მოკლეს და ეზოშივე დაამარხინეს დედას, სასწრაფოდ. არ დაიმალე, მეუღლეს და მძახლებს იცავდი. სულ ასე გვეუბნებოდი, მე რას დამიშავებენ 70 წლის კაცი ვარო. მაგრამ შეცდი, თურმე დასახვრეტების სიაში ყოფილხარ. რატომ? - ჩვენი სოფლის ახალგაზრდებთან ერთად აგროვებდით პირველადი დახმარების ნივთებს, საკვებს და მიგქონდათ დაჭრილებთან საავადმყოფოში. 29 წელია, რაც ჩვენთან არ ხარ, მაგრამ ასე საჯაროდ არ დამიწერია შენზე არაფერი. ახლა მაიძულა უკრანის ომმა. შენ ხომ უკრაინელი დედის გაზრდილი იყავი. ეს მათთვის, ვისაც ჩვენი ,, კეთილის მსურველი" მეზობლის ვერაგობა არ უნახავს და არ განუცდია. იმ ავადსახსენებელ 2 ოქტომბერს 60 ადამიანი მოკლეს, აფხაზეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ განახლებაში. მამას და რამდენიმეს გაუმართლათ, მხოლოდ ესროლეს. დანარჩენები კი... ზოგი აწამეს და მერე დაწვეს, ზოგი გააშიშვლეს და ღორებს გადაუგდეს საჯიჯგნად...აღარ გავაგრძელებ. მამამ არ დატოვა მშობლიური კუთხე, არ დატოვა 27 წლის ქალიშვილის საფლავი...რომ კვდებოდა, ასე ლუღლუღებდა თურმე -რა ბედნიერი კაცი ვარ, ჩემი შვილები და შვილიშვილები სამშვიდობოს არიანო. შენ გმირი ხარ მამა! ამ ფოტოზე სულ რაღაც 38 წლის ხარ, მაგრამ იმიტომ ვდებ, 70-ის რომ დაგტოვეთ, ასეთივე იყავი, ახალგაზრდული სულის და შემართების. რას არ გავცვლიდი, შენთან ერთი საათით საუბრის სანაცვლოდ. ჩვენო ჭკვიანო, ძალიან თბილო, სამართლიანო და უზომოდ კეთილო მამა!!
ითანამშრომლა შვილმა ნანა ღვინჯილიამ დაბადებულია 1968 წელს